აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მარსიანჩიკი - Marsianchik ინულინით კენკრა 30 ტაბლეტი

#70957_1517
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიWalmark / ვალმარკი
ბრენდის ქვეყანა ჩეხეთი
რაოდენობა და ფორმა30 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაvitamins and minerals
მოკლე აღწერა

გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის ნარმალიზების, ჰიპო და ავიატამინოზის დროს.

35.64₾
39.55₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

მარსიანჩიკი ინულინით 

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს - ინულინი 500 მგ.; ვიტამინი A 200 მკგ.; ვიტამინი B1 0.3 მგ.; ვიტამინი B2 0.4 მგ.; ვიტამინი B3 4 მგ.; ვიტამინი B5 1.5 მგ.; ვიტამინი B6 1 მგ.; ვიტამინი B12მკგ.; ვიტამინი C 50 მგ.; ვიტამინი D 5 მკგ.; ვიტამინი E 4 მგ.; ფოლიუმის მჟავა 90 მკგ.; ბიოტინი 22.5 მკგ.; იოდი 70 მკგ.; Zn (თუთია) 2.5 მგ.; Fe (რკინა)  3.5 მგ.; Se (სელენი) 10 მკგ.

ინულინი - პრებიოტიკების საკვანძო თვისება კუჭნაწლავის ტრაქტის მიკროორგანიზმების, განსაკუთრებით ლაქტობაცილების და ბიფიდობაქტერიების სელექტიური გაზრდის უნარია.

ბიფიდობაქტერიები პატოგენური ბაქტერიების ანტაგონისტებია და უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ ნაწლავის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

პრებიოტიკებს გააჩნია გამოხატული ანტიალერგიული მოქმედებაც. ლაქტო- და ბიფიდო ბაქტერიების ნაკლებობა ხელს უწყობს ალერგიული რეაქციის განვითარებას, ხოლო პრებიოტიკების მიღება ხელს უშლის ამ პროცესს.

ინულინი ეფექტურად ხსნის შეკრულობას. მონაწილეობს მინერალების მეტაბოლიზმში. ზრდის Ca-ის და Mg-ის შეწოვას. ასევე, მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის სწორი ფორმირების პროცესში და იმუნური სისტემის გაძლიერებაში..

პოლივიტამინები და მინერალები - პოლივიტამინური კომპლექსი იდეალურადაა დაბალანსებული ბავშვის ოპტიმური ზრდა-განვითარებისთვის. ორი აუცილებელი ელემენტის - თუთიის და სელენის შემცველობა ინულინთან კომბინაციაში უზრუნველყოფს მდგრადი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, ხოლო ვიტამინ C და E-თან კომბინაცია, დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან. რკინა და იოდი გონებრივი განვითარების აუცილებელი კომპონენტებია, ხოლო ვიტამინი D და Ca - ძვლის ჩამოყალიბებისთვის. B ჯგუფის ვიტამინები ფოლიუმის მჟავასთან ერთად მონაწილეობს მრავალი უჯრედის გაყოფის და ქსოვილების ფორმირების პროცესში, ხოლო ვიტამინი A შეუცვლელია მხედველობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებისთვის.

ჩვენებები

3 წლიდან ბავშვებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის ნარმალიზება; დისბაქტერიოზი; შეკრულობა; ჰიპო და ავიატამინოზები; მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში და მოზარდებში; სწორი ზრდა-განვითარებისათვის; იმუნური სისტემის გაძლიერება; სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისას კომპელქსურ თერაპიაში (ფლუკონაზოლთან,  ანტიბიოტიკებთან და სხვა).   

გვერდითი მოვლენები: მოცემული დოზებით არ ახასიათებს. 

უკუჩვენება

ინულინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. 

ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან: მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.

დოზირება და მიღების წესი

 3 წლიდან ბავშვებში 1 აბი 1 - ჯერ დღეში დასაღეჭად. ინიშნება ხანგრძლიავად ან ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

გამოშვების ფორმა: საღეჭი აბი №30, ტყის კენკრის არომატით, საკვები დანამატი.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*С ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ. საკვები დანამატი

ვალმარკის ბრენდის პროდუქტები შეგიძლიათ იხილოთ აქ : Walmark - ვალმარკი