აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ლონგევიტიNAD კომპლექსი 60 ტაბლეტი გრანიო - Granions

#104835_3773
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიGranions / გრანიო
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
რაოდენობა და ფორმა60 ტაბლეტი
მოკლე აღწერა
ანტიასაკობრივი კომპლექსი ენერგეტიკული მეტაბოლიზმის, ანტიოქსიდანტური დაცვისა და კოგნიტური ფუნქციების მხარდასაჭერად!
75.00₾
125.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ლონგევიტიNAD კომპლექსი 60 ტაბლეტი გრანიო - Granions

ანტიასაკობრივი კომპლექსი ენერგეტიკული მეტაბოლიზმის, ანტიოქსიდანტური დაცვისა და კოგნიტური ფუნქციების მხარდასაჭერად!

ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმში მიმდინარე ბუნებრივი პროცესები იცვლება, რის შედეგადაც მცირდება უჯრედების ენერგეტიკული რესურსი და მათი ფუნქციური აქტივობა. გრანიო ლონგევიტი აერთიანებს NADH-სა და თანამედროვე, მეცნიერულად შერჩეულ აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ენერგეტიკული მეტაბოლიზმის, ანტიოქსიდანტური დაცვისა და ორგანიზმის ნორმალური ფიზიოლოგიური ფუნქციების მხარდაჭერას ასაკთან დაკავშირებული ბუნებრივი ცვლილებების ფონზე.

რა არის NADH?

NADH (ნიკოტინამიდ-ადენინ-დინუკლეოტიდი) ორგანიზმში ბუნებრივად არსებული კოენზიმის აქტიური ფორმაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგეტიკულ მეტაბოლიზსა და უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელ მრავალ ბიოლოგიურ პროცესში.

ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმში NAD⁺-ის დონე ბუნებრივად მცირდება, რაც ასოცირდება ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ასაკობრივ ცვლილებებთან. NADH განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი ენერგეტიკული მოთხოვნილების მქონე ქსოვილებისთვის, მათ შორის ტვინისთვის.

ნიკოტინამიდ რიბოზიდი (NR) - წარმოადგენს NAD⁺-ის (ნიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდი) წინამორბედს, რომელიც ხელს უწყობს ენერგეტიკული მეტაბოლიზმის მხარდაჭერას.

კვერცეტინი - ბუნებრივი ფლავონოიდია, რომელიც გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებებით.

პტეროსტილბენი მიიღება მალაბარის კინოს ექსტრაქტიდან - წარმოადგენს პოლიფენოლურ ნაერთს ანტიოქსიდანტური თვისებებით.

L-თეანინი - ამინომჟავაა, რომელიც ბუნებრივად გვხვდება მწვანე ჩაის ფოთლებში და ცნობილია დამამშვიდებელი ეფექტით.

ფიზეტინი მიიღება სპიკის ხის (Cotinus coggygria) ექსტრაქტიდან - წარმოადგენს მცენარეულ ფლავონოიდს, რომელიც ავსებს ფორმულის პოლიფენოლურ კომპლექსს.

მირობალანის ექსტრაქტი - ტრადიციულად გამოიყენება ფიტოთერაპიაში და წარმოადგენს პოლიფენოლებისა და სხვა ბიოაქტიური ნაერთების ბუნებრივ წყაროს.

სპერმიდინი - მიიღება ხორბლის ჩანასახის ექსტრაქტიდან. იგი ბუნებრივად არსებული პოლიოამინია, რომელიც გვხვდება ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედში.

ვიტამინი B₃ (ნიაცინი) - ხელს უწყობს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს, ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ნორმალური ფსიქოლოგიური ფუნქციის შენარჩუნებას და დაღლილობისა შემცირებას.

სელენი და თუთია - ანტიოქსიდანტებია, იცავენ უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან, ხელს უწყობენ იმუნური სისტემის და ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას.

რეკომენდებულია - ენერგეტიკული მეტაბოლიზმის, კოგნიტური ფუნქციების და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირების მხარდასაჭერად.

შემადგენლობა:

საკვები დანამატის სადღეღამისო დოზა (2 ტაბლეტი) შეიცავს: ნიკოტინამიდ რიბოზიდის ქლორიდი (NR) - 300 მგ, NADH (აღდგენილი ნიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდი) - 200 მგ, კვერცეტინი - 200 მგ, მალაბარის კინოს ექსტრაქტი - 112 მგ (საიდანაც პტეროსტილბენი - 101 მგ), L-თეანინი - 98 მგ, ვიტამინი B3 - 214 მგ, სპიკის ხის (Cotinus coggygria) ექსტრაქტი - 56 მგ, (საიდანაც ფიზეტინი - 50 მგ), მირობალანის ექსტრაქტი - 50 მგ, ხორბლის ჩანასახის ექსტრაქტი - 25 მგ, (მდიდარია სპერმიდინით, საიდანაც სპერმიდინი - 0,08 მგ), სელენი - 55 მკგ (NRV-ის 100%), თუთია (თუთიის ბისგლიცინატი - 5 მგ-დან) - 1,5 მგ.

დამატებითი ინგრედიენტები: შემავსებლები: მიკროკრისტალური ცელულოზა, დიკალციუმის ფოსფატი; შეკვრის საწინააღმდეგო აგენტი: კროსკარმელოზის ნატრიუმი; შემომგარსავი აგენტი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა; სელენის საფუარი; ლუბრიკანტი: ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები.

დოზირება და მიღების წესი:

მიიღება 2 ტაბლეტი დღეში დიდი რაოდენობით წყალთან ერთად. ოპტიმალური ეფექტისთვის რეკომენდებულია დოზის 2 მიღებაზე გაყოფა: 1 ტაბლეტი დილით და 1 ტაბლეტი შუადღეს, კვების დროს. ტაბლეტებს აქვს გამყოფი ხაზი, გადაყლაპვის გასაადვილებლად შესაძლებელია მათი შუაზე გაყოფა. კოლოფი გათვლილია 30 დღიან კურსზე.

უკუჩვენება და გაფრთხილება: 

პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის. არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების შემცვლელად. არ წარმოადგენს მედიკამენტს. 

შენახვის პირობები:

კოლოფი შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისა და ტენიანობისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

გამოშვების ფორმა: N60 ტაბლეტი (84 გ). არ შეიცავს ხელოვნურ არომატიზატორებს, საღებავებსა და კონსერვანტებს.

მწარმოებელი: ლაბორატორია გრანიო / Granions Laboratoire - საფრანგეთი.