| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Solgar / სოლგარი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 60 ტაბლეტი |
| მოქმედი ნივთიერება | vitamins+minerals |
პრენატალი 60 ტაბლეტი სოლგარი - Solgar
|
ვიტამინი C - 100 მგ ვიტამინი D - 400 სე ვიტამინი E – 30 სე თიამინი (B1 ვიტამინი) - 1,7 მგ რიბოფლავინი (B2 ვიტამინი) - 2მგ ნიაცინი (B3 ვიტამინი) - 20მგ B6 ვიტამინი (პირიდოქსინის HCl) - 2,5 მგ ფოლიუმის მჟავა - 800მკგ B12 ვიტამინი (ციანკობალამინი) - 8მკგ ბიოტინი - 300მკგ პანთოტენის მჟავა - 10 მგ (D-კალციუმის პანტოთენატი) |
კალციუმი - 1304მგ რკინა(ბისგლიცინატი) – 27 მგ იოდი(კალიუმის იოდიდი)- 150მკგ მაგნიუმი - 454 მგ თუთია - 16.6 მგ სელენი - 25 მკგ სპილენძი - 2მგ მანგანუმი - 2მგ ქრომი - 25მკგ კალიუმი - 54მგ ნატურალური წარმოშობის ბეტა-კაროტინი - 3მგ ინოზიტოლი - 10 მგ ქოლინი - 4 მგ
|
Supro 661 (სოიოს ცილის იზოლატი) - 160 მგ, რომლისგანაც მიიღება: L-გლუტამინის მჟავა, L-ასპარტატის მჟავა, L-ლეიცინი, L-არგინინი, L-ლიზინი, L-ფენილალანინი, L-სერინი, L-პროლინი, L-ვალინი, L-იზოლეიცინი, L-ალანინი, გლიცინი, L-ტრეონინი, L-თიროზინი, L-ჰისტიდინი, L-ტრიფტოფანი, L-ცისტეინი, L-მეთიონინი
კალორიები - 5 ჯამური ნახშირწყლები - 1.4გ |
რატომ სოლგარის პრენატალი?
პრენატალში შემავალი ყველა კომპონენტი განსაკუთრებული სიზუტით არის შერჩეული და გათვლილია იმ აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების დღიურ საჭიროებაზე, რაც განაპირობებს დედისა და ბავშვის ჯანმრთელობასა და ნორმალურ განვითარებას.
ინოზიტოლი (B8 ვიტამინი) – უზრუნველყოფს ორგანიზმის ჰორმონალურ ბალანსს, არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს, ბუნებრივად ზრდის პროგესტერონის დონეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის პირველი ტრიმესტრის ნორმალური მიმდინარეობისთვის. (ამცირებს ორსულობის შეწყვეტის რისკებს).
ქოლინი (B4 ვიტამინი) - არის აუცილებელი კომპონენტი ნაყოფის უჯრედული მემბრანის ფორმირებისთვის.
A ვიტამინი წარმოდგენილია ბუნებრივი ბეტა–კაროტინის სახით, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, აუცილებელია ახალი უჯრედების ზრდისა და განვითარებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია კანის, ლორწოვანი გარსებისა და მხედველობითი ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
B ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში, ხელს უწყობენ ორსულთა ტოქსიკოზის დროს სიმპტომების შემცირებას. ფოლიუმის მჟავა (B9) განაპირობებს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას, ნაყოფის ნერვული ღეროს განვითარებას და თანდაყოლილი ანომალიების თავიდან აცილებას. იცავს ნაყოფს ტერატოგენური ფაქტორების ზემოქმედებისგან.
კალიუმი მინერალია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ელექტროლიტურ ცვლაში, ორსულობის პერიოდში კალიუმის დეფიციტი ქვემო კიდურების კრამპით ვლინდება.
D3 ვიტამინი მონაწილეობს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ბალანსის შენარჩუნებაში.
E ვიტამინი უნივერსალური ანტიოქსიდანტია, უზრუნველყოფს ნაყოფის ჩასახვასა და მის ნორმალურ მიმდინარეობას, საკვერცხეების და პლაცენტის ნორმალურ ფუნქციონირებას. მისი დეფიციტის დროს ვლინდება ორსულობის შეწყვეტის საშიშროება.
იოდი აუცილებელია ნაყოფის გონებრივი განვითარებისთვის, მისი დეფიციტი იწვევს ნაყოფის ზრდა–განვითარების შეფერხებას.
· ორსულობა
· ლაქტაცია
· ორსულობის დაგეგმვის პერიოდი
დამატებითი ინგრედიენტები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, Aquapolish იისფერი დამცავი გარსი (ბოლოკის, შავი მოცხარის, ვაშლის კონცენტრატი, სპირულინას ექსტრაქტი), ჯვარედინად დაკავშირებული ცელულოზას გუმფისი, კალციუმის დიფოსფატი, მცენარეული სტეარინის მჟავა, ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მალტოდექსტრინი, მცენარეული გლიცერინი, მანიტოლი, კარნაუბას ცვილი.
არ შეიცავს: გლუტეინს, ხორბალს, რძის პროდუქტებს, საფუარს, შაქარს, ხელოვნურ არომატიზატორებს და კონსერვანტებს.
მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში 4 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვებთან ერთად.
რომელიმე მედიკამენტის მიღების, რაიმე სახის ქირურგიული ჩარევის ან დაავადების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი საკვები დანამატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის მიღება და მიმართეთ ექიმს.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პროდუქტი არ მიიღოთ თუ ფლაკონის შიდა დამცავი საფარი დაზიანებული ან დაკარგულია.
ვარგისიანობის ვადა ან სერიის ნომერი იხილეთ ფლაკონზე.
ფოლიუმის მჟავის მიღებამ შესაძლოა შეამციროს ნაყოფის თავისა და ზურგის ტვინის დეფექტების განვითარების რისკი.
რკინის შემცველი პროდუქტების დოზის გადაჭარბებამ, 6 წლამდე ასაკის ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია ფატალური შედეგით.
ამიტომ, აუცილებლად შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
პროდუქტის შემადგენელმა ინგრედიენტებმა დროთა განმავლობაში შესაძლებელია გამოიწვიონ ტაბლეტის ფერისა და იერსახის ცვლილება.
გამოშვების ფორმა: 60 ტაბლეტი.
მწარმოებელი: სოლგარი აშშ.
ასევე, იხილეთ: პრენატალი 120 ტაბლეტი სოლგარი - Solgar