| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Curasept - კურასეპტი |
| ბრენდის ქვეყანა |
კბილის პასტა მათეთრებელი DIAMOND კურასეპტი - Curasept
კურასეპტის დაიმონდი არის პრემიუმ კლასის მათეთრებელი კბილის პასტა, რომელიც შექმნილია კბილის ეფექტური და უსაფრთხო გათეთრებისთვის, მინანქრის დაცვისა და პირის ღრუს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. კბილის პასტის ექსკლუზიური ფორმულა აერთიანებს ალმასის კრისტალებს, წყალბადის ზეჟანგს, ჰიალურონის მჟავასა და ჩანაცვლებულ ჰიდროქსიაპატიტს, რის შედეგადაც პასტა არა მხოლოდ ათეთრებს არამედ იცავს და აძლიერებს, როგორც კბილის მაგარ, ასევე რბილ ქსოვილებს (კბილი და ღრძილი). ალმასის ფხვნილი ეფექტურად აშორებს ზედაპირულ ლაქებსა და პიგმენტაციას, რომელიც გამოწვეულია ყავით, ჩაით, ღვინითა და თამბაქოს მოხმარებით და უბრუნებს კბილებს ბუნებრივ ბზინვარებას.
წყალბადის ზეჟანგი აღწევს მინანქრის ღრმა ფენებში და მოქმედებს არსებულ პიგმენტზე, რაც უზრუნველყოფს უფრო ხანგრძლივ და თვალსაჩინო მათეთრებელ ეფექტს.
ჩანაცვლებული ჰიდროქსიაპატიტი და ქიტოზანი ხელს უწყობს მინანქრის რემინერალიზაციას, აძლიერებს კბილის სტრუქტურას და ხელს უშლის კარიესის განვითარებას.
ჰიალურონის მჟავა კი ზრუნავს ღრძილების ჯანმრთელობაზე, ამცირებს ანთებას, აუმჯობესებს ქსოვილების ჰიდრატაციას და უზრუნველყობს ანტიასაკობრივ მოქმედებას.
კბილის პასტის აბრაზიულობა _ RDA 76, ანტიკარეიესული მოქმედებისთვის ასევე შეიცავს 1450 ppm ფტორს. კბილის პასტას აქვს პიტნის გემო და არ იწვევს მგრძნობელობას.
75 მლ
კურასეპტის Luxury Whitening ხაზი შექმნილია მათთვის, ვინც პროფესიონალური გათეთრების შედეგს სახლის პირობებში ეძებს. ხაზი მოიცავს რამდენიმე ვარიანტს _ Black, Gold, White და Diamond _ თითოეული გამოირჩევა საკუთარი პრემიუმ ინგრედიენტებით, როგორიცაა ალმასი, ოქრო, ვერცხლი.
კურასეპტი არის იტალიური ბრენდი, რომელიც დაარსდა 2001 წელს და სპეციალიზდება პირის ღრუს ინოვაციურ მოვლაში. მათი მიზანია მომხმარებლის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება უსაფრთხო და ეფექტური პროდუქტებით. ბრენდს ეკუთვნის რამდენიმე პატენტი, მათ შორის ანტი დისკოლორაციის სისტემა (ADS), რომელიც არ აყვითლებს კბილებს ქლორჰექსიდინის გამოყენებისას. კურასეპტის პროდუქტები განკუთვნილია როგორც ყოველდღიური ჰიგიენისთვის, ასევე პროფესიული მოვლისთვის.