| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Forte Pharma - ფორტე ფარმა |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 30 ტაბლეტი |
| მოქმედი ნივთიერება | royal jelly+herbal combined drug+vitamins+minerals |
მულტივიტი 4G დეფენსი 30 ტაბლეტი ფორტე ფარმა - Forte Pharma
12 ვიტამინის, 7 მინერალის, ენერგეტიკული 4G მცენარეების, D ვიტამინის და თუთიის კომბინაცია იმუნიტეტის მხარდასაჭერად!
მულტივიტი 4G დეფენსი მულტივიტამინების, მინერალების და ფიტონუტრიენტების დაბალანსებული კომპლექსია, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას და იმუნური სისტემის ფუნქციონირების მხარდაჭერას.
· შეიცავს 4G ბუნებრივ კომპონენტს - გუარანა, ჯანჯაფილი, ჟელე როიალი, ჟენშენი - ასევე 12 ვიტამინს და 7 მინერალს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის
· ორშრიანი ტაბლეტები უზრუნველყოფს შემადგენელი კომპონენტების გახანგრძლივებულ გამოთავისუფლებას 8 საათის განმავლობაში
· რეკომენდებულია 12 წლიდან
ჟელე როიალი უნიკალური ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ყველა ამინომჟავას. იგი აძლიერებს იმუნურ სისტემას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
ჟენშენი ხელს უწყობს ტონუსის და ენერგიის მატებას, აძლიერებს იმუნიტეტს.
ჯანჯაფილი ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
გუარანა სამხრეთ ამერიკული წარმოშობის მცენარეა, რომელიც მდიდარია ბუნებრივი კოფეინით და ანტიოქსიდანტებით, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას, ამაღლებს ენერგიის დონეს და ზრდის ფიზიკურ გამძლეობას.
ვიტამინი A + E + სელენი იცავს კანს და ლორწოვან გარსს გამოშრობისა და მაცერაციისგან, ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ გაჯანსაღებას ავადმყოფობის შემდეგ პერიოდში.
ვიტამინი C აძლიერებს იმუნურ სისტემას, მონაწილეობს ანტისხეულების წარმოქმნაში, ზრდის მაკროფაგების აქტივობას.
თუთია ხელს უშლის რინოვირუსების - მწვავე რესპირატორული დაავადებების გავრცელებას. მონაწილეობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.
B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი D აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სხვადასხვა ინფექციების მიმართ.
რეკომენდებულია იმუნური სისტემის მხარდასაჭერად.
შეიცავს 100%-ით ნატურალურ ინგრედიენტებს: ლიოფიზირებული ჟელე როიალი - 100 მგ, ჟენშენი - 20 მგ, ჯანჯაფილი - 20 მგ, გუარანა - 75 მგ, ვიტამინი A - 800 მკგ, ვიტამინი B1 - 1,1 მგ, ვიტამინი B2 - 1,4 მგ, ვიტამინი B3 - 16 მგ, ვიტამინი B5 - 6 მგ, ვიტამინი B6 - 1,4 მგ, ვიტამინი B8 - 50 მკგ, ვიტამინი B9 - 200 მკგ, ვიტამინი B12 - 2,5 მკგ, ვიტამინი С - 80 მგ, ვიტამინი D3 - 10 მკგ, ვიტამინი E - 12 მგ, სპილენძი - 1000 მგ, რკინა - 5,6 მგ, მაგნიუმი - 56,25 მგ, მანგანუმი - 0,8 მგ, მოლიბდენი - 20 მკგ, სელენი - 25 მგ, თუთია - 10 მგ.
დამატებითი ინგრედიენტები: სილიციუმის დიოქსიდი, ჰიდროქსიმეთილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის ტეარატი.
მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, დილით, 200 მლ წყალთან ერთად 1-2 თვე.
ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე, ასთმა, ატოპიური დერმატიტი, დიაბეტის სამკურნალო საშუალებების მიღება, 12 წლამდე ასაკის ბავშვები.
გაფრთხილება: შეიცავს კოფეინს (1,5 მგ დღიური დოზით), არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს მედიკამენტს.
შეინახეთ მშრალ, გრილ (25 °C - ზე დაბალ ტემპერატურაზე), სინათლისგან, ტენიანობისგან, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
გამოშვების ფორმა: N30 ტაბლეტი.
მწარმოებელი: Forte Pharma laborotoire, ფორტე ფარმა, მონაკო.
Laboratoire Forte Pharma® დაარსდა მონაკოში 1999 წელს, ცნობილი ნუტრიციოლოგისა და ნეირომეცნიერის, დოქტორ იან რუჟიეს (Dr. Yann Rougier) მიერ. კომპანიის შექმნის მთავარი მიზანი იყო ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებული, ეფექტური და უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატების წარმოება, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროპულ ფარმაცევტულ სტანდარტებს.
დღეს ფორტე ფარმას მთავარი ოფისი მდებარეობს მონაკოში, ხოლო მისი პროდუქცია იწარმოება ევროპის სერტიფიცირებულ ქარხნებში, მათ შორის ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, პოლონეთსა და საფრანგეთში.
25 წელზე მეტი გამოცდილებით ფორტე ფარმა წარმოადგენს თანამედროვე, მრავალპროფილურ ლაბორატორიას, რომელიც ქმნის ინოვაციურ ფორმულებს. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვან ექსპერტებთან - ექიმებთან, ფარმაცევტებთან და ნუტრიციოლოგებთან, რათა შექმნას პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ენერგიის აღდგენას და წონის მართვას.