აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

Kolkhuri - კოლხური მალამო ტუბი 25გ

#950_116
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა საქართველო
რაოდენობა და ფორმა1 ტუბი
მოქმედი ნივთიერებაcrategus+belladonna+ol.eucalyptus+urtica
მოკლე აღწერა

ჩვენება: ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ხელს უწყობს ეპითელიური ქსოვილის რეგენერაციას, აუმჯობესებს ადგილობრივ მიკროცირკულაციას და აქვს იმუნომასტიმულირებელი მოქმედება. 

11.98₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

შემადგენლობა: კუნელის ნაყენი, ბელადონას სქელი ექსტრაქტი, ევკალიპტის ზეთი, ჭინჭრის თხევადიექსტრაქტი, კრაზანას ნაყენი, ძიძოს ნაყენი, ფარსმანდუკის ნაყენი, ცხენისწაბლას თესლის ექსტრაქტი ,მუხის ქერქის ნაყენი, სამედიცინო ვაზელინი .

აღწერა: მოყვითალო - მომწვანო ფერის სასიამოვნო სუნის მალამო .

ფარმაკოლოგიური მოქმედება: აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ხელსუწყობს ეპითელიური ქსოვილის რეგენერაციას, აუმჯობესებს ადგილობრივ მიკროცირკულაციას და აქვს იმუნომასტიმულირებელი მოქმედება. დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე და აჩქარებს შეხორცების პროცესს .

უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები არ არის დარეგისტრირებული .

გამოყენების წესი: ოსტეოქონდროზის , რადიკულიტის, რევმატიზმის, ნეკრისის ქარის, ნევრიტების, ართრიტების, არტრალგიის და მიალგიის დროს შეიზელენ 3-4- ჯერ დღე - ღამეში 5-7 წუთის განმავლობაში მსუბუქი მასაჟით. მკურნალობის კურსი გრძელდება 7-14 დღის განმავლობაში;

ოპერაციის შემდგომი ან გაჭრითი ჭრილობის შემთხვევაში მალამოს დაიტანენ ჭრილობაზე 2-3- ჯერ დღეში;

დამწვრობების მკურნალობისას მალამოს თხელ ფენას დაიტანენ დაზიანებულ უბნებზე;

ჰემოროის შემთხვევაში მალამოს თხელ ფენას დაინტანენ კვანძებზე 3- ჯერ დღეში . მკურნალობის კურსი გრძელდება 7-10 დღე;

პროსტატის დროს მკურნალობას ატარებს ექიმი - უროლოგი;

საშვილოსნოს ყელის ეროზიების შემთხვევაში მკურნალობა მიმდინარეობს მალამოიანი ტამპონით.

ტროფიკული წყლულის დროს მალამოს დაიტანენ დაზიანებულ უბნებზე ყოველდღიურად სრულ შეხორცებამდე;

ფურუნკულოზის და სხვა ადგილობრივი ანთებითი პროცესების დროს მალამო საჭიროა დავიტანოთ დაზიანებულ უბანზე 2-3- ჯერ დღეში.

შენახვის წესი: მალამო ინახება სინათლისგან დაცულ, გრილ ადგილას.

შეფუთვა: 25.0 გ ტუბებში.

გაცემის წესი: ურეცეპტოდ

შენახვის ვადა: 2 წელი

მწარმოებელი:  სამედიცინო ფირმა კარდუ, თბილისი , საქართველო