აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მაგნიუმ B6 100 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab

#107109_1477
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAmvilab / ამვილაბი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა100 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაMg+vitamin B6
მოკლე აღწერა
ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
75.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

მაგნიუმ B6 100 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab

მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს, რომელიც შედის ორგანიზმის ყველა ქსოვილში და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. მაგნიუმი მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ როლს ასრულებს კუნთებში იონური ბალანსის შესანარჩუნებლად. მაგნიუმი ააქტიურებს მეტაბოლურ პროცესებს ორგანიზმში, მონაწილეობას იღებს ენერგიის წარმოქმნაში უჯრედულ დონეზე, ამცირებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას, გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძრღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე, იცავს სისხლძარღვების კედელს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის ჩამოყალიბებას, ახდენს გულის რითმის მუშაობის სტაბილიზაციას. მაგნიუმი მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების სინთეზსა და მეტაბოლიზმში, მონაწილეობს კალციუმის ცვლაში, აძლიერებს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და აფერხებს კალციუმის ჩალაგებას სისხლძარღვებში, ხელს უწყობს ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას. მაგნიუმს გააჩნია დამამშვიდებელი და სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება, განაპირობებს კუნთების სათანადო მოდუნებას (ხსნის კუნთოვან სპაზმს), უზრუნველყოფს მშვიდ, ჯანმრთელ ძილს და ინსომნიური (უძილობის) მდგომარეობის შემსუბუქებას.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) აძლიერებს მაგნიუმის შეწოვის პროცესს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და აუმჯობესებს უჯრედებში მის შეღწევას, მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესებში, მათ შორის ნერვული სისტემის მეტაბოლიზმის რეგულაციაში.

გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):

ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა, როგორიცაა:

• ძილის დარღვევა, მომატებული ნერვული აგზნებადობა, დეპრესია
• ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა
• ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
• კუნთების ტკივილი და სპაზმი
• პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული სინდრომი
• არტერიული ჰიპერტენზია, გულის რითმის დარღვევები
• ნერვ-კუნთოვანი დარღვევები
• შაკიკი
• ასთენია
• თირკმელ-კენჭოვანი დაავადებები
• ორსულთა ტოქსიკოზი

შემადგენლობა:

მაგნიუმი (მაგნიუმის ლაქტატი - 470 მგ) - 47 მგ, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - 5 მგ

დამატებითი ინგრედიენტები:

კალციუმის კარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული სტეარინის მჟავა, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა.

დოზირება:

მიიღება როგორც საკვები დანამატი 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

გამოშვების ფორმა: # 100 ტაბლეტი

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.