აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ენერჯი როლერი 5მლ პრანარომი - Pranarom

#100316_3900
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPranarom / პრანარომი
ბრენდის ქვეყანა ბელგია
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაessential oils
მოცულობა5მლ
მოკლე აღწერა
ბიო ორგანული პრანარომის ენერჯი როლერი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ენერგიის სწრაფი და ბუნებრივი მატება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
18.50₾
37.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ენერჯი როლერი 5მლ პრანარომი - Pranarom

ბიო ორგანული პრანარომის ენერჯი როლერი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ენერგიის სწრაფი და ბუნებრივი მატება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის ენერგიით ავსებს ორგანიზმს როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი დატვირთვის დროს.

• ფორმულა გამდიდრებულია 100%-ით ორგანული შოტლანდიური ფიჭვის ეთერზეთით 

• ახასიათებს სწრაფი და ხანგრძლივი მოქმედება - ზრდის ენერგიულობას, ამცირებს დაღლილობას

• პორტატული, მოსახერხებელი როლერის გამოყენება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს და საჭიროებისამებრ

• ტესტირებულია დერმატოლოგიურად - არ შეიცავს სპირტს და სინთეზურ არომატიზატორებს

• აქვს აბრეშუმივით რბილი, სასიამოვნო ტექსტურა, სწრაფად შეიწოვება კანის ზედაპირიდან და არ ტოვებს ცხიმიან კვალს

• რეკომენდებულია 7 წლის ასაკიდან

შოტლანდიური ფიჭვის სუფთა, გამამხნევებელი სურნელი ასოცირდება სიმსუბუქესთან და ენერგიულობასთან.

ჰელიანტუს ანუუსის ზეთი (მზესუმზირას ზეთი) - ნაზი, რბილი ზეთია, რომელიც სწრაფად შეიწოვება და უზრუნველყოფს კანის სიგლუვეს.

ჟოჟობას ზეთი  ხელს უწყობს კანის დატენიანებას.

გამოყენების რეკომენდაცია:

• ფიზიკური დაღლილობის დროს

• ენერგიისა და კონცენტრაციის შესანარჩუნებლად (მაგ. დატვირთული დღის წინ)

• სპორტული აქტივობის, მნიშვნელოვანი შეხვედრის ან გამოცდის წინ

გამოყენების წესი:

წაისვით 2 წრიული მოძრაობით მაჯის შიდა მხარეს, კარგად შეიზილეთ და ღრმად შეისუნთქეთ.

შემადგენლობა:

შოტლანდიური ფიჭვის ორგანული ეთერზეთი, ლიმონის ქერქის ეთერზეთი, ჟოჟობას თესლის ზეთი, მზესუმზირას თესლის ზეთი.

დამატებითი ინგრედიენტები: სუნამო (100%-ით ნატურალური), ტოკოფეროლი, პაჩულის ზეთი, ციტრალი, ბეტა-კარიოფილენი, კამფორა, ტერპინოლენი, ლინალოოლი, ტერპინეოლი, გერანილის აცეტატი, ალფა-ტერპინენი, ციტრონელოლი, გერანიოლი.

გაფრთხილება: არ გამოიყენება 7 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულებში და მეძუძურ დედებში, ასევე რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ალერგიის შემთხვევაში. შეინახეთ სითბოსა და სინათლისგან მოშორებით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. მოარიდეთ თვალებთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტს.

გამოშვების ფორმა: 5 მლ როლერი, მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. სერტიფიცირებული და ბიოორგანული პროდუქტი.

პროდუქტი ვარგისია გახსნიდან 12 თვე.

მწარმოებელი: Pranarom /პრანარომი, ბელგია.

პრანარომი - სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერი

Pranarôm - ბელგიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც წარმოადგენს სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერს მსოფლიოში. 1991 წელს დაარსებული კომპანია აერთიანებს ბუნების ძალასა და თანამედროვე მეცნიერების სიზუსტეს, რათა შექმნას ეფექტური და უსაფრთხო ფორმულები ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ბრენდი აწარმოებს 100%-ით სუფთა, ორგანულ, ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებს, რომლებიც დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით.

Pranarôm ქმნის ინოვაციურ პროდუქტებს და ახორციელებს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს არომათერაპიის, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული მეთოდის განვითარებას მთელ მსოფლიოში. ბრენდი აწარმოებს მხოლოდ ECOCERT-სერტიფიცირებულ, HECT-ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებსა და არომათერაპიულ პროდუქტებს, რომლებიც შეესაბამება უმაღლეს ფარმაცევტულ სტანდარტებს.

30 წელზე მეტი გამოცდილებით, ხარისხის მკაცრი კონტროლით, ეკოლოგიური პასუხისმგებლობითა და მეცნიერული მიდგომით, Pranarôm დღემდე რჩება მსოფლიო ლიდერად სამეცნიერო არომათერაპიის მიმართულებით.

Pranarôm-ის საერთაშორისო სტანდარტები:

• ქიმიოტიპირებული ეთერზეთები (HECT - Huile Essentielle Chémotypée) – ეთერზეთები, რომლის ქიმიური შემადგენლობა (ქიმიოტიპი) ლაბორატორიულად განსაზღვრული და დადასტურებულია. HECT უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებას, ეფექტურობას და სამედიცინო სიზუსტეს.

• MSDS/SDS (მასალის უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი / Safety Data Sheet) -  სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ნივთიერების ან პროდუქტის ქიმიურ შემადგენლობაზე, ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, საფრთხეებზე, უსაფრთხო გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებზე

• ECOCERT – მსოფლიოში აღიარებული ორგანული სერტიფიცირება, რომელიც მკაცრად ამოწმებს, რომ პროდუქტი, წარმოების პროცესი და კომპანიის საქმიანობა სრულად შეესაბამება მკაცრ გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს

• USDA Organic – ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ორგანული სერტიფიცირება, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ პროდუქტი მოყვანილია და დამუშავებულია მკაცრი ორგანული სტანდარტებით - არ შეიცავს სინთეტიკურ პესტიციდებს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO), ქიმიურ სასუქებსა და ანტიბიოტიკებს

• CRUELTY FREE, VEGAN - პროდუქცია არ ტესტირდება ცხოველებზე, არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს