აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კბილის ჯაგრისი Medium მათეთრებელი 4111 ავარდენტი - AwarDent

#106080_3930
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
მოკლე აღწერა
კბილის ჯაგრისი Medium მათეთრებელი ავარდენტი - AwarDent ინოვაციური მათეთრებელი კბილის ჯაგრისი სუპერ მოქნილი სახელურით და სილიკონის ბურთულაკებიანი ნეილონის ჯაგრულებით მინანქრიდან პიგმენტური ლაქების მოსაცილებლად
12.00₾
20.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

კბილის ჯაგრისი Medium მათეთრებელი ავარდენტი - AwarDent

ავარდენტის მათეთრებელი ჯაგრისი არ არის უბრალოდ კბილის ჯაგრისი, ეს არის ინოვაციური საშუალება, რომელიც აბალანსებს ესთეტიკურ შედეგს და პირის ღრუს ჯანმრთელობას. ჯაგრისის გამოყენება ავარდენტის მათეთრებელ კბილის პასტასთან ერთად 37%-ით ზრდის კბილის მათეთრებელ ეფექტს.

მოქმედება

  • არააბრაზიული გათეთრება: იდეალურია მათთვის, ვინც ერიდება ქიმიურ ან აბრაზიულ მათეთრებელ პასტებს და უპირატესობას ანიჭებს  უსაფრთხო, ფიზიკურ წმენდას.
  • პროფესიონალური შედეგის შენარჩუნება: საუკეთესო საშუალებაა  კბილების პროფესიონალური გათეთრების პროცედურის შემდეგ ეფექტის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად.
  • მარტივი ადაპტაცია: ინტუიციური გამოყენება — მინიმალური წნევით და წრიული მოძრაობებით მიიღწევა კბილების სარკისებური ბზინვარება.
  • სრულყოფილი ჰიგიენური რუტინა: მრავალმხრივი გამოყენება — ახალი, ზედაპირული პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. რეკომენდებულია მისი გამოყენება მწეველების და ყავის მოყვარულთათვის.

სინერგიული ეფექტი

მაქსიმალური შედეგისთვის იდეალური კომბინაციაა  კბილის პასტა ავარდენტი პერლის ან დეილისთან ერთად კბილის მათეთრებელი ჯაგრისი, რაც ქმნის წმენდისა და გათეთრების სრულყოფილ კომპლექსს.

გამოყენების წესი

  • ჯაგრისის სუპერ მოქნილი ერგონომიული სახელური და  მოხრილი თავი საშუალებას იძლევა კბილების გახეხვის სწორი ტექნიკის დაცვას და დახრილობა ქმნის 45°-იან კუთხეს.
  • გაიხეხეთ კბილები დღეში მინიმუმ 2 ჯერ დილას და საღამოს, ვერტიკალური , წრიული მოძრაობებით და გამოგვის პრინციპით.
  • ჯაგრისის შეცვლა რეკომენდებულია 3 თვეში ერთხელ ან სტომატოლოგიური მანიპულაციების შემდგომ.

ბრენდის შესახებ ინფორმაცია

ავარდენტი წარმოადგენს ბრიტანული ფარმაცევტული კომპანიის SWISSFARMACO-ს ბრენდს,რომელიც თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ ქარხანა-ლაბორატორიებთან შვეიცარიაში და არა მხოლოდ . მათ მიერ წარმოებული პროდუქცია მზადდება მოქმედი (GMP) პრინციპების შესაბამისად მაღალი ხარისხის  ნედლეულის გამოყენებით კომპანია ფლობს ხარისხის დამადასტურებელ საერთაშორისო ISO, GMP და FDA სერტიფიკატებს.