| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Forte Pharma - ფორტე ფარმა |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 10 |
| მოქმედი ნივთიერება | royal jelly+vitamins+minerals |
ჟელე როიალი 3500მგ 10 დასალევი ამპულა ფორტე ფარმა - Forte Pharma
იმუნიტეტის ბუნებრივი მხარდაჭერა!
დასალევი ამპულა N10
ინტენსიური 10-დღიანი კურსი - ორგანიზმის ბუნებრივი მხარდაჭერისთვის!
ფორტე ფარმა ჟელე როიალი 3500 მგ შეიცავს მაღალი კონცენტრაციის ფუტკრის რძეს და თაფლს.
· ხელს უწყობს იმუნური სისტემის ბუნებრივ მხარდაჭერას, ენერგიის მომატებას და დაღლილობის შემცირებას
· შეიცავს სამეფო ჟელეს მაღალი დოზით - 3500 მგ ერთ ამპულაში
· არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებს, ხელოვნურ დამატკბობელებს, გლუტენს, ჟელატინს
ჟელე როიალი უნიკალური ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ყველა ამინომჟავას. მისი მდიდარი და სრულფასოვანი შემადგენლობის გამო საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება იმუნური სისტემის მხარდასაჭერად.
ჟელე როიალი მდიდარია შემდეგი ნივთიერებებით:
· ვიტამინები: B ჯგუფის ვიტამინები (B1, B2, B3, B5, B6, B7, B8, B9, B12), C და E
· 10-HDA (10-hydroxy-2-decenoic acid): უნიკალური მჟავაა, რომელიც ფუტკრის რძეს ანიჭებს ანტიბაქტერიულ და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებებს
· მინერალები: რკინა, კალციუმი, თუთია, სელენი
· ამინომჟავები, ცილები და ფერმენტები
ჟელე როიალი ხელს უწყობს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას გაციების სეზონზე.
თაფლი ბუნებრივი პროდუქტია. მისი ძირითადი კომპონენტებია: გლუკოზა, ფრუქტოზა, წყალი, მინერალები (კალციუმი, რკინა, კალიუმი, თუთია), ვიტამინები (B კომპლექსი), ანტიოქსიდანტები და ფერმენტები.
რეკომენდებულია იმუნური სისტემის მხარდასაჭერად.
100 %-ით ნატურალური ინგრედიენტები: ჟელე როიალი (ფუტკრის რძე) - 3500 მგ, ორგანული თაფლი - 1000 მგ, გაწმენდილი წყალი, სტაბილიზატორი (ორგანული აკაციის).
არ შეიცავს: საღებავებს, კონსერვანტებს და დამატკბობლებს.
მიიღება 1 ამპულა (15 მლ) გაზავებული 150-200 მლ წყალში ან ხილის წვენში, დღეში ერთხელ (დილით), კურსის ხანგრძლივობა 10 დღე.
ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე, ასთმა, ატოპიური დერმატიტი, დიაბეტის სამკურნალო საშუალებების მიღება.
გაფრთხილება: არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. თუ გაქვთ ქრონიკული დაავადებები, საკვები დანამატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს მედიკამენტს.
შეინახეთ მშრალ, გრილ (25 °C - ზე ნაკლებ ტემპერატურაზე), სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
გამოშვების ფორმა: N10 ამპულა ნატურალური თაფლის გემოთი.
მწარმოებელი: Forte Pharma laboratoires, ფორტე ფარმა, მონაკო.
Laboratoire Forte Pharma® დაარსდა მონაკოში 1999 წელს, ცნობილი ნუტრიციოლოგისა და ნეირომეცნიერის, დოქტორ იან რუჟიეს (Dr. Yann Rougier) მიერ. კომპანიის შექმნის მთავარი მიზანი იყო ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებული, ეფექტური და უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატების წარმოება, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროპულ ფარმაცევტულ სტანდარტებს.
დღეს ფორტე ფარმას მთავარი ოფისი მდებარეობს მონაკოში, ხოლო მისი პროდუქცია იწარმოება ევროპის სერტიფიცირებულ ქარხნებში, მათ შორის ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, პოლონეთსა და საფრანგეთში.
25 წელზე მეტი გამოცდილებით ფორტე ფარმა წარმოადგენს თანამედროვე, მრავალპროფილურ ლაბორატორიას, რომელიც ქმნის ინოვაციურ ფორმულებს. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვან ექსპერტებთან - ექიმებთან, ფარმაცევტებთან და ნუტრიციოლოგებთან, რათა შექმნას პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ენერგიის აღდგენას და წონის მართვას.