| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Biocyte - ბიოციტი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 30 კაფსულა |
| მოქმედი ნივთიერება | vitamin D3 |
ბიოციტი ლიპოსომური D3 2000 ს.ე.
სასურსათო დანამატი
1 კაფსულა შეიცავს მიკროკაფსულირებულ D3 ვიტამინს 2000 სე. (50 მკგ.) ოდენობით.
დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის კარბონატი, ინულინი, ლეციტინი, საშუალოჯაჭვიანი ტრიგელიცერიდები, ასკორბინის მჟავა, მალტოდექსტრინი, ცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები. კაფსულა გარედან დაფარულია მცენარეული წარმოშობის გარსით (ცელულოზის წარმოებული).
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მიკროკაფსულირებული ლიპოსომური ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) ნაწლავებიდან შეიწოვება სრულად, გამოირჩევა მაღალი ბიოშეღწევადობით და მაღალეფექტურობით, სტანდარტულ ფორმულებთან შედარებით. ლიპოსომური D3 არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში, აუცილებელია ძვლოვან ქსოვილებამდე კალციუმის ტრანსპორტირებისა და ძვლების მინერალიზაციისთვის. ლიპოსომური D3 არეგულირებს კუნთთა ტონუსს, უზრუნველყოფს იმუნური სისტემის სრულფასოვან მუშაობას, აუცილებელია გულისა და სისხლძარღვების სიჯანსაღისა და გამართული ფუნქციონირებისთვის.
მიკროკაფსულირებული ლიპოსომური ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) მდგრადია კუჭის წვენისა და ნაწლავის ფერმენტების დამშლელი ზემოქმედების მიმართ.
D3 ვიტამინის დეფიციტი, ოსტეოპოროზის პრევენცია, მალაბსორბციის სიდრომი და ცხიმში სხნადი ვიტამინების შეწოვის დარღვევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები, სიმსუქნე, იმუნიტეტის დეფიციტი, ხშირი ავადობა, მზის სხივებისადმი არასაკმარისი ექსპოზიცია (ზამთრის პერიოდი).
მიიღება 12 წლიდან ზევით, 1 კაფსულა 1_ჯერ დღეში, კვების შემდგომ. შესაძლებელია დოზია გაზრდა, არსებული ნოზოლოგიიდან და პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე.
პროდუქტი წარმოადგენს საკვებ დანამატს, შესაბამისად ის ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღ საკვებს. ნუ გადააჭარბებთ დადგენილ დღიურ დოზას. ნუ გამოიყენებთ პროდუქტს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდგომ. ვარგისიანობის ვადა მითითებულია ბოთლის ძირზე.
ორსულობა დალაქტაცია: პროდუქტი სრულიად უსაფრთხოა ორსულთათვის. რეკომენდებულია დოზის შეთანხმება ექიმთან.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25 გრადუსი ცელსიუსისა.
შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების, ნესტისგან დაცულ ადგილას. მოარიდეთ ბავშვებს.
გამოშვების ფორმა: კაფსულა N30 ბოთლში.
მწარმოებელი: LABORATOIRE BIOCYTE, 75008 Paris, France.