| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Pranarom / პრანარომი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | essential oils |
| მოცულობა | 5მლ |
რელაქს როლერი 5მლ პრანარომი - Pranarom
ბიო ორგანული როლერი სტრესის, გონებრივი და ფიზიკური გადაღლის დროს!
ბიო ორგანული რელაქს როლერის ფორმულა შექმნილია ნერვული დაძაბულობის შესამცირებლად და სრული რელაქსაციის ხელშესაწყობად.
• ფორმულა გამდიდრებულია 100%-ით სუფთა, ორგანული ლავანდით
• ახასიათებს სწრაფი და ხანგრძლივი მოქმედება
• ხელს უწყობს რელაქსაციას, ნერვული სისტემის დამშვიდებას და ემოციების მართვას სტრესულ სიტუაციებში
• პორტატული, მოსახერხებელი როლერის გამოყენება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს და საჭიროებისამებრ
• ტესტირებულია დერმატოლოგიურად - არ შეიცავს სპირტს და სინთეზურ არომატიზატორებს
• სასიამოვნო, რბილი და ნაზი ტექსტურა არ ტოვებს ცხიმიან კვალს
• რეკომენდებულია 7 წლის ასაკიდან
ლავანდის ეთერზეთი ხასიათდება სუფთა, ძლიერი, გამაგრილებელი სურნელით, აქვს დამამშვიდებელი, მომადუნებელი, ანქსიოლიზური, მსუბუქი ანტიდეპრესანტული თვისებები.
ჰელიანტუს ანუუსის ზეთი (მზესუმზირას ზეთი) - ნაზი, რბილი ზეთია, რომელიც მარტივად შეიწოვება და უზრუნველყოფს კანის სიგლუვეს.
ჟოჟობას ზეთი ხელს უწყობს კანის დატენიანებას.
გამოყენების რეკომენდაცია (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში):
· ნერვული, ფიზიკური ან ემოციური სტრესი
· თავის ტკივილი
· სტრესის შედეგად გამოწვეული ფიზიკური სიმპტომები: დათრგუნვის შეგრძნება, გულისცემის გახშირება, ექსტრასისტოლია, მადის დაქვეითება
· გაღიზიანებადობა, შფოთვა
· აბსტინენციის სინდრომით (თამბაქო, საკვები, ნივთიერებები, მედიკამენტები...) გამოწვეული გაღიზიანების მართვა
ლავანდას ეთერზეთი, ლიმონის ქერქის ეთერზეთი, კედარის ეთერზეთი, მზესუმზირის თესლის ზეთი, ჟოჟობას თესლის ზეთი.
დამატებითი ინგრედიენტები: სუნამო (100%-ით ნატურალური წარმოშობის), ლინალილ აცეტატი, ლინალოოლი, ტოკოფეროლი, ლიმონენი, გერანიოლი, კუმარინი, ვანილინი, ბეტა-კარიოფილენი, პინენი, გერანილ აცეტატი, ტერპინეოლი, კამფორ, ციტრონელოლი, ციტრალი, ტერპინოლენი, ევგენოლი.
გაფრთხილება: არ გამოიყენება 7 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულებში და მეძუძურ დედებში, ასევე რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ალერგიის შემთხვევაში. შეინახეთ სითბოსა და სინათლისგან მოშორებით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. მოერიდეთ თვალებთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტს.
წაისვით 2 წრიული მოძრაობით მაჯის შიდა მხარეს, კარგად შეიზილეთ და ღრმად შეისუნთქეთ.
გამოშვების ფორმა: 5 მლ როლერი, მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. სერტიფიცირებული და ბიოორგანული პროდუქტი.
პროდუქტი ვარგისია გახსნიდან 12 თვე.
მწარმოებელი: Pranarom /პრანარომი, ბელგია.
პრანარომი - სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერი
Pranarôm - ბელგიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც წარმოადგენს სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერს მსოფლიოში. 1991 წელს დაარსებული კომპანია აერთიანებს ბუნების ძალასა და თანამედროვე მეცნიერების სიზუსტეს, რათა შექმნას ეფექტური და უსაფრთხო ფორმულები ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ბრენდი აწარმოებს 100%-ით სუფთა, ორგანულ, ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებს, რომლებიც დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით.
Pranarôm ქმნის ინოვაციურ პროდუქტებს და ახორციელებს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს არომათერაპიის, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული მეთოდის განვითარებას მთელ მსოფლიოში. ბრენდი აწარმოებს მხოლოდ ECOCERT-სერტიფიცირებულ, HECT-ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებსა და არომათერაპიულ პროდუქტებს, რომლებიც შეესაბამება უმაღლეს ფარმაცევტულ სტანდარტებს.
30 წელზე მეტი გამოცდილებით, ხარისხის მკაცრი კონტროლით, ეკოლოგიური პასუხისმგებლობითა და მეცნიერული მიდგომით, Pranarôm დღემდე რჩება მსოფლიო ლიდერად სამეცნიერო არომათერაპიის მიმართულებით.
Pranarôm-ის საერთაშორისო სტანდარტები:
• ქიმიოტიპირებული ეთერზეთები (HECT - Huile Essentielle Chémotypée) – ეთერზეთები, რომლის ქიმიური შემადგენლობა (ქიმიოტიპი) ლაბორატორიულად განსაზღვრული და დადასტურებულია. HECT უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებას, ეფექტურობას და სამედიცინო სიზუსტეს.
• MSDS/SDS (მასალის უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი / Safety Data Sheet) - სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ნივთიერების ან პროდუქტის ქიმიურ შემადგენლობაზე, ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, საფრთხეებზე, უსაფრთხო გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებზე
• ECOCERT – მსოფლიოში აღიარებული ორგანული სერტიფიცირება, რომელიც მკაცრად ამოწმებს, რომ პროდუქტი, წარმოების პროცესი და კომპანიის საქმიანობა სრულად შეესაბამება მკაცრ გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს
• USDA Organic – ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ორგანული სერტიფიცირება, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ პროდუქტი მოყვანილია და დამუშავებულია მკაცრი ორგანული სტანდარტებით - არ შეიცავს სინთეტიკურ პესტიციდებს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO), ქიმიურ სასუქებსა და ანტიბიოტიკებს
• CRUELTY FREE, VEGAN - პროდუქცია არ ტესტირდება ცხოველებზე, არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს