აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

რიქოვერი SBB შოკოლადის გემოთი ორთომოლ სპორტი - Orthomol Sport

#98115_2580
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიOrthomol - ორთომოლი
ბრენდის ქვეყანა გერმანია
მოქმედი ნივთიერებაcombined drug
მოკლე აღწერა
ორთომოლი® სპორტი რიქოვერი სპეციალურად სპორტსმენებისთვის შექმნილი საკვები დანამატია, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ და ეფექტურ აღდგენას ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. 
195.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
  • აღწერა
  • შეფასებები

რიქოვერი SBB შოკოლადის გემოთი ორთომოლ სპორტი - Orthomol Sport

ორთომოლი® სპორტი რიქოვერი სპეციალურად სპორტსმენებისთვის შექმნილი საკვები დანამატია, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ და ეფექტურ აღდგენას ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. 

· წარმოადგენს ენერგიის ბუნებრივ წყაროს

· იდეალურია როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული სპორტსმენებისთვის

· შეიცავს ამინომჟავების სრულ სპექტრს, დექსტროზას - ენერგეტიკული რეზერვის სწრაფი შევსებისთვის, მაღალი ხარისხის უჯრედისს, შრატის ცილის და იზოლატის კონცენტრატს, ვიტამინს და მინერალს

· რეგისტრირებულია Cologne List®-ში - სრულად აკმაყოფილებს სპორტული ანტიდოპინგური სტანდარტების მკაცრ მოთხოვნებს

BCAA - განშტოებული ჯაჭვის ამინომჟავები წარმოადგენს სამ შეუცვლელ ამინომჟავას: L-ლეიცინს, L-იზოლეიცინს და L-ვალინს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ადამიანის ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კი ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის.

განსხვავებით სხვა ამინომჟავებისგან, BCAA იშლება უშუალოდ კუნთებში და არა ღვიძლში, რაც უზრუნველყოფს მათ სწრაფ და მიზნობრივ მოქმედებას ვარჯიშის დროს და მის შემდეგ. BCAA წარმოადგენს ცილების საშენ მასალას, რაც აუცილებელია კუნთოვანი მასის შენარჩუნებისა და ზრდისთვის, არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს, ზრდის ფიზიკურ გამძლეობას და ამცირებს კუნთების დაღლილობას ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ.
L-ლეიცინი, L-იზოლეიცინი და L-ვალინი არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ მათი მიღება აუცილებელია საკვებიდან ან სპეციალური საკვები დანამატებიდან.

L-ლეიცინი BCAA ჯგუფის ყველაზე აქტიური და ანაბოლურად ძლიერი ამინომჟავაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილების სინთეზში და კუნთოვანი ქსოვილის რეგენერაციაში. 

L-იზოლეიცინი  ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას ვარჯიშის დროს, აუმჯობესებს გლუკოზის შთანთქმას მიოციტებში, იწვევს ენერგიის და ფიზიკური გამძლეობის მატებას.

L-ვალინი მონაწილეობს კუნთოვანი ქსოვილის აღდგენაში, ენერგიის გამომუშავებასა და მეტაბოლიზმში, ხელს უწყობს სეროტონინის, დოფამინის და სხვა ნეირომედიატორების ბალანსის შენარჩუნებას, რაც მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

თუთია არის  ძლიერი ანტიოქსიდანტი, აძლიერებს იმუნურ სისტემას, არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს, ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის რეგენერაციას და ანტიოქსიდანტურ დაცვას.

ვიტამინი C უმნიშვნელოვანესია როგორც პროფესიონალი სპორტსმენებისთვის, ისე აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ვიტამინი C ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ამცირებს დაღლილობას, მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, რაც აუცილებელია კუნთების, მყესებისა და სახსრების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის.

დექსტროზა მონოსაქარიდია, რომელიც ორგანიზმში სწრაფად შეიწოვება და ხელს უწყობს ენერგიის მატებას. სისხლში გადასვლის შემდეგ სწრაფად ზრდის გლუკოზის დონეს და, შესაბამისად, წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას როგორც ვარჯიშის წინ ენერგიის გასაზრდელად, ისე ვარჯიშის შემდეგ ორგანიზმის ფიზიკური ძალების აღსადგენად. ვარჯიშის შემდეგ დექსტროზა უზრუნველყოფს კუნთებში გლიკოგენის მარაგის შევსებას.

იხილეთ ბლოგი: რომელი ვიტამენებია მნიშვნელოვანი სპორტსმენებისთვის და როგორ მივიღოთ ისინი

რეკომენდებულია პროფესიონალი სპორტსმენებისთვის და ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის. 

შემადგენლობა:

დღიური დოზა 50 გ გრანულები შეიცავს: L-ლეიცინი - 2,000 მგ, L-იზოლეიცინი - 1,000 მგ, L-ვალინი - 1,000 მგ, ვიტამინი C - 80 მგ, თუთია - 5 მგ. ენერგია/კალორიები - 770 კჯ (182 კკალ), ცხიმი - 0,9 გ, მათ შორის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები - 0,4 გ; ნახშირწყლები - 25 გ, სადაც შაქარი - 24 გ-ია, უჯრედისი - 1,9 გ, ცილა - 16 გ, მარილი - 0,29 გ. 

დამატებითი ინგრედიენტები: დექსტროზა, კალციუმის კაზეინატი (16%), კაკაოს ფხვნილი, ცილის იზოლატი (8.3%), ცილის ფხვნილი (7.7%), კალციუმის ცილა (6.1%), არომატიზატორი, L-ლეიცინი, გუარის  და ქსანთანის ფისი, L-იზოლეიცინი, L-ვალინი, ნატრიუმის ქლორიდი, L-ასკორბინის მჟავა, თუთიის გლუკონატი, ემულგატორი, ლეციტინი, მონო- და დიგლიცერიდები.

არ შეიცავს:  გლუტენს, კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს, ვეგეტარიანულია. 

დოზირება:

დღიური დოზა 50 გ გრანულები იხსნება 350 მლ რძეში, ან წყალში და კარგად უნდა მოვურიოთ. ორთომოლი® სპორტი რექოვერის მიღება რეკომენდებულია ვარჯიშის შემდეგ.

გაფრთხილება: 

· ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან

· არ გამოიყენოთ დაბალანსებული და სრულფასოვანი საკვების შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები: 

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა: გრანულები შოკოლადის გემოთი 800 გ, მოყვება საზომი კოვზი. 

მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.

გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.