| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Pranarom / პრანარომი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | herbal oils |
| მოცულობა | 50მლ |
არნიკას ზეთი 50მლ პრანარომი - Pranarom
ბუნებრივი ფორმულა მდიდარი კაროტინოიდებით და ფლავონოიდებით!
პრანარომის არნიკას მაცერატის ზეთი არის 100%-ით სუფთა, ბუნებრივი და ბიო-სერტიფიცირებული (EcoCert / Certisys BE-BIO-01) პროდუქტი, რომელიც იდეალურია უკვდავას და გაულტერეას ეთერზეთების გასაზავებლად. იგი გამოირჩევა ღია ყვითელი შეფერილობით, მსუბუქი ტექსტურით, ნაზი სურნელით და სწრაფი შეწოვით - არ ტოვებს ცხიმიან კვალს.
• აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიკოაგულაციური მოქმედება
• აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას
• ამზადებს კუნთებს დატვირთვისთვის
• სისხლჩაქცევები, ჰემატომები, დაჟეჟილობა, შეშუპება, ვარიკოზული ვენები, კუნთების ტკივილი
• განსაკუთრებით სასარგებლოა სპორტსმენებისა და აქტიური ცხოვრების წესის მქონე პირებისთვის
• შეიზილეთ საღამოს არნიკას მცენარეული ზეთის 10 გრ სრულ შეწოვამდე
• გამოყენების ხანგრძლივობა საჭიროების მიხედვით
• რეკომენდებულია 6 წლიდან
• გახსნიდან ვარგისია 6 თვე
არნიკას მცენარეული ზეთის გამოყენების რეკომენდაცია ეთერზეთებთან ერთად კუნთების სპაზმების (კრუნჩხვების) შესამსუბუქებლად:
• 1 სუფრის კოვზი არნიკას მცენარეული ზეთი + 5 წვეთი ლავანდას ეთერზეთი + 5 წვეთი დაფნის ფოთლის ან უკვდავას ეთერზეთი
• შეურიეთ და შეიზილეთ ქვედა კიდურებში ქვემოდან ზემოთ მიმართული მოძრაობებით. ეს ხელს უწყობს ლიმფის დრენაჟის და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას
• არ გამოიყენოთ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს
• შეინახეთ სითბოსა და სინათლისგან მოშორებით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
• მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს
• არ წაისვათ ღია ჭრილობებზე ან დაზიანებულ კანზე (გამოიწვევს გაღიზიანებას)
• არ გამოიყენოთ თუ შემადგენელი კომპონენტების მიმართ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა
შემადგენლობა: არნიკას ზეთი, მზესუმზირას თესლის ზეთი, ზეითუნის ზეთი, ტოკოფეროლი.
გამოშვების ფორმა: 50 მლ მცენარეული ზეთი მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. სერტიფიცირებული და ორგანული პროდუქტი.
მწარმოებელი: Pranarom /პრანარომი, ბელგია
პრანარომი - სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერი
Pranarôm - ბელგიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც წარმოადგენს სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერს მსოფლიოში. 1991 წელს დაარსებული კომპანია აერთიანებს ბუნების ძალასა და თანამედროვე მეცნიერების სიზუსტეს, რათა შექმნას ეფექტური და უსაფრთხო ფორმულები ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ბრენდი აწარმოებს 100%-ით სუფთა, ორგანულ, ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებს, რომლებიც დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით.
Pranarôm ქმნის ინოვაციურ პროდუქტებს და ახორციელებს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს არომათერაპიის, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული მეთოდის განვითარებას მთელ მსოფლიოში. ბრენდი აწარმოებს მხოლოდ ECOCERT-სერტიფიცირებულ, HECT-ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებსა და არომათერაპიულ პროდუქტებს, რომლებიც შეესაბამება უმაღლეს ფარმაცევტულ სტანდარტებს.
30 წელზე მეტი გამოცდილებით, ხარისხის მკაცრი კონტროლით, ეკოლოგიური პასუხისმგებლობითა და მეცნიერული მიდგომით, Pranarôm დღემდე რჩება მსოფლიო ლიდერად სამეცნიერო არომათერაპიის მიმართულებით.
Pranarôm-ის საერთაშორისო სტანდარტები:
• ქიმიოტიპირებული ეთერზეთები (HECT - Huile Essentielle Chémotypée) – ეთერზეთები, რომლის ქიმიური შემადგენლობა (ქიმიოტიპი) ლაბორატორიულად განსაზღვრული და დადასტურებულია. HECT უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებას, ეფექტურობას და სამედიცინო სიზუსტეს.
• MSDS/SDS (მასალის უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი / Safety Data Sheet) - სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ნივთიერების ან პროდუქტის ქიმიურ შემადგენლობაზე, ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, საფრთხეებზე, უსაფრთხო გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებზე
• ECOCERT – მსოფლიოში აღიარებული ორგანული სერტიფიცირება, რომელიც მკაცრად ამოწმებს, რომ პროდუქტი, წარმოების პროცესი და კომპანიის საქმიანობა სრულად შეესაბამება მკაცრ გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს
• USDA Organic – ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ორგანული სერტიფიცირება, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ პროდუქტი მოყვანილია და დამუშავებულია მკაცრი ორგანული სტანდარტებით - არ შეიცავს სინთეტიკურ პესტიციდებს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO), ქიმიურ სასუქებსა და ანტიბიოტიკებს
• CRUELTY FREE, VEGAN - პროდუქცია არ ტესტირდება ცხოველებზე, არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს