აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ბალზამი ანტისეპტიკური 25გ თურმანიძე პლუსი - Turmanidze Plus

#84219_1151
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიTurmanidze Plus / თურმანიძე პლუსი
ბრენდის ქვეყანა საქართველო
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაantiseptic
მოკლე აღწერა
გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება, შემდეგი დაავადებებისას: რბილი ქსოვილების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, ტროფიული წყლული, პოსტოპერაციული, დაჩირქებული ჭრილობები.
10.63₾
11.80₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

პარასამკურნალო საშუალება

ქსოვილთა რეგენერაციის ხელშემწყობი პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის.  

შემადგენლობა: ფიჭვის ფისი, ფუტკრის ცვილი, მზესუმზირის ზეთი. 

ჩვენება: გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება, შემდეგი დაავადებებისას: რბილი ქსოვილების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, კარბუნკული, ფურუნკული, ტროფიული წყლული, პოსტოპერაციული, პოსტტრავმული, დაჩირქებული ჭრილობები.  სუფთა ჭრილობები, ზერელე ექსკორიაციები და სხვა ინფიცირებული ჭრილობები.

მეანობაში – კერტების ნახეთქი.

გამოყენების წესი – დაზიანებულ ზედაპირზე აფარებენ სტერილურ მიტკალს ან სამფენა დოლბანდს თხლად წასმული ბალზამით.   საჭიროებისას ჭრილობას ამუშავებენ ანტისეპტიკური ხსნარით (კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით ან წყალბადის ზეჟანგით 3%-იანი), ნახვევის გამოცვლა ხდება 24 საათში ერთხელ.

უკუჩვენება: არ არის დადგენილი.

არ იწვევს ალერგიული რეაქციების განვითარებას.

განსაკუთრებული მითითებები: ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში უკუჩვენება არ გამოვლენილა.

ზემოქმედება ავტომობილისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახასიათებს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები არ არის დადგენილი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა:  ბალზამი მოთავსებულია 25გ ალუმინის ტუბში, ვიზუალური დათვალიერებით აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ვარგისიანობის  ვადა: 5 წელი. 

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას არაუმეტეს +25 ° C ტემპერატურის პირობებში. 

გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შ.პ.ს ,,თურმანიძე პლიუსი’’