აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კბილის გელი 30 გ 4074 ჰიალიბენე - Hyalibene

#102886_2748
 5 (1 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიHyalibene - ჰიალიბენე
ბრენდის ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
მოკლე აღწერა
კბილის გელი, ბიოადჰეზიური და რეგენერაციული გელი ჰიალურონის მჟავის მაღალი შემცველობით, სუკრალფატთან კომბინაციაში. 30 გ.
28.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

კბილის გელი ჰიალიბენე - Hyalibene 

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინტენსიური დატენიანება, ბარიერული დაცვა და ლორწოვანის გაღიზიანებასთან ასოცირებული სიმპტომების (შეშუპება, სიწითლე, ტკივილი და წვა) სწრაფი კუპირება. ფორმულა აერთიანებს ჰიდროფილურ და მუკოადჰეზიურ კომპონენტებს, რაც უზრუნველყოფს როგორც მყისიერ, ასევე პროლონგირებულ ეფექტს.

მოქმედება

ჰიალურონის მჟავა და სუკრალფატის კომბინაცია მოქმედებს როგორც მიკროორგანიზმებისგან და მათი ცხოველქმედების შედეგად წარმოქმნილი მჟავე ინგრედიენტების აგრესიული ზეგავლენისგან დამცავი ბარიერი და შესაბამისად ამცირებს პაროდონტის დაავადებების განვითარების რისკს. ღრძილის ანთებითი მდგომარეობებისა და ტრავმების დროს ჰიალურონის მჟავა შეუცვლელი ნივთიერებაა, რადგან ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს კოლაგენის სინთეზს, რაც საშუალებას იძლევა რომ დროულად მოხდეს დაზიანებული ქსოვილის რეგენერაცია და შეხორცება. ჰიალიბენეს გელში შემავალი სუკრალფატი კი ახანგრძლივებს ჰიალურონის მჟავის მოქმედებას და განსაზღვრავს გელის მაღალადჰეზიურობას, რადგან მისი წყალობით წარმოიქმნება დამცავი გარსი დაზიანებულ უბანზე.   

გამოყენების წესი

  • დაიტანეთ გელის მცირე რაოდენობა სასურველ უბანზე თითის ან აპლიკატორის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით გადაანაწილეთ ლორწოვანზე, დააყოვნეთ 5 წუთი და შემდეგ გადმოანერწყვეთ წყლის გამოვლების გარეშე.
  • გამოიყენება დღეში 3–4-ჯერ სასურველი კლინიკური ეფექტის მიღწევამდე, 6 წლის ასაკიდან ყოველდღიურად; 6 წლამდე – ექიმის რეკომენდაციით.
  • შესაძლებელია რეგულარული გამოყენება ყოველდღიურ რუტინაში.

ინგრედიენტები / შემადგენლობა

Sodium Hyaluronate 0,2 %, Octasulfate (Sucralfate), Aloe Barbadensis Leaf Juice Powder, Xylitol.

წონა

30 გ, ტუბი

სერია/ხაზის შესახებ ინფორმაცია

პირის ღრუს მოვლის საშუალებები

ბრენდის/მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია

ავარდენტი წარმოადგენს ბრიტანული ფარმაცევტული კომპანიის SWISSFARMACO-ს ბრენდს, რომელიც თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ ქარხანა-ლაბორატორიებთან შვეიცარიასა და ისრაელში. მათ მიერ წარმოებული პროდუქცია მზადდება თანამედროვე რეგულაციების შესაბამისად მაღალი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით.  კომპანია ფლობს ხარისხის დამადასტურებელ საერთაშორისო ISO, GMP და FDA სერტიფიკატებს. ავარდენტი არის უნიკალური და ინოვაციური ჯილდო პირის ღრუს ჯანმრთელობის დასაცავად. გამორჩეულია შვეიცარული დიზაინით, უნიკალური ფორმულებითა და ფართო ასორტიმენტით. პროდუქციაში შემავალი ნივთიერებები აკმაყოფილებს FDA და EFP პროფესიონალთა ჯგუფის მიერ მოწოდებულ თანამედროვე რეკომენდაციებს. 

სხვა პროდუქტი იხილეთ აქ: პირის ღრუს სავლები 250 მლ 4067 ჰიალიბენე - Hyalibene