აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ნაწოლების მალამო 40გ თურმანიძე პლუსი - Turmanidze Plus

#35379_1151
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიTurmanidze Plus / თურმანიძე პლუსი
ბრენდის ქვეყანა საქართველო
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაantiseptic
მოკლე აღწერა

გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება, სხეულის სხვადასხვა მიდამოში განვითარებული ჭრილობების-ნაწოლების მკურნალობის დროს.

9.76₾
10.83₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

„თურმანიძე + მალამო ნაწოლებისთვის“

პარასამკურნალო საშუალება

ქსოვილთა რეგენერაციის ხელშემწყობი პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის. 

შემადგენლობა: ფიჭვის ფისი, ფუტკრის ცვილი, მზესუმზირის ზეთი.                

ჩვენება: გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება, სხეულის სხვადასხვა მიდამოში განვითარებული ჭრილობების-ნაწოლების მკურნალობის დროს.

უკუჩვენება: არ არის დადგენილი.

არ იწვევს ალერგიული რეაქციების განვითარებას.

გამოყენების წესი: დაზიანებული ზედაპირის-ნაწოლის სათანადო დამუშავების შემდეგ, საჭიროა სამფენა დოლბანდზე თხლად წასმული მალამოს დადება, დღეში ორჯერ.  

განსაკუთრებული მითითებები: ბავშვებში, ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში უკუჩვენება არ გამოვლენილა.

ზემოქმედება ავტომობილისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახასიათებს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა: 30 ან 40გ მალამო მოთავსებულია პოლიმერული მასალის კონტეინერში.

ვიზუალურად დათვალიერებით აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას არაუმეტეს +25°C ტემპერატურის პირობებში. 

გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შ.პ.ს ,,თურმანიძე პლიუსი’’