| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Amvilab / ამვილაბი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 30 კაფსულა |
| მოქმედი ნივთიერება | omega 3.6.9 |
ომეგა 3-6-9 ოკეანე მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ომეგა 3-6-9 ოკეანე 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
ამვილაბის ომეგა 3-6-9 კრილის ზეთი შეიცავს 100 % - ით ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა, პრემიუმ ხარისხის ომეგა 3-6-9 შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიით მიიღება ანტარქტიდის კრილისგან.
კრილი მდიდარია არა მარტო შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით (ომეგა 3-6-9), ასევე ფოსფოლიპიდებით, ფოსფორით, ნატურალური ანტიოქსიდანტ - ასტაქსანტინით და ვიტამინებით (A, E, B9, B12).
რითი განსხვავდება კრილისგან მიღებული ომეგა -3 ?
კრილი შეიცავს ომეგა 3 - ის ფოსფოლიპიდურ ცხიმოვან მჟავებს, განსხვავებით თევზის ქონისგან, რომელიც შეიცავს ომეგა 3-ს ტრიგლიცერიდების სახით, რაც განაპირობებს მის მაღალ ბიოშეღწევადობას და უჯრედულ მემბრანებში უფრო სწრაფ ინტეგრირებას.
კრილი მდიდარია კაროტინოიდ-ასტაქსანტინით, რომელიც კრილის ზეთს აძლევს თავისებურ წითელ ფერს. ასტაქსანტინი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან, იგი მოქმედებს როგორც ბუნებრივი კონსერვანტი, რომელიც იცავს კრილის ცხიმს ჟანგვისგან და ხანგრძლივი დროის მანძილზე უნარჩუნებს მას სასარგებლო თვისებებს.
ფოსფოლიპიდები, ომეგა 3-6-9 შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები (EPA /DHA) ადვილად აღწევენ უჯრედულ მემბრანაში და მონაწილეობენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებში, ისინი ზემოქმედებას ახდენენ უშუალოდ უჯრედების სტრუქტურასა და აქტივობაზე, სწორედ ამითაა განპირობებული მათი მოქმედების ფართო სპექტრი:
· მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის
· ამცირებს ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას სისხლში
· არეგულირებს გულის რითმს და ამცირებს გულის უკმარისობის და იშემიური დაავადებების განვითარების რისკს
· აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას
· აუმჯობესებს მეხსიერებას, მხედველობას, ინტელექტუალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, ამაღლებს შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს
· ამცირებს ინსულინრეზისტენტობის და დიაბეტის განვითარების რისკს
· ზრდის სეროტონინის გამოყოფას და თრგუნავს სტრესის ჰორმონების გამოყოფას სისხლში, რაც მკვეთრად აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას
· აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისადმი
· ამცირებს პრემენსტრუალურ სიმპტომებს
· ხელს უწყობს ნერვული, რეპროდუქციული, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას
· ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებას, ხელს უწყობს წონის კორექციას
· აუბჯობესებს კანის, თმის, ფრჩხილის სტრუქტურას
· არ აქვს თევზის გემო და სუნი, არ იწვევს რეფლუქსს
ომეგა - 3 ცხიმოვან მჟავებს უწოდებენ შეუცვლელს, ადამიანის ორგანიზმი მათ ვერ გამოიმუშავებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი მიღება საკვების ან საკვები დანამატის სახით.
გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):
· გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების კომპლექსური თერაპია
· ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების, ყურადღების და კონცენტრაციის უნარის დარღვევები, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება
· იმუნიტეტის დაქვეითება, ფიზიკური, გონებრივი გადაღლა, ასთენია
· შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა, მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა
· კანის დაავადებები: ეგზემა, ფსორიაზი, დერმატიტი, აკნე და სხვა
· ართრიტი, ართროზი
· პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული პერიოდი
· ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხ.
· თვალის დაავადებები
შემადგენლობა:
კრილის ზეთი - 500 მგ, ფოსფოლიპიდები - 100 მგ, EPA /DHA - 100 მგ ასტაქსანტინი და სხვა ნატურალური ესენციური ცხიმოვანი მჟავები.
დოზირება:
მიიღება როგორც საკვები დანამატი 1-2 კაფსულა დღეში კვების შემდეგ, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით, შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N30 ჟელატინისებრი კაფსულა.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.