აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ბონექსი 60 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab

#31069_1477
 5 (1 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAmvilab / ამვილაბი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა60 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაcalcium+magnesium+colecalciferol
მოკლე აღწერა

გამოიყენება კალციუმისა და ვიტამინ D3-ის დეფიციტის საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ.

41.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ბონექსი 60 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab

ბონექსი წარმოადგენს კომბინირებულ საკვებ დანამატს, რომელიც არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში (ძვლები, კბილები, ფრჩხილები, თმები, კუნთები). კალციუმის, ვიტამინ D3-ის და მაგნიუმის ნაკლებობის აღდგენის გზით, ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას (განლევა, გაწოვა) და აუმჯობესებს მის სიმკვრივეს, მნიშვნელოვანია კბილების მინერალიზაციისათვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, კუნთების შეკუმშვის მარეგულირებელ პროცესებში და წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის შემადგენელ კომპონენტს. ვიტამინი D3 აუმჯობესებს  კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში, ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს. ვიტამინი D3  მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. კალციუმი და ვიტამინი D3 ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავების გაძლიერებას, რომელიც წარმოადგენს ძვლის რეზორბციის (ძვლიდან კალციუმის გამორეცხვა) სტიმულატორს. მაგნიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალციუმის მეტაბოლიზმში, აუმჯობესებს კალციუმის აბსორბციას ძვლოვან ქსოვილში, აფერხებს მის ჩალაგებას სისხლძარღვებში, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის განვითარებას და მინერალიზაციას.

გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):

  • კალციუმისა და ვიტამინ D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა 
  • ინტენსიური ზრდის პერიოდი
  • მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა
  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
  • მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი
  • ხანდაზმული ასაკი
  • კოფეინისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება

შემადგენლობა

 ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - 400 სე, კალციუმი (კარბონატი) - 333 მგ, მაგნიუმი (ოქსიდი) - 167 მგ, მინერალების ნაზავი - 17 მგ.

დოზირება

მიიღება როგორც საკვები დანამატი თითო ტაბლეტი 1-3 ჯერ  დღეში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:  N60  ტაბლეტი

მწარმოებელი:  ამვილაბი - აშშ.

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.