| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | AwarDent - ავარდენტი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოცულობა | 250 მლ |
პირის ღრუს სავლები ექსტრა ავარდენტი - AwarDent
სამი ანტიმიკრობული აგენტის უნიკალური კომბინაციის წყალობით (ქლორჰექსიდინი, ტრიკლოზანი, CPC), უზრუნველყოფს სწრაფ, ინტენსიურ, ძლიერ და ხანგრძლივ ანტიმიკრობულ მოქმედებასა და დაცვას, განსაკუთრებით ქირურგიული ჩარევების ან ყბა-სახის ქირურგიასა და იმპლანტაციის შემთხვევებში.
პირის ღრუს სავლებს აქვს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანტიფუნგალური მოქმედება. პროდუქტში შემავალი ანტისეპტიკური ნივთიერებები ახდენს ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესების პრევენციას პირის ღრუში სხვადასხვა ქირურგიული მანიპულაციების შემდეგ. იგი უზურუნველყოფს ლორწოვანის სწრაფ ეპითელიზაციას და რეგენერაციას. წარმოადგენს არატოქსიურ პროდუქტს, ელიმინირდება მავნე მეტაბოლიტების გარეშე. აქვს ორგანოლეპტიური თვისებები და არ წვავს პირის ღრუს. ავარდენტი ექსტრას სავლები არის საუკეთესო დამხმარე საშუალება იმპლანტაციასა და პერიოქირურგიაში გამოსაყენებლად. იდიალურია მისი გამოყენება გართულებული ექსტრაქციების (კბილის ამოღება) შემდეგ პერიოდში ალვეოლიტის (გართულებების) საპრევენციოდ ან გართულებების დროსაც.
Chlorhexidine Digluconate (0.20%), Triclosan, Cetylpyridinium Chloride, Sodium Fluoride , Aloe Barbadensis Leaf Juice Powder Glycerin , Zinc Citrate , Chamomilla Recutita Extract, Ascorbic Acid, Bisabolol
250მლ ბოთლი, მზომი ჭიქით
პირის ღრუს მოვლის საშუალებები
ავარდენტი წარმოადგენს ბრიტანული ფარმაცევტული კომპანიის SWISSFARMACO-ს ბრენდს, რომელიც თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ ქარხანა-ლაბორატორიებთან შვეიცარიასა და ისრაელში. მათ მიერ წარმოებული პროდუქცია მზადდება თანამედროვე რეგულაციების შესაბამისად მაღალი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით. კომპანია ფლობს ხარისხის დამადასტურებელ საერთაშორისო ISO, GMP და FDA სერტიფიკატებს. ავარდენტი არის უნიკალური და ინოვაციური ჯილდო პირის ღრუს ჯანმრთელობის დასაცავად. გამორჩეულია შვეიცარული დიზაინით, უნიკალური ფორმულებითა და ფართო ასორტიმენტით. პროდუქციაში შემავალი ნივთიერებები აკმაყოფილებს FDA და EFP პროფესიონალთა ჯგუფის მიერ მოწოდებულ თანამედროვე რეკომენდაციებს.