აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კბილის პასტა ენზიქალ ფტორი 0002 კურაპროქსი - Curaprox

#71084_3000
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიCuraprox - კურაპროქსი
ბრენდის ქვეყანა შვეიცარია
რაოდენობა და ფორმა1 ცალი
მოკლე აღწერა
Curaprox Enzycal 1450 ppm ფტორით არის შვეიცარიული ფერმენტული კბილის პასტა პირის ღრუს კომპლექსური მოვლისთვის. ფტორისა და ბუნებრივი ფერმენტების უნიკალური კომბინაცია აძლიერებს კბილების ბუნებრივ დაცვას. ფტორი ეფექტურად ამაგრებს კბილის ემალს და ხელს უწყობს დემინერალიზაციისა და თეთრი ლაქების პრევენციას, ხოლო სამი ბუნებრივი ფერმენტი აძლიერებს ნერწყვის ბუნებრივ დამცავ ფუნქციას, ამცირებს ნადების დაგროვებას, ხელს უწყობს პირის ღრუს ჯანსაღი მიკროფლორის შენარჩუნებას და ამცირებს პირის ღრუს წყლულების (აფთების) განვითარების რისკს.
41.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

 

კბილის პასტა ენზიქალ ფტორი კურაპროქსი - Curaprox

Curaprox ენზიქალ 1450 არის დაბალაბრაზიული (RDA 60) შვეიცარიული ფერმენტული კბილის პასტა ყოველდღიური გამოყენებისთვის. მისი ფორმულა სპეციალურად შექმნილია კბილის ემალის რემინერალიზაციის, კარიესის ეფექტური პრევენციისა და პირის ღრუს ბუნებრივი დამცავი მექანიზმების მხარდასაჭერად. პასტა იდეალურია მგრძნობიარე კბილებისა და ღრძილების მქონე ადამიანებისთვის.

პროდუქტის უნიკალურობა ეფუძნება  ფტორისა და სამი ბუნებრივი ფერმენტის სინერგიას.

  • ფტორი ამაგრებს კბილის ემალს
  • ხელს უწყობს მის რემინერალიზაციას 
  • ხელს უწყობს თეთრი ლაქების პრევენციას

სამი ბუნებრივი ფერმენტი (ლაქტოპეროქსიდაზა, გლუკოზოქსიდაზა და ამილოგლუკოზიდაზა)

  • აძლიერებს ნერწყვის ბუნებრივ ანტიბაქტერიულ სისტემას,
  • ხელს უწყობს პირის ღრუს მიკრობიომის ბალანსის შენარჩუნებას,
  • ამცირებს ნადების დაგროვებას და
  • ამცირებს პირის ღრუს წყლულების (აფთების) განვითარების რისკს.

არ შეიცავს

  • SLS
  • ტრიკლოზანსა
  • მიკროპლასტიკებს და
  • ლაურილსულფატს, რაც გამორიცხავს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გამოშრობასა და გაღიზიანებას.

გამოყენების წესი

გამოიყენეთ რეგულარულად, დღეში 2-ჯერ (დილას და საღამოს).

მოათავსეთ ჯაგრისზე მცირე რაოდენობით პასტა. გაიხეხეთ კბილები 2 წუთის განმავლობაში.

რეკომენდებულია

12 წლის ასაკიდან.

შემადგენლობა
Aqua, Hydrated Silica, Sorbitol, Glycerin, Steareth-20, Titanium Dioxide, Aroma, Disodium Phosphate, Carrageenan, Sodium Chloride, Sodium Fluoride (1450ppm F), Citric Acid, Sodium Benzoate, Sodium Saccharin, Amyloglucosidase, Potassium Thiocyanate, Glucose Oxidase, Limonene, Lactoperoxidase

მოცულობა

75 მლ.

ყველაფერს პირის ღრუს მოვლის შესახებ გაეცანით ჩვენს ბლოგში პირის ღრუს მოვლა