აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ბონექსი პლუსი 30 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab

#45082_1477
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAmvilab / ამვილაბი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა30 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაcalcium+vit.D3
მოკლე აღწერა

გამოიყენება კალციუმისა და ვიტამინ D3-ის დეფიციტის საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ.

39.45₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ბონექსი პლუსი 30 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab

კალციუმი + ვიტამინი D3 

ბონექსი პლიუსი კალციუმის და D3 ვიტამინის შემცველი საკვები დანამატია, რომელიც არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში (ძვლები, კბილები, ფრჩხილები, თმები, კუნთები). კალციუმის და ვიტამინ D3-ის ნაკლებობის აღდგენის გზით, ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას (განლევა, გაწოვა) და აუმჯობესებს მის სიმკვრივეს, მნიშვნელოვანია კბილების მინერალიზაციისათვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, კუნთების შეკუმშვის მარეგულირებელ პროცესებში და წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის შემადგენელ კომპონენტს. ვიტამინი D3 აუმჯობესებს  კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას  სისხლში, ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს. ვიტამინი D3 მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. კალციუმი და ვიტამინი D3 ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავების გაძლიერებას, რომელიც წარმოადგენს ძვლის რეზორბციის (ძვლიდან კალციუმის გამორეცხვა) სტიმულატორს. 

გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში) :

· კალციუმისა და ვიტამინ D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა 

· ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა

· ინტენსიური ზრდის პერიოდი 

· მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა 

· ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი 

· მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი

· ხანდაზმული ასაკი

· კოფეინისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - 800 სე, კალციუმი (კარბონატი) - 600 მგ. 

დოზირება

მიიღება როგორც საკვები დანამატი თითო  ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში კვების დროს  ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. 

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:  N30, N90 ტაბლეტი. 

მწარმოებელი:  ამვილაბი - აშშ.

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.

ასევე, იხილეთ: ბონექსი პლიუსი 90 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab