აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ჰიალურონ ინტენსი 30 კაფსულა ფორტე ფარმა - Forte Pharma

#98584_3826
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიForte Pharma - ფორტე ფარმა
ბრენდის ქვეყანა მონაკო
რაოდენობა და ფორმა30 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაvitamins+minerals
მოკლე აღწერა
რეკომენდებულია მოდუნებული, სიმშრალისკენ მიდრეკილი კანის მხარდასაჭერად.
72.00₾
120.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ჰიალურონ ინტენსი 30 კაფსულა ფორტე ფარმა - Forte Pharma

ჯანსაღი კანის მხარდასაჭერად!

ფორტე ფარმა ჰიალურონ ინტენსი ხელს უწყობს კანის ღრმა დატენიანებას და ელასტიურობის გაუმჯობესებას.

·  იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან და აფერხებს ნაადრევ დაბერებას

·  ერთი კაფსულა შეიცავს ჰიალურონის მჟავას მაღალი დოზით (300 მგ)

Ჰიალურონის მჟავა ლაგდება დერმის უჯრედებში და განაპირობებს კანის ხანგრძლივი დროით დატენიანებას, ამასთან ზრდის კანის ელასტიურობას, აუმჯობესებს დერმის სტრუქტურას, კანი ხდება უფრო მკვრივი, გლუვი, იცავს კანს დაბერებისგან.

ვიტამინი E არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს, ზრდის კანის ელასტიურობას, აუმჯობესებს მის სტრუქტურას, იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.

ვიტამინი A ხელს უწყობს ნორმალური და ჯანსაღი კანის შენარჩუნებას.

ვიტამინი C უზრუნველყოფს ენდოგენური კოლაგენის სინთეზს, აუმჯობესებს კოლაგენის და ჰიალურონის ბიოშეღწევადობას. იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში.

სელენი უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, იცავს უჯრედებს  ოქსიდაციური სტრესისგან, ხელს უშლის უჯრედული მემბრანის დაზიანებას, ანელებს დაბერების პროცესს, ინარჩუნებს კანის ელასტიურობას.

რეკომენდებულია მოდუნებული, ტონუსდაკარგული, სიმშრალისკენ მიდრეკილი კანის მხარდასაჭერად.

შემადგენლობა:

ერთი კაფსულა შეიცავს: ნატრიუმის ჰიალურონატი - 316  მგ, მათ შორის ჰიალურონის მჟავა - 300 მგ, ვიტამინი C - 80მგ, ვიტამინი E - 12 მგ, ვიტამინი A - 800 მკგ, სელენი - 50 მკგ.

დამატებითი ინგრედიენტები: კაფსულის გარსი - ჟელატინი, კალციუმის კარბონატი, ცხიმოვანი მჟავის მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი, ბრინჯის ფქვილი.

დოზირება:

მიიღება ერთი კაფსულა დღეში დილით დიდი რაოდენობის წყალთან ერთად.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვის, ასევე 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ. დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს. არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ (25 °C - ზე ნაკლებ ტემპერატურაზე), სინათლისგან და ტენიანობისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას მჭიდროდ დახურულ შეფუთვაში. 

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა: 30 კაფსულა.

მწარმოებელი: Forte Pharma laboratoire/ ფორტე ფარმა, მონაკო.

Laboratoire Forte Pharma® დაარსდა მონაკოში 1999 წელს, ცნობილი ნუტრიციოლოგისა და ნეირომეცნიერის, დოქტორ იან რუჟიეს (Dr. Yann Rougier) მიერ. კომპანიის შექმნის მთავარი მიზანი იყო ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებული, ეფექტური და უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატების წარმოება, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროპულ ფარმაცევტულ სტანდარტებს.

დღეს ფორტე ფარმას მთავარი ოფისი  მდებარეობს მონაკოში, ხოლო მისი პროდუქცია იწარმოება ევროპის სერტიფიცირებულ ქარხნებში, მათ შორის ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, პოლონეთსა და საფრანგეთში.

25 წელზე მეტი გამოცდილებით ფორტე ფარმა წარმოადგენს თანამედროვე, მრავალპროფილურ ლაბორატორიას, რომელიც ქმნის ინოვაციურ ფორმულებს. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვან ექსპერტებთან - ექიმებთან, ფარმაცევტებთან და ნუტრიციოლოგებთან, რათა შექმნას პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ენერგიის აღდგენას და წონის მართვას.