აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ენის საწმენდი CTC 202 0027 კურაპროქსი - Curaprox

#70945_3000
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიCuraprox - კურაპროქსი
ბრენდის ქვეყანა შვეიცარია
რაოდენობა და ფორმა1 ცალი
მოკლე აღწერა
Curaprox-ის ენის საწმენდი CTC 202 Ორმაგი ზოლით ენის საწმენდია, რომელიც ეფექტურად აშორებს ბაქტერიულ ნადებს ენის ზედაპირიდან და ებრძვის უსიამოვნო სუნის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზს. მისი ანატომიური, ბრტყელი ფორმა ამცირებს ღებინების რეფლექსს და უზრუნველყოფს კომფორტულ გამოყენებას ყოველდღიურად.
30.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ენის საწმენდი CTC 202 კურაპროქსი - Curaprox

Curaprox-ის ენის საწმენდი CTC 202 წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ორზოლიან ენის საწმენდს , რომელიც აუცილებელი კომპონენტია პირის ღრუს ყოველდღიური სრულფასოვანი მოვლისთვის. მისი განსაკუთრებულობა ორმაგი პირის (Double Blade) სისტემაშია: პირველი პირი მარტივად აცალკევებს და სიღრმისეულად შლის  ენის დვრილებს შორის დაგროვილ მკვრივ ბაქტერიულ ნადებს, ხოლო მეორე პირი მომენტალურად და სრულად აშორებს ზედაპირულ ნადებს.  პროდუქტი დამზადებულია სამედიცინო დანიშნულების, ულტრა-ჰიგიენური და მყარი პლასტმასისგან, რომელსაც აქვს სპეციალურად შემუშავებული ბრტყელი და გლუვი ფორმა. მისი დიზაინი მაქსიმალურად ამცირებს პირის ღრუს უკანა ნაწილის გაღიზიანებას და სრულიად გამორიცხავს დისკომფორტს ან ღებინების შეგრძნებას.
ძირითადი ეფექტები და მახასიათებლები

  • ენის საწმენდი უზრუნველყოფს სწრაფ და თვალსაჩინო შედეგს ჰალიტოზის (პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის) წინააღმდეგ.
  • ნადების რეგულარული მოშორებით პროდუქტი აჯანსაღებს პირის ღრუს მიკროფლორას,
  • ამცირებს კბილებზე ნადების წარმოქმნას და
  • ხელს უწყობს გემოვნების რეცეპტორების უკეთეს ფუნქციონირებას

არ შეიცავს  

  • BPA-ს და
  • მავნე მინარევებს

ადვილად ირეცხება და მისი ანატომიური სახელური ერგონომიულად თავსდება ხელში ზუსტი მოძრაობებისთვის.

გამოყენების წესი

  • გამოიყენეთ დღეში ერთხელ, სასურველია დილით, კბილების გახეხვის შემდეგ
  • მოათავსეთ საწმენდი ენის ძირთან (უკანა ნაწილში) და მსუბუქი, თანაბარი დაწოლით ჩამოუსვით ენის წვერისკენ, გაიმეორეთ მოძრაობა 2-3-ჯერ.
  • ყოველი ჩამოსმის შემდეგ საწმენდი წყლით გადაავლეთ.

რეკომენდაცია

ჰიგიენური ნორმების დასაცავად, ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად გარეცხეთ თბილი წყლითა და საპნით. ოპტიმალური შედეგისთვის, რეკომენდებულია მისი შეცვლა ახლით ყოველ 6 თვეში ერთხელ.

რაოდენობა

1 ცალი

პროდუქტის ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს ფოტოზე არსებულისგან.

ყველაფერს პირის ღრუს მოვლის შესახებ გაეცანით ჩვენს ბლოგში პირის ღრუს მოვლა