| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Curasept - კურასეპტი |
| ბრენდის ქვეყანა |
პირის ღრუს მოვლის სამგზავრო ნაკრები ლურჯი კურასეპტი - Curasept
1. კურასეპტის კბილის ჯაგრისი
Curasept Softline 0.15 არის კბილის ჯაგრისი, რომელიც განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის. მას აქვს 2,700-ზე მეტი 0.15 მმ სისქის ჯაგრულა, რაც უზრუნველყოფს ნაზ და სტაბილურ წმენდას.
2. კურასეპტის კბილის პასტა 20 მლ
კურასეპტის პიტნის კბილის პასტა ამცირებს კბილებზე ნადებს, ამაგრებს მინანქარს, ებრძვის კარიესს და უსიამოვნო სუნს პირის, უზრუნველყოფს პირის ღრუს მაქსიმალურ ჰიგიენას. შეიცავს ცეტილპირიდინიუმის ქლორიდს 0,1%, რომელიც ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედებით ხასიათდება, ასევე მცენარეულ ეთერზეთებს, ნატრიუმის ფტორიდს, ჰიდროქსიაპატიტს, ქსილიტოლს. არ შეიცავს ალკოჰოლს და SLS.
3. 3 ცალი კბილთაშორისი ჩხირი
კურასეპტის კბილთაშორისი ჩხირი განკუთვნილია კბილებს შორის და ღრძილის ხაზთან დაგროვილი ნადებისა და საკვების ნარჩენების ეფექტურად მოსაშორებლად. ის უზრუნველყოფს უკეთეს წმენდას ნაკლები ხახუნით და ღრძილების გაღიზიანების გარეშე. ჩხირი გამოირჩევა მაღალი გამძლეობით და უსაფრთხოა მგრძნობიარე ღრძილებისთვის, ბრეკეტების, იმპლანტებისა და სხვა სტომატოლოგიური კონსტრუქციების შემთხვევაში. გამოყენებისას ნაზად შეიყვანეთ პიკი კბილებს შორის ძალის გარეშე და ამოძრავეთ წინ და უკან ისე, რომ პიკი ბუნებრივად დატრიალდეს. გამოიყენეთ ყოველდღიურად, კბილების გახეხვის შემდეგ.
Aqua, Sorbitol, Hydrated Silica, Xylitol, Propylene Glycol, PEG-32, Cellulose Gum, Cocamidopropyl Betaine, Hydroxyapatite, Calcium Glycerophosphate, Sodium Fluoride, Cetylpyridinium Chloride, Calcium Pantothenate 1,2 Hexanediol, Potassium Nitrate, Cetraria Islandica Extract, Thymol, Elettaria Cardamomum Seed Oil, Eucalyptol, Menthol, Methyl Salicilate, Stevia Rebaudiana Leaf/stem Extract, Sodium Saccharin, Aroma, Propanediol, Xanthan Gum, Phenoxyethanol, Ethylhexylglycerin, p-Anisic Acid, Sodium Benzoate, Chlorphenesin, Tetrasodium Glutamate Diacetate, C.I. 42090, Cinnamal.
არ შეიცავს ალკოჰოლს და SLS
20 მლ.
კურასეპტის ბუსტერის ხაზი
კურასეპტის ბუსტერის ხაზი განკუთვნილია პირის ღრუს ყოველდღიური სისუფთავისა და დაცვისთვის. ამ ხაზის ინოვაციური ფორმულაცია აძლიერებს პირის ღრუს ბუნებრივ დამცავ მექანიზმებს, აუმჯობესებს პირის ღრუს ჰიგიენას, ხელს უშლის ბაქტერიების გავრცელებას და უზრუნველყოფს ჯანმრთელი ღრძილების და კბილების შენარჩუნებას.
კურასეპტი არის იტალიური ბრენდი, რომელიც დაარსდა 2001 წელს და სპეციალიზდება პირის ღრუს ინოვაციურ მოვლაში. მათი მიზანია მომხმარებლის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება უსაფრთხო და ეფექტური პროდუქტებით. ბრენდს ეკუთვნის რამდენიმე პატენტი, მათ შორის ანტი დისკოლორაციის სისტემა (ADS), რომელიც არ აყვითლებს კბილებს ქლორჰექსიდინის გამოყენებისას. კურასეპტის პროდუქტები განკუთვნილია როგორც ყოველდღიური ჰიგიენისთვის, ასევე პროფესიული მოვლისთვის.