აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კბილის პასტა სენსიტივი 75მლ ავარდენტი - AwarDent

#106445_3930
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
მოკლე აღწერა
კბილის პასტა სენსიტივი ავარდენტი - AwarDentკბილების მომატებული მგრძნობელობის მომენტალური შემცირებისა და მინანქრის რემინერალიზაციისთვის
30.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

კბილის პასტა სენსიტივი ავარდენტი - AwarDent

ინოვაციური, სწრაფი მოქმედების  სპეციალურად  ფორმულირებული კბილის პასტა მგრძნობიარე კბილების ყოველდღიური მოვლისთვის,  ჰიპერესთეზიის კლინიკური მართვისა და მინანქრის სტრუქტურის აღდგენისათვის. 

მოქმედება 

  • კბილების მგრძნობელობის შემცირება: არგინინის, ჰიდროქსიაპატიტის და კალიუმის ნიტრატის კომბინაცია უზრუნველყოფს დენტინის ღია მილაკების ეფექტურ დაცვას, მოშიშვლებული მილაკების დახურვას  და პაციენტის დისკომფორტის სწრაფ კუპირებას-ელვისებური ტკივილის გაქრობას მომენტალურად.  

  • მინანქრის რემინერალიზაცია და აღდგენა: ჰიდროქსიაპატიტი  და კალას ფტორიდი ხელს უწყობს მინანქრის სტრუქტურულ რეგენერაციას და კარიესის საწინააღმდეგო დაცვის გაძლიერებას. 

  • ანტიმიკრობული და ნადებისსაწინააღმდეგო ეფექტი: კალას ფტორიდისა (Stannous Fluoride) და ტეტრანატრიუმის პიროფოსფატის კომბინაცია თრგუნავს ბაქტერიული ნადების წარმოქმნას, აფერხებს კბილის ქვების წარმოქმნას და უზრუნველყოფს ღრძილის ქსოვილის სიჯანსაღეს. 

გამოყენების წესი 

  • გაიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ (დილა-საღამოს) ან სტომატოლოგის რეკომენდაციის შესაბამისად 
  • პროცედურის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 2-3 წუთი 
  • არ უნდა მოხდეს პროდუქტის გადაყლაპვა 
  • გამოყენება რეკომენდებულია 6 წლიდან

შემადგენლობა 

Hydroxyapatite,  Arginine,  Potassium nitrate, Stannous fluoride 1450 ppm,  Tetrasodium pyrophosphate 

სერიის შესახებ ინფორმაცია 

პირის ღრუს მოვლის საშუალებები 

ბრენდის შესახებ ინფორმაცია 

ავარდენტი წარმოადგენს ბრიტანული ფარმაცევტული კომპანიის SWISSFARMACO-ს ბრენდს, რომელიც თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ ქარხანა-ლაბორატორიებთან შვეიცარიაში და არა მხოლოდ . მათ მიერ წარმოებული პროდუქცია მზადდება მოქმედი (GMP) პრინციპების შესაბამისად მაღალი ხარისხის  ნედლეულის გამოყენებით.  კომპანია ფლობს ხარისხის დამადასტურებელ საერთაშორისო ISO, GMP და FDA სერტიფიკატებს. 

მოცულობა

75მლ