| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Turmanidze - თურმანიძე |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
თურმანიძის მალამო ნაწოლების, დიაბეტური ჭრილობების მოვლის
მზესუმზირის ზეთი, ზეითუნის ზეთი, ნაძვის ფისი (ტერპენტინი), ფიჭვის მტვერი, კალენდულას/გულყვითელა, ფუტკრის ცვილი.
აღწერილობა: პრეპარატი წარმოადგენს მოყვითალო ან ღია ყავისფერი შეფერილობის მალამოს, დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკოლოგიური მოქმედება : პრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. მალამო აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ნადებისაგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს.
პრეპარატი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში
• ნაწოლების სამკურნალოდ როგორც მაცერირებულ ასევე შორს წასულ შემთხვევაში ინფიცირებული და ნეკროზული ქსოვილის არსებობისას.
• ქვემო კიდურების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, რომელიც განვითარებულია სხვადასხვა დაავადების ფონზე (მაობლიტირებული ენდარტერიტი, დიაბეტური ანგიოპათიები, მაობლიტირებული ათეროსკლეროზი) ტროფიკული წყლული. დიაბეტური ტერფი, დიაბეტური ჭრილობა.
ჭრილობის (ნაწოლის, წყლულის) დაზიანებულ ზედაპირს ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავების შემდეგ მალამოთი გაჟღენთილ მიტკალს (სასურველია) ან სამფენოვან დოლბანდს დავაფარებთ ჭრილობის ზედაპირზე. ღრმა ჭრილობებში მალამო გამოიყენება ტამპონების სახით. ნახვევის გამოცვლა რეკომენდებულია 24 სთ-ში ერთხელ.
არ აღინიშნება. (იხილეთ განსაკუთრებული მითითება).
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი
განსაკუთრებული მითითება: პრეპარატის გამოყენება უსაფრთხოა ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში და ბავშვებში. არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია ზემოთ ჩამოთვლილ, რომელიმე ინგრედიენტზე.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: სხვა წამლებთან შეუთავსებლობა არ არის გამოვლენილი
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ქილის გახსნის შემდეგ გამოიყენება 12 თვე.
წამლის ფორმა: 40 გ პოლიპროპილენის ქილებში
აფთიაქიდან გაცემის ფორმა: პარასამკურნალო საშუალება, გაიცემა რეცეპტის გარეშე
პრეპარატი წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას
ასევე, იხილეთ: პინოლი - Pinol ნაწოლების საწინააღმდეგო ხსნარი 200მლ