| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Dr. Wild - დოქტორ ვაილდი |
| ბრენდის ქვეყანა |
კბილის პასტა ემოფორმი ფრეში დოქტორ ვაილდი - Dr. Wild
კბილის პასტა ამცირებს მგრძნობელობას და აჯანსაღებს ღრძილებს. შეიცავს მინერალური მარილების სპეციალურ ფორმულას, არ შეიცავს ფტორს და მენთოლს. თავსებადია ჰომეოპათიასთან. აჯანსაღებს სუნთქვას და ხელს უშლის უსიამოვნო სუნს პირის ღრუში მენთოლის შემცველობის გარეშე. ,,ემოფორმი ფრეში’’ რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს ღრძილების მგრძნობელობის შემცირებას და კბილების რემინერალიზაციას. მისი შემადგენელი მინერალური მარილები კბილების გახეხვისას უზრუნველყოფენ მინანქრის ხელახლა მინერალიზებას და გამყარებას. ეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს კბილების კარიესის პრევენციაში. ასევე, მინერალური მარილების კომპლექსი იცავს კბილებს პირის ღრუში მავნე მჟავებისგან.
· პირის ღრუს მოვლა - მინერალური მარილების ნარევის წყალობით, ხელს უწყობს ღრძილების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაჯანსაღებას.
· სუნთქვის გაჯანსაღება - შეიცავს ანისულის მსუბუქ არომატს, არ შეიცავს მენთოლს, თავსებადია ჰომეოპათიასთან.
· პირის სიმშრალის პროფილაქტიკა - მინერალური მარილების წყალობით ასტიმულირებს ნერწყვის გამოყოფას.
· კარიესის პროფილაქტიკა და ნადების წარმოქმნის შეფერხება ფტორის გარეშე - შეიცავს მინერალურ მარილების ნარევს, რაც ხელს უწყობს კბილების ბუნებრივ რემინერალიზაციას. რეგულარული გამოყენებით, ასევე ებრძვის ნადების დაგროვებას.
მაგნიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის ბიკარბონატი, კალციუმის კარბონატი, ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ნიტრატი, გლიცერინი, წყალი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, კალიუმის სულფატი, ნატრიუმის სულფატი, საქარინი, არომატიზატორი, ლიმონენი. Ph 8,7.
75 მლ.
Dr. Wild & Co. AG / შვეიცარია.
Dr. Wild & Co. წარმოადგენს წამყვან შვეიცარიულ კომპანიას, რომელიც აწარმოებს სპეციალურად შემუშავებულ, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის პირის ღრუს მოვლის საშუალებებს (კბილის პასტა, გელი, სავლები ა.შ.), მისი პროდუქცია ხელმისაწვდომია მსოფლიოს 40 ქვეყანაში.
სხვა პროდუქტი იხილეთ აქ: კბილთაშუა ჯაგრისი 1.7მ 5504 დოქტორ ვაილდი - Dr. Wild