აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ბავშვის მალამო 40გ თურმანიძე პლუსი - Turmanidze Plus

#18264_1151
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიTurmanidze Plus / თურმანიძე პლუსი
ბრენდის ქვეყანა საქართველო
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაcera mails+CaCO3+ol.rosa+ol.helianthus
მოკლე აღწერა
გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება, კანის გაღიზიანების, მაცერაციის, გამოყელვის დროს და მათი პროფილაქტიკისათვის ერთჯერადი საფენების გამოყენებისას.
9.76₾
10.83₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

„თურმანიძე +  მალამო ბავშვებისთვის“

პარასამკურნალო საშუალება

ქსოვილთა რეგენერაციის ხელშემწყობი პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის. 

შემადგენლობა:  ფუტკრის ცვილი, მზესუმზირის ზეთი, დამხმარე ნივთიერება ფიჭვის ფისი,  სამედიცინო ცარცი.

ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება.

ჩვენება: გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება, კანის გაღიზიანების, მაცერაციის, გამოყელვის დროს და მათი პროფილაქტიკისათვის ერთჯერადი საფენების გამოყენებისას.

უკუჩვენება: არ არის დადგენილი.

არ იწვევს ალერგიული რეაქციების განვითარებას

გამოყენების წესი: დაზიანებულ მიდამოზე მალამოს თხელი ფენის შეზელვა ხდება დღეში ორჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადებების ხარისხზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, აგრეთვე ურთიერთქმედების სხვა ფორმები (მაგ: თამბაქო, ალკოჰოლი, საკვები პროდუქტები): საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები: ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში უკუჩვენება არ გამოვლენილა.

ზემოქმედება ავტომობილისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახასიათებს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები არ არის დადგენილი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა:  30გ ან 40გ მალამო მოთავსებულია პოლიმერული მასალის კონტეინერში. ვიზუალური დათვალიერებით აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში. 

გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შ.პ.ს ,,თურმანიძე პლიუსი’’