| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | AwarDent - ავარდენტი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოცულობა | 250 მლ |
პირის ღრუს სავლები ფიქსი ავარდენტი - AwarDent
ავარდენტი ფიქსი წარმოადგენს თანამედროვე პირის ღრუს მოვლის საშუალებას, რომელიც შექმნილის კბილებსა და პირის ღრუს რბილ ქსოვილებზე სრულფასოვანი ზრუნვისთვის. იგი შეიცავს ჟანგბადის აქტიურ მოლეკულებს, მცენარეულ ექსტრაქტებს, დამატენიანებელ და დამცავ მინერალებს, რაც აუცილებელია პირის ღრუს ჯანსაღი ბალანსის შესანარჩუნებლად. ქლორჰექსიდინის + აქტიური ჟანგბადის (H₂O₂) ორმაგი ანტისეპტიკური მექანიზმი, ეფექტურია ანაერობული ფლორის წინააღმდეგ. ახასიათებს ნეკროზული ნადების ეფექტური დაშლა. რეკომენდებულია მისი გამოყენება ანთებითი და პოსტოპერაციული მდგომარეობების დროს. ავარდენტი ფიქსი იდეალური საშუალებაა პირის ღრუს პროფესიული დაცვისა და თერაპიული მხარდაჭერისთვის.
წყალბადის პეროქსიდის და ქლორჰექსიდინის უნიკალური კომბინაცია ეფექტურად თრგუნავს ანაერობული ბაქტერიების სცოცხლისუნარიანობას და გამრავლებას. მექანიკურად შლის ნეკროზულ ნადებს. აქვს ღრმა ანტისეპტიკური მოქმედება, პოსტოპერაციულ პერიოდში უზრუნველყოფს ქსოვილის სრულფასოვან წმენდას, ამცირებს შეშუპებასა და ანთებით პროცესებს, ახდენს მათ პრევენციას. აქვს სასიამოვნო გემო.
Chlorhexidine Digluconate (0.20%), Hydrogen Peroxide, Sodium Fluoride, Aloe Barbadensis Leaf Juice Powder, Zinc Citrate, Ascorbic Acid, Bisabolol, Xylitol.
არ შეიცავს ალკოჰოლს.
250მლ ბოთლი, მზომი ჭიქით
პირის ღრუს ჰიგიენა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა
ავარდენტი წარმოადგენს ბრიტანული ფარმაცევტული კომპანიის SWISSFARMACO-ს ბრენდს, რომელიც თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ ქარხანა-ლაბორატორიებთან შვეიცარიასა და ისრაელში. მათ მიერ წარმოებული პროდუქცია მზადდება თანამედროვე რეგულაციების შესაბამისად მაღალი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით. კომპანია ფლობს ხარისხის დამადასტურებელ საერთაშორისო ISO, GMP და FDA სერტიფიკატებს. ავარდენტი არის უნიკალური და ინოვაციური ჯილდო პირის ღრუს ჯანმრთელობის დასაცავად. გამორჩეულია შვეიცარული დიზაინით, უნიკალური ფორმულებითა და ფართო ასორტიმენტით. პროდუქციაში შემავალი ნივთიერებები აკმაყოფილებს FDA და EFP პროფესიონალთა ჯგუფის მიერ მოწოდებულ თანამედროვე რეკომენდაციებს.
სხვა პროდუქტი იხილეთ აქ: კბილის პასტა ფრეში 75 მლ 4378 ავარდენტი - AwarDent