| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
დიეტ სპრეი ორალური გამოყენებისთვის, 30 მლ / 150 შესხურება
სასურსათო დანამატის ინსტრუქცია
დიეტ სპრეი წარმოადგენს მადის კონტროლის მხარდამჭერ, ტკბილისა და საკვების მიმართ ლტოლვის შემცირებისთვის განკუთვნილ ინოვაციურ მცენარეულ კომპლექსს (Advanced Craving Control Complex™).
ორალური სპრეის ფორმა უზრუნველყოფს აქტიური კომპონენტების სწრაფ და ეფექტურ შეწოვას პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან.
• მადის კონტროლი: ხელს უწყობს მადის მართვას და საკვების მიმართ ლტოლვის შემცირებას;
• ნივთიერებათა ცვლა: ქრომი ხელს უწყობს მაკრონუტრიენტების ნორმალურ ნივთიერებათა ცვლას და სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებას.
• წონის კონტროლი: ხელს უწყობს წონის მართვას დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პირობებში.
დემინერალიზებული წყალი, გლიცეროლი (დამატენიანებელი), გიმნემას (Gymnema sylvestre) ექსტრაქტი, თეთრი თუთის (Morus alba) ექსტრაქტი, ცეილონის დარიჩინის (Cinnamomum zeylanicum) ექსტრაქტი, ჰიბისკუსის (Hibiscus sabdariffa) ექსტრაქტი,გალეგას (Galega officinalis) ექსტრაქტი (Goat’s rue), მჟავიანობის რეგულატორი ლიმონმჟავა (citric acid), 5-HTP (5-ჰიდროქსიტრიპტოფანი), ზაფრანის (Crocus sativus) ექსტრაქტი, კალიუმის სორბატი, ქრომის პიკოლინატი.
5 შესხურება შეიცავს:
• ქრომი (Chromium) — 40 მკგ
• გიმნემა (Gymnema) — 50 მგ
• ზაფრანა (Saffron) — 5 მგ
• თეთრი თუთა (White mulberry)— 50 მგ
• ცეილონის დარიჩინი (Ceylon cinnamon) — 40 მგ
• ჰიბისკუსი (Hibiscus) — 50 მგ
• გალეგას (Galega officinalis) ექსტრაქტი (Goat’s rue) — 30 მგ
• 5-ჰიდროქსიტრიპტოფანი (5-HTP) — 10 მგ
• შეისხურეთ დღეში 4-ჯერ, თითო მიღებაზე 2 შესხურება ენის ქვეშ.
• გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ.
რეკომენდებული დღიური დოზა 8 შესხურება დღეში
გაფრთხილება
• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
• სასურსათო დანამატი არ გამოიყენება მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.
• ორსულობის, ძუძუთი კვების, მედიკამენტების მიღების ან რაიმე სამედიცინო მდგომარეობის არსებობისას გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.
• პროდუქტი არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.
• შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან. გამოყენების შემდეგ ბოთლი მჭიდროდ დახურეთ.