აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კოღოს საწინააღმდეგო ტანის როლერი 30მლ პრანარომი - Pranarom

#100340_3900
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPranarom / პრანარომი
ბრენდის ქვეყანა ბელგია
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაessential oils
მოცულობა30მლ
მოკლე აღწერა
რეკომენდებულია კოღოს ნაკბენისგან თავის დასაცავად.
33.35₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

კოღოს საწინააღმდეგო ტანის როლერი 30მლ პრანარომი - Pranarom

7 საათიანი დაცვა კოღოს ნაკბენებისგან! 

კოღოს საწინააღმდეგო ტანის როლერი სპეციალურად ბავშვებისთვის შემუშავებული ფორმულაა, რომელიც ეფექტურად და უსაფრთხოდ იცავს პატარებს კოღოებისგან. როლერს აქვს ლიმონის სასიამოვნო სურნელი, გამაგრილებელი ეფექტი, არ აშრობს კანს და არ იწვევს გაღიზიანებას.

•  შედგება Citriodiol®-ისგან, მცენარეული წარმოშობის ძლიერი აქტიური ინგრედიენტისგან, რომელიც ცნობილია თავისი დამამშვიდებელი თვისებებით

•  როლერი პრაქტიკულია გამოსაყენებლად

•  შეიცავს 100%-ით ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს

•  დადასტურებულია დამოუკიდებელი ლაბორატორიული ტესტებით

•  რეკომენდებულია ბავშვებში 6 თვიდან

კოღოს საწინააღმდეგო როლერის შემადგენლობაში შემავალი ეთერზეთები ერთად ქმნიან ძლიერ ბუნებრივ რეპელენტურ კომბინაციას, რომელიც ეფექტურად აფრთხობს კოღოებს და სხვა მწერებს 7 საათის მანძილზე, უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას და სასიამოვნო სუნს კანზე.

რეკომენდებულია კოღოს ნაკბენისგან თავის დასაცავად.

გამოყენების წესი:

როლერი განკუთვნილია ბავშვებისთვის 6 თვიდან 30 თვემდე, გამოიყენება მხოლოდ მკლავებზე და ფეხებზე, არ გამოიყენება ხელისგულებზე, თითებზე და სახეზე, ეფექტურია 7 საათის განმავლობაში, არ ტოვებს ლაქებს. გამეორება შეიძლება ყოველ 7 საათში ერთხელ.

შემადგენლობა:

ვიწროფოთლოვანი ლავანდას ეთერზეთი, ლიმონის ევკალიპტის ეთერზეთი,  პალმაროზას ეთერზეთი, ლიმონის ბალახის ეთერზეთი, ჩაის ხის ეთერზეთი, მადაგასკარული ციტრონელას ეთერზეთი, გერანიუმის ეთერზეთი, მიხაკის ეთერზეთი, ჯანჯაფილის ეთერზეთი.

დამატებითი ინგრედიენტები: წყალი, ლიმონის ევკალიპტის ეთერზეთის გადამუშავებული ფორმა (ძალიან ძლიერი ბუნებრივი მწერების საწინააღმდეგო აქტიური ნივთიერება ციტრიოდიოლი), პოლიგლიცერილ-10 ლაურატი, ცეტეარილის სპირტი და ცეტეარილის გლუკოზიდი, ჟოჟობას ეთერები, მზესუმზირის (Helianthus Annuus) თესლის ცვილი, აკაციატირიფის ყვავილის ცვილი, პოლიგლიცერინი-3; სიმინდის სახამებელი, დეჰიდროძმარმჟავა, ბენზილის სპირტი, ქსანთანის ფისი, კალიუმის სორბატი, ტრეჰალოზა, ტოკოფეროლი, რძემჟავა.

გაფრთხილება: არ გამოიყენება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში, შეინახეთ სითბოსა და სინათლისგან მოშორებით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. მოარიდეთ თვალებთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტს.

გამოშვების ფორმა: ტანის როლერი 30 მლ.

მწარმოებელი: Pranarom /პრანარომი, ბელგია

პრანარომი - სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერი

Pranarôm - ბელგიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც წარმოადგენს სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერს მსოფლიოში. 1991 წელს დაარსებული კომპანია აერთიანებს ბუნების ძალასა და თანამედროვე მეცნიერების სიზუსტეს, რათა შექმნას ეფექტური და უსაფრთხო ფორმულები ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ბრენდი აწარმოებს 100%-ით სუფთა, ორგანულ, ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებს, რომლებიც დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით.

Pranarôm ქმნის ინოვაციურ პროდუქტებს და ახორციელებს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს არომათერაპიის, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული მეთოდის განვითარებას მთელ მსოფლიოში. ბრენდი აწარმოებს მხოლოდ ECOCERT-სერტიფიცირებულ, HECT-ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებსა და არომათერაპიულ პროდუქტებს, რომლებიც შეესაბამება უმაღლეს ფარმაცევტულ სტანდარტებს.

30 წელზე მეტი გამოცდილებით, ხარისხის მკაცრი კონტროლით, ეკოლოგიური პასუხისმგებლობითა და მეცნიერული მიდგომით, Pranarôm დღემდე რჩება მსოფლიო ლიდერად სამეცნიერო არომათერაპიის მიმართულებით.

Pranarôm-ის საერთაშორისო სტანდარტები:

• ქიმიოტიპირებული ეთერზეთები (HECT - Huile Essentielle Chémotypée) – ეთერზეთები, რომლის ქიმიური შემადგენლობა (ქიმიოტიპი) ლაბორატორიულად განსაზღვრული და დადასტურებულია. HECT უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებას, ეფექტურობას და სამედიცინო სიზუსტეს.

• MSDS/SDS (მასალის უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი / Safety Data Sheet) -  სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ნივთიერების ან პროდუქტის ქიმიურ შემადგენლობაზე, ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, საფრთხეებზე, უსაფრთხო გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებზე

• ECOCERT – მსოფლიოში აღიარებული ორგანული სერტიფიცირება, რომელიც მკაცრად ამოწმებს, რომ პროდუქტი, წარმოების პროცესი და კომპანიის საქმიანობა სრულად შეესაბამება მკაცრ გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს

• USDA Organic – ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ორგანული სერტიფიცირება, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ პროდუქტი მოყვანილია და დამუშავებულია მკაცრი ორგანული სტანდარტებით - არ შეიცავს სინთეტიკურ პესტიციდებს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO), ქიმიურ სასუქებსა და ანტიბიოტიკებს

• CRUELTY FREE, VEGAN - პროდუქცია არ ტესტირდება ცხოველებზე, არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს