| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Forte Pharma - ფორტე ფარმა |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | herbal combination drug+vitamin B3 |
ფორტესტრესი სპრეი პერორალური 15მლ ფორტე ფარმა - Forte Pharma
სწრაფი მოქმედების სპრეი სტრესული სიტუაციების მხარდასაჭერად!
ფორტე ფარმა ფორტე სტრესის სწრაფი მოქმედების სპრეი შექმნილია საერთო მდგომარეობის შესამსუბუქებლად სტრესულ სიტუაციებში.
ყაყაჩოს (მაკის) ექსტაქტი ძლიერი ბუნებრივი ადაპტოგენია, რომელიც ხელს უწყობს გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის ზრდას, ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას, ცნობილია თავისი დამამშვიდებელი მოქმედებით.
როდიოლა ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ფიზიკური და ემოციური სტრესის მიმართ.
ნიაცინი (ვიტამინი B3) აუცილებელია ენერგეტიკული პროცესებისთვის და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
რეკომენდებულია სტრესული მდგომარეობების დროს. მაგალითად: გამოცდების წინ, საჯარო გამოსვლამდე, სამსახურის ინტერვიუს დროს, სამედიცინო გამოკვლევების წინ, კონკურსებზე, სპორტულ შეჯიბრებებზე, თვითმფრინავით ფრენისა და დახურული სივრცის შიშის დროს.
ყაყაჩოს (მაკის) ექსტრაქტი, როდიოლას ექსტრაქტი, ვიტამინი B3, მარწყვის ბუნებრივი არომატიზატორი, ლიმონმჟავა, კალიუმის სორბიტი, ნატრიუმის, ბენზოატი, წყალი, სუკრალოზა.
3-6 შესხურება პირის ღრუში, მაქსიმუმ 4- ჯერ დღეში, გამოყენებამდე შეანჯღრიეთ, არ შეიცავს ალკოჰოლს.
გაფრთხილება: არ არის რეკომენდირებული 18 წლამდე ასაკის პირებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს. არ წარმოადგენს მედიკამენტს.
შეინახეთ მშრალ, გრილ (25 °C - ზე ნაკლებ ტემპერატურაზე), სინათლისგან დაცულ, მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
გამოშვების ფორმა: 15 მლ სპრეი პიტნის არომატით.
მწარმოებელი: Forte Pharma laboroitories ფორტე ფარმა, მონაკო
Laboratoire Forte Pharma® დაარსდა მონაკოში 1999 წელს, ცნობილი ნუტრიციოლოგისა და ნეირომეცნიერის, დოქტორ იან რუჟიეს (Dr. Yann Rougier) მიერ. კომპანიის შექმნის მთავარი მიზანი იყო ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებული, ეფექტური და უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატების წარმოება, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროპულ ფარმაცევტულ სტანდარტებს.
დღეს ფორტე ფარმას მთავარი ოფისი მდებარეობს მონაკოში, ხოლო მისი პროდუქცია იწარმოება ევროპის სერტიფიცირებულ ქარხნებში, მათ შორის ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, პოლონეთსა და საფრანგეთში.
25 წელზე მეტი გამოცდილებით ფორტე ფარმა წარმოადგენს თანამედროვე, მრავალპროფილურ ლაბორატორიას, რომელიც ქმნის ინოვაციურ ფორმულებს. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვან ექსპერტებთან - ექიმებთან, ფარმაცევტებთან და ნუტრიციოლოგებთან, რათა შექმნას პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ენერგიის აღდგენას და წონის მართვას.