| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Forte Pharma - ფორტე ფარმა |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 30 |
| მოქმედი ნივთიერება | herbal combination drug+vitamin E |
ავტობრონზერი 30 დასალევი ამპულა ფორტე ფარმა - Forte Pharma
ოქროსფერი, ბზინვარე კანისთვის!
ფორტე ფარმა ავტობრონზერი წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატს, რომელიც ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობის და ბუნებრივი ფერის შენარჩუნებას. მისი ინოვაციური ფორმულა შეიცავს ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებსა და მცენარეულ ექსტრაქტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის ანტიოქსიდანტურ დაცვას, ბუნებრივ ბარიერულ ფუნქციას და უჯრედულ რეგენერაციას. რეგულარული მიღება ხელს უწყობს კანის ტონის თანაბარ და ჯანსაღ იერს, მზის ზემოქმედების გარეშე.
სტაფილოს ექსტრაქტი წარმოადგენს ბეტა-კაროტინის (ვიტამინ A-ის წინამორბედი) ერთ-ერთ ბუნებრივ და მდიდარ წყაროს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი ფერის შენარჩუნებაში. ბეტა-კაროტინსა და ლიკოპენს გააჩნიათ ანტიოქსიდანტური თვისებები, რომლებიც ხელს უწყობენ კანის დაცვას ფოტოდაზიანებისგან, ამცირებენ თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებას. სტაფილოს ექსტრაქტის კომპონენტებს ასევე უკავშირებენ კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას და ტონის თანაბარ იერსახეს.
გარგარის წვენის ექსტრაქტი არა მხოლოდ არომატული და გემრიელი კომპონენტია, არამედ მდიდარია ბუნებრივი ვიტამინებით (A, C, E), მინერალებითა და ბეტა-კაროტინით, ხელს უწყობს კანის ბზინვარებას, აუმჯობესებს მის ტონუსს და ელასტიურობას.
პომიდვრის ექსტრაქტი მცენარეული ექსტრაქტია, რომელიც მდიდარია ლიკოპენით და ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობას.
საღამოს ფურისულას ზეთი უნიკალური მცენარეული ზეთია, რომელიც მდიდარია გამა-ლინოლენის მჟავით (ომეგა -6). იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავაა, რომლის რეგულარული მიღება აუმჯობესებს კანის ჰიდრატაციას, ელასტიურობას და ბზინვარებას.
ვიტამინი E აუმჯობესებს კანის სიმკვრივეს და ბზინვარებას, ხელს უწყობს კანის ტონუსის და ელასტიურობის გაუმჯობესებას.
რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სურს:
· კანის ფერის გაუმჯობესება
· კანის დაცვა გარე ფაქტორებისგან
· კანის გამაჯანსაღებელი კურსი წელიწადში 1-2-ჯერ
სტაფილოს ექსტრაქტი, კონცენტრირებული გარგარის წვენი, ვიტამინი E (D-ალფა-ტოკოფეროლი აცეტატი), პომიდვრის ექსტრაქტი, საღამოს ფურისულას ზეთი, ფრუქტოზა, ოლიგოფრუქტოზა, ბუნებრივი არომატიზატორები: გარგარის არომატი, ატმის არომატი, ციტრუსის ბიოფლავონოიდები: ფორთოხალი და ლიმონი, წყალი.
ერთი დასალევი ამპულა დილით, დღეში ერთხელ.
გაფრთხილება: არ არის რეკომენდებული ორსული ან მეძუძური ქალებისთვის, ასევე 12 წლამდე ბავშვებისთვის ექიმის კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს მედიკამენტს.
შეინახეთ მშრალ, გრილ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ წარმოადგენს მზისგან დამცავი საშუალების შემცვლელს და არ იცავს მზის პირდაპირი ზემოქმედებისგან.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
გამოშვების ფორმა: N30 ამპულა.
მწარმოებელი: Forte Pharma laboratoire/ ფორტე ფარმა, მონაკო.
Laboratoire Forte Pharma® დაარსდა მონაკოში 1999 წელს, ცნობილი ნუტრიციოლოგისა და ნეირომეცნიერის, დოქტორ იან რუჟიეს (Dr. Yann Rougier) მიერ. კომპანიის შექმნის მთავარი მიზანი იყო ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებული, ეფექტური და უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატების წარმოება, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროპულ ფარმაცევტულ სტანდარტებს.
დღეს ფორტე ფარმას მთავარი ოფისი მდებარეობს მონაკოში, ხოლო მისი პროდუქცია იწარმოება ევროპის სერტიფიცირებულ ქარხნებში, მათ შორის ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, პოლონეთსა და საფრანგეთში.
25 წელზე მეტი გამოცდილებით ფორტე ფარმა წარმოადგენს თანამედროვე, მრავალპროფილურ ლაბორატორიას, რომელიც ქმნის ინოვაციურ ფორმულებს. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვან ექსპერტებთან - ექიმებთან, ფარმაცევტებთან და ნუტრიციოლოგებთან, რათა შექმნას პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ენერგიის აღდგენას და წონის მართვას.