აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მწერების ნაკბენის დამამშვიდებელი კრემი ბავშვების 30მლ ფიურესენშელი - Puressentiel

#96704_3794
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPuressentiel / ფიურესენშელი
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
მოქმედი ნივთიერებაherbal oils
მოცულობა30 მლ
მოკლე აღწერა
შექმნილია სპეციალურად ბავშვებისთვის მწერების ნაკბენის შემდგომი გაღიზიანების, ქავილის და სიწითლის შესამსუბუქებლად.
40.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

მწერების ნაკბენის დამამშვიდებელი კრემი ბავშვების 30მლ ფიურესენშელი - Puressentiel

მწერების ნაკბენის დამამშვიდებელი კრემი შეიცავს 100%-ით მცენარეულ, ბუნებრივ ინგრედიენტებს, არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს. შექმნილია სპეციალურად ბავშვებისთვის მწერების ნაკბენის შემდგომი გაღიზიანების, ქავილის და სიწითლის შესამსუბუქებლად. ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას ჭრილობებში, ამცირებს ადგილობრივ ანთებას.

შემადგენლობა

ბიო ორგანული პროდუქტი შეიცავს 6 მცენარეულ ზეთს (ორგანული ტკბილი ნუში, ორგანული ქოქოსი, ორგანული გარგრის მარცვლები, ზეთისხილი, შავი მოცხარის თესლი, მზესუმზირა) და 5 მცენარეულ ექსტრაქტს (ორგანული ალოე ვერა, ორგანული კალენდულა, ორგანული გვირილა, როზმარინის ფოთოლი, პლატიკოდონი).

გამოყენების წესი

ნაზი მასაჟით შეიზილეთ დაზიანებულ კანზე.

გაფრთხილება: არ გამოიყენება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში.

უკუჩვენება

ალერგიული რეაქცია შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ,ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: კრემი 30მლ.

ვარგისობის ვადა: პროდუქტის გახსნიდან 9 თვე.

მწარმოებელი: Laboratoire PURESSENTIEL/ ლაბორატორია ფიურესენშელ. საფრანგეთი.

Puressentiel - ფრანგული პრემიუმ ბრენდია  - ლიდერი არომათერაპიის მიმართულებით. კომპანია სპეციალიზირებულია გამაჯანსაღებელი პროდუქტების წარმოებაში, რომლებიც დამზადებულია 100%-ით სუფთა, ბუნებრივი, მაღალი ხარისხის ეთერზეთებსა და მცენარეული ექსტრაქტებზე. არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს ან ქიმიურ ინგრედიენტებს. კომპანია ფლობს არაერთ საერთაშორისო სერთიფიკატს, რაც ადასტურებს პროდუქციის ორგანულობას და ბუნებრიობას, ეფექტურობას და უსაფღთხოებას, ხარისხს და მაღალ სანდოობას. კომპანიის მისიაა „გახადოს ბუნება ყველასთვის ხელმისაწვდომი“.  

საერთაშორისო სტანდარტები:

• ISO 9001 და ISO 13485 - მოიცავს ჯანმრთელობის და სილამაზის ბუნებრივი პროდუქტების წარმოებას
• ISO 14021 -  ბრენდის გამჭირვალობის ქარტია შედგენილია სტანდარტის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს გარემოსდაცვით დეკლარაციებს
• UN Global Compact - 2022 წლიდან ფიურესენშელი შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის ინიციატივას და
იღებს ვალდებულებას დაიცვას მისი პრინციპები ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის მიმართულებით

• B corp სერტიფიკატი - აფასებს და ამოწმებს კომპანიების სოციალურ და გარემოსდაცვით ეფექტურობას ხუთ ძირითად სფეროში: მმართველობა, თანამშრომლები, საზოგადოება, გარემო და მომხმარებლები. როგორც B Corp სერტიფიცირებული კომპანია, ფიურესენშელი იღებს ვალდებულებას, რომ მისი ყოველდღიური მოქმედებები მოემსახუროს ყველას, საერთო კეთილდღეობას
• Ecocert სერტიფიკატი - სერთიფიცირებული მომწოდებლები, რომლებიც აწარმოებენ ბიო პროდუქციას და გამოირჩევიან მაღალი სანდოობით და ხარისხით
• VEGAN, CRUELTY FREE - არ იტესტება ცხოველებზე და პროდუქტები სრულად თავისუფალია ცხოველური წარმოშობის კომპონენტებისგან