აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მწერების ნაკბენის როლერი 15მლ პრანარომი - Pranarom

#100333_3900
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPranarom / პრანარომი
ბრენდის ქვეყანა ბელგია
მოქმედი ნივთიერებაessential oils
მოცულობა15მლ
მოკლე აღწერა
რეკომენდებულია კოღოს ნაკბენის, ქავილის, გაღიზიანების ან მსუბუქი ტკივილის შესამსუბუქებლად.
30.50₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

მწერების ნაკბენის როლერი 15მლ პრანარომი - Pranarom

ამშვიდებს ქავილს მწერების ნაკბენის შემდეგ!

პრანარომის მწერების ნაკბენის  როლერს აქვს სასიამოვნო სურნელი, შეიცავს 100%-ით სუფთა, ორგანული ეთერზეთების კომბინაციას, რომელიც ამცირებს ქავილს, სიწითლეს, კანის გაღიზიანებას მწერის ნაკბენის შემდეგ.

•  აქვს სწრაფი გამაგრილებელი და დამამშვიდებელი ეფექტი

•  როლერი პრაქტიკულია გამოსაყენებლად

•  შეიცავს 99%-ით ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს

•  რეკომენდებულია ბავშვებში 3 წლიდან

რეკომენდებულია კოღოს ნაკბენის, ქავილის, გაღიზიანების ან მსუბუქი ტკივილის შესამსუბუქებლად.

შემადგენლობა:

სპაიკ ლავანდას ეთერზეთი, ველური პიტნის ეთერზეთი, კურკუმას ფესვის ეთერზეთი, ლურჯი ტანზის (ასფურცელას) ეთერზეთი.

დამატებითი ინგრედიენტები: წყალი, პოლიგლიცერილ-10 ლაურატი, გლიცერინი, მენთოლი, კამფორი, სიმინდის სახამებელი, ქსანთანის რეზინი, სორბიტან კაპრილატი, ტოკოფეროლი, ინულინის ლაურილ კარბამატი, პროპანდიოლი, ბენზოის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, რძემჟავა,ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ლინალოოლი, კამფორა, პინენი, ლიმონენი, ბეტა-კარიოფილენი, ტერპინეოლი, ტერპინოლენი, კარვონი, კუმარინი, ალფა-ტერპინენი, ლინალილ აცეტატი, გერანიოლი, გერანილ აცეტატი, ევგენოლი.

გაფრთხილება: არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულებში და მეძუძურ დედებში, ასევე რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ალერგიის შემთხვევაში. შეინახეთ სითბოსა და სინათლისგან მოშორებით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. მოარიდეთ თვალებთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტს.

გამოყენების წესი:

გამოიყენება 3 წლიდან, წაისვით ადგილობრივად, დღეში 3-4 ჯერ, სხეულის იმ ადგილებში, რომლებიც გაღიზიანებულია  მწერის ნაკბენით.

გამოშვების ფორმა: როლერი 15 მლ. ვეგანური ფორმულა.

მწარმოებელი: Pranarom /პრანარომი, ბელგია.

პრანარომი - სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერი

Pranarôm - ბელგიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც წარმოადგენს სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერს მსოფლიოში. 1991 წელს დაარსებული კომპანია აერთიანებს ბუნების ძალასა და თანამედროვე მეცნიერების სიზუსტეს, რათა შექმნას ეფექტური და უსაფრთხო ფორმულები ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ბრენდი აწარმოებს 100%-ით სუფთა, ორგანულ, ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებს, რომლებიც დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით.

Pranarôm ქმნის ინოვაციურ პროდუქტებს და ახორციელებს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს არომათერაპიის, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული მეთოდის განვითარებას მთელ მსოფლიოში. ბრენდი აწარმოებს მხოლოდ ECOCERT-სერტიფიცირებულ, HECT-ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებსა და არომათერაპიულ პროდუქტებს, რომლებიც შეესაბამება უმაღლეს ფარმაცევტულ სტანდარტებს.

30 წელზე მეტი გამოცდილებით, ხარისხის მკაცრი კონტროლით, ეკოლოგიური პასუხისმგებლობითა და მეცნიერული მიდგომით, Pranarôm დღემდე რჩება მსოფლიო ლიდერად სამეცნიერო არომათერაპიის მიმართულებით.

Pranarôm-ის საერთაშორისო სტანდარტები:

• ქიმიოტიპირებული ეთერზეთები (HECT - Huile Essentielle Chémotypée) – ეთერზეთები, რომლის ქიმიური შემადგენლობა (ქიმიოტიპი) ლაბორატორიულად განსაზღვრული და დადასტურებულია. HECT უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებას, ეფექტურობას და სამედიცინო სიზუსტეს.

• MSDS/SDS (მასალის უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი / Safety Data Sheet) -  სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ნივთიერების ან პროდუქტის ქიმიურ შემადგენლობაზე, ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, საფრთხეებზე, უსაფრთხო გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებზე

• ECOCERT – მსოფლიოში აღიარებული ორგანული სერტიფიცირება, რომელიც მკაცრად ამოწმებს, რომ პროდუქტი, წარმოების პროცესი და კომპანიის საქმიანობა სრულად შეესაბამება მკაცრ გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს

• USDA Organic – ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ორგანული სერტიფიცირება, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ პროდუქტი მოყვანილია და დამუშავებულია მკაცრი ორგანული სტანდარტებით - არ შეიცავს სინთეტიკურ პესტიციდებს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO), ქიმიურ სასუქებსა და ანტიბიოტიკებს

• CRUELTY FREE, VEGAN - პროდუქცია არ ტესტირდება ცხოველებზე, არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს