| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | AwarDent - ავარდენტი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოცულობა | 250 მლ |
პირის ღრუს სავლები ოქსი ავარდენტი - AwarDent
პირის ღრუს სავლები აქტიური ჟანგბადის წყალობით სრულფასოვნად და ეფექტურად წმენდს კბილებს, აცილებს მათ ზედაპირს პიგმენტურ ლაქებს და საკვებ ნარჩენებს პირის ღრუს ძნელად მისადგომი სივრცეებიდანაც. ხელს უშლის მიკრობული ნადების წარმოქმნას და აქრობს უსიამოვნო სუნს.
ავარდენტი ოქსის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები უზრუნველყოფს პირის ღრუს სრულყოფილ ჰიგიენას, პირის ღრუს დაზიანებების: ორთოდონტიული და ორთოპედიული კონსტრუქციებით გამოწვეული ლორწოვანის დაზიანებების სწრაფ რეგენერაციას. ეფექტურია მსუბუქი ფორმის გინგივიტების, პაროდონტის და ღრძილებიდან სისხლდენის დროს. ეფექტურად ებრძვის არასასიამოვნო სუნს პირის ღრუში (ჰალითოზს) და პირის ღრუს სიმშრალეს (ქსეროსტომიას). არის იდეალური კომბინაცია პროფესიონალური გათეთრების შემდგომ პერიოდში ეფექტის შესანარჩუნებლად. გააჩნია ასევე ანტიბაქტერიული მოქმედება – მიკროორგანიზმების გამრავლების დათრგუნვის გზით. ახდენს მიკრობული ნადების დაშლას და კბილის ზედაპირს წმენდს სრულფასოვნად. ეფექტურია ნაზი, უსაფრთხო და სრულფასოვანი წმენდისთვის. მისი გამოყენება რეკომენდებულია ასევე პროფესიული წმენდის შემდეგ სიჯანსაღის ეფექტის გასახანგრძლივებლად.
Carbamide Peroxide, Aloe Barbadensis Leaf Juice Powder, Zinc Citrate, Bisabolol
250მლ ბოთლი, მზომი ჭიქით
პირის ღრუს ჰიგიენა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა
ავარდენტი წარმოადგენს ბრიტანული ფარმაცევტული კომპანიის SWISSFARMACO-ს ბრენდს, რომელიც თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ ქარხანა-ლაბორატორიებთან შვეიცარიასა და ისრაელში. მათ მიერ წარმოებული პროდუქცია მზადდება თანამედროვე რეგულაციების შესაბამისად მაღალი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით. კომპანია ფლობს ხარისხის დამადასტურებელ საერთაშორისო ISO, GMP და FDA სერტიფიკატებს. ავარდენტი არის უნიკალური და ინოვაციური ჯილდო პირის ღრუს ჯანმრთელობის დასაცავად. გამორჩეულია შვეიცარული დიზაინით, უნიკალური ფორმულებითა და ფართო ასორტიმენტით. პროდუქციაში შემავალი ნივთიერებები აკმაყოფილებს FDA და EFP პროფესიონალთა ჯგუფის მიერ მოწოდებულ თანამედროვე რეკომენდაციებს.
სხვა პროდუქტი იხილეთ აქ: კბილის პასტა ფრეში 75 მლ 4378 ავარდენტი - AwarDent