| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Puressentiel / ფიურესენშელი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | essential oils |
| მოცულობა | 75 მლ |
მწერების ნაკბენის საწინააღმდეგო სპრეი 75მლ ფიურესენშელი - Puressentiel
მწერების ნაკბენის საწინააღმდეგო სპრეი არის საიმედო დაცვა კოღოების, ტკიპების, ფლებოტომუსები (ბუზი) და სხვა მწერების ნაკბენებისგან. შეიცავს ბუნებრივ ეთერზეთებს, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხო და ხანგრძლივ დაცვას. არ შეიცავს ქიმიურ ინგრედიენტებს, არ ტოვებს ცხიმიან კვალს და იდეალურია მგრძნობიარე კანისთვისაც.
რეკომენდებულია კოღოებისა და ტკიპებისგან ეფექტური დაცვისთვის, მათ შორის იმ სახეობებისგან, რომლებიც შესაძლოა ისეთი დაავადებების გადამტანები იყვნენ, როგორიცაა ზიკა, მალარია, დენგეს ცხელება, ყვითელი ცხელება, ჩიკუნგუნია და ლაიმის დაავადება.
ლაბორატორიულად დადასტურებული ეფექტურობა:
• 8 საათამდე დაცვა - აზიური ვეფხვისებრი კოღოების (Aedes albopictus) წინააღმდეგ
• 7 საათამდე დაცვა - ჩვეულებრივი სახლის კოღოების (Culex pipiens) და ქვიშის ბუზების (Phlebotomus duboscqi) წინააღმდეგ
• 6,5 საათამდე დაცვა - ტროპიკული კოღოების (Aedes aegypti და Anopheles gambiae) წინააღმდეგ
• 5 საათამდე დაცვა - ტკიპების (Ixodes ricinus) წინააღმდეგ
ცურვამ ან ინტენსიურმა ოფლიანობამ შესაძლოა შეამციროს დაცვის ხანგრძლივობა.
პიტნის, ნიაულის, ჩაის ხის, ლავანდის, ციტრონელას ეთერზეთები, ევკალიპტი, ციტრონელოლი, ციტრონელალი, ლინალოოლი, ნიაული, ლიმონინი, გერანიოლი, L-მენთონი.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. სპრეი თანაბრად გადაინაწილეთ სხეულზე 6 შესხურებით, გამოყენება სახეზე: წაისვით პროდუქტი ხელებზე (1 შესხურება) და გადაინაწილეთ ლოყებზე და შუბლზე. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ არაუმეტეს 3-ჯერ დღეში, გამოყენების შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ. ცურვის ან ოფლიანობის შემთხევაში შეიზილეთ ხელახლა. მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს, კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლით.
გაფრთხილება: არ გამოიყენება 30 თვემდე ბავშვებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
ალერგიული რეაქცია შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ასევე საკვები პროდუქტებისგან მოშორებით.
გამოშვების ფორმა: სპრეი 75მლ.
ვარგისობის ვადა: 36 თვე.
მწარმოებელი: Laboratoire PURESSENTIEL/ ლაბორატორია ფიურესენშელ. საფრანგეთი.
Puressentiel - ფრანგული პრემიუმ ბრენდია - ლიდერი არომათერაპიის მიმართულებით. კომპანია სპეციალიზირებულია გამაჯანსაღებელი პროდუქტების წარმოებაში, რომლებიც დამზადებულია 100%-ით სუფთა, ბუნებრივი, მაღალი ხარისხის ეთერზეთებსა და მცენარეული ექსტრაქტებზე. არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს ან ქიმიურ ინგრედიენტებს. კომპანია ფლობს არაერთ საერთაშორისო სერთიფიკატს, რაც ადასტურებს პროდუქციის ორგანულობას და ბუნებრიობას, ეფექტურობას და უსაფღთხოებას, ხარისხს და მაღალ სანდოობას. კომპანიის მისიაა „გახადოს ბუნება ყველასთვის ხელმისაწვდომი“.
საერთაშორისო სტანდარტები:
• ISO 9001 და ISO 13485 - მოიცავს ჯანმრთელობის და სილამაზის ბუნებრივი პროდუქტების წარმოებას
• ISO 14021 - ბრენდის გამჭირვალობის ქარტია შედგენილია სტანდარტის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს გარემოსდაცვით დეკლარაციებს
• UN Global Compact - 2022 წლიდან ფიურესენშელი შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის ინიციატივას და
იღებს ვალდებულებას დაიცვას მისი პრინციპები ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის მიმართულებით
• B corp სერტიფიკატი - აფასებს და ამოწმებს კომპანიების სოციალურ და გარემოსდაცვით ეფექტურობას ხუთ ძირითად სფეროში: მმართველობა, თანამშრომლები, საზოგადოება, გარემო და მომხმარებლები. როგორც B Corp სერტიფიცირებული კომპანია, ფიურესენშელი იღებს ვალდებულებას, რომ მისი ყოველდღიური მოქმედებები მოემსახუროს ყველას, საერთო კეთილდღეობას
• Ecocert სერტიფიკატი - სერთიფიცირებული მომწოდებლები, რომლებიც აწარმოებენ ბიო პროდუქციას და გამოირჩევიან მაღალი სანდოობით და ხარისხით
• VEGAN, CRUELTY FREE - არ იტესტება ცხოველებზე და პროდუქტები სრულად თავისუფალია ცხოველური წარმოშობის კომპონენტებისგან