აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

დამწვრობის მალამო 25გ თურმანიძე პლუსი - Turmanidze Plus

#18262_1151
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიTurmanidze Plus / თურმანიძე პლუსი
ბრენდის ქვეყანა საქართველო
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაantiseptic
მოკლე აღწერა
გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპ­ტი­კური მოქმედება.
10.62₾
11.79₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

„თურმანიძე + მალამო დამწვრობისთვის“

პარასამკურნალო საშუალება

ქსოვილთა რეგენერაციის ხელშემწყობი პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის. 

შემადგენლობა:   ვარდის არომატიზატორი, ფუტკრის ცვილი, მზესუმზირის ზეთი, დამხმარე ნივთიერება- სამედიცინო ცარცი.                                                   

ჩვენება: გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპ­ტი­კური მოქმედება.

გამოყენება სხვადასხვა ხარისხის საყოფაცხოვრებო და თერმული დაზიანებებისას, ასევე მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედებისას მიღებული დამწვრობისას, აჩქარებს კანის აღდგენას წითელი ქარის და მოყინვის დროსაც.

უკუჩვენება: არ არის დადგენილი.

გამოყენების წესი:   დამწვარ ზედაპირს ამუშავებენ ანტისეპტიკური ხსნარით (კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით ან წყალბადის ზეჟანგით 3% იანი), დამუშავების შემდეგ აფარებენ სტერილურ მიტკალზე ან სამფენა დოლბანდზე თხლად წასმულ მალამოს. ნახვევის გამოცვლა ხდება 24 საათში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხარისხზე.

განსაკუთრებული მითითებები: ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში უკუჩვენება არ გამოვლენილა.

ზემოქმედება ავტომობილისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახასიათებს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები არ არის დადგენილი.

არ იწვევს ალერგიული რეაქციების განვითარებას.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა: მალამო მოთავსებულია 25გ ალუმინის ტუბში; ვიზუალური დათვალიერებით აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას არაუმეტეს +25°C ტემპერატურის პირობებში.

გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შ.პ.ს ,,თურმანიძე პლიუსი’’