აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კბილის პასტა ენზიქალ ზერო 75მლ 2849 კურაპროქსი - Curaprox

#69132_3000
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიCuraprox - კურაპროქსი
ბრენდის ქვეყანა შვეიცარია
რაოდენობა და ფორმა1 ცალი
მოცულობა75 მლ
მოკლე აღწერა
Curaprox ენზიქალ ზერო წარმოადგენს ულტრა-ნაზ, ფერმენტულ კბილის პასტას ფტორის, მენთოლისა და პიტნის ეთერზეთების გარეშე. უნიკალური ბიოაქტიური ფერმენტული სისტემა აძლიერებს ნერწყვის ბუნებრივ დამცავ ფუნქციას, ხელს უწყობს პირის ღრუს ჯანსაღი მიკრობიომის შენარჩუნებას, ამცირებს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებისა და აფთების განვითარების რისკს, არ ცვლის გემოს.
41.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

კბილის პასტა ენზიქალ ზერო 75მლ კურაპროქსი - Curaprox

Curaprox ენზიქალ ზერო არის ინოვაციური, ულტრა-ნაზი კბილის პასტა, რომელიც არ შეიცავს ფტორს, მენთოლსა და პიტნის ეთერზეთებს. იგი შექმნილია მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს ჰომეოპათიურ, ფტორისგან თავისუფალ პირის ღრუს მოვლას და სურს მხარი დაუჭიროს პირის ღრუს ბუნებრივ დამცავ მექანიზმებს. ასევე რეკომენდებულია ფლუოროზის დროს.

პასტის მოქმედება ეფუძნება ფერმენტულ სისტემას — სამი ბუნებრივი ფერმენტის (ლაქტოპეროქსიდაზა, გლუკოზის ოქსიდაზა და ამილოგლუკოზიდაზა) კომბინაციას, რომელიც აძლიერებს ნერწყვის ბუნებრივ ანტიბაქტერიულ სისტემას, ხელს უწყობს პირის ღრუს ჯანსაღი მიკრობიომის შენარჩუნებას და ბუნებრივი ბალანსის დაცვას.

დაბალი აბრაზიულობის ინდექსი (RDA 60) უზრუნველყოფს

  • ნადების ეფექტურ მოცილებას კბილის მინანქრისა და მგრძნობიარე ღრძილების დაზიანების გარეშე.
  • SLS-ისგან თავისუფალი,
  • ნაზი ფორმულა არ აღიზიანებს პირის ღრუს ლორწოვანს,

არ ცვლის გემოვნების რეცეპტორების ფუნქციას და განსაკუთრებით კომფორტულია პირის ღრუს სიმშრალის, მგრძნობელობის, ხშირი აფთების ან ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილი ადამიანებისთვის.

არ შეიცავს

  • SLS
  • ფორმულა სრულიად თავისუფალია ნატრიუმის ლაურილსულფატისგან, რაც გამორიცხავს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გამოშრობასა და გაღიზიანებას.
  • ტრიკლოზანსა და
  • მიკროპლასტიკებს.

გამოყენების წესი

  • გამოიყენეთ რეგულარულად, დღეში 2-ჯერ (დილას და საღამოს)
  • მოათავსეთ ჯაგრისზე მცირე რაოდენობით პასტა. გაიხეხეთ კბილები 2 წუთის განმავლობაში.

შემადგენლობა
Aqua, Hydrated Silica, Sorbitol, Glycerin, Steareth-20, Titanium Dioxide, Disodium Phosphate, Carrageenan, Sodium Chloride, Aroma, Citric Acid, Sodium Benzoate, Limonene, Amyloglucosidase, Potassium Thiocyanate, Glucose Oxidase, Lactoperoxidase

მოცულობა

75 მლ

ყველაფერს პირის ღრუს მოვლის შესახებ გაეცანით ჩვენს ბლოგში პირის ღრუს მოვლა