| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Novartis / ნოვარტისი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | brinzolamide+timolol |
| მოცულობა | 5მლ |
აზარგა
(AZARGA)
აქტიური ნივთიერება: ბრინზოლამიდი, თიმოლოლის მალეატი;
1 მლ ხსნარი შეიცავს 10 მგ ბრინზოლამიდს და 6,8 მგ თიმოლოლის მალეატს (ექვივალენტურია 5,0 მგ თიმოლოლისა);
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, თილოქსაპოლი, მანიტოლი, კარბომერი (974Р), ქლორწყალბადმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის კორექციისათვის), გასუფთავებული წყალი.
წამლის ფორმა
თვალის წვეთები, სუსპენზია.
თეთრიდან თითქმის თეთრამდე შეფერილობის ერთგვაროვანი სუსპენზია.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატები და მიოტიკები. ათქ კოდი: S01ED51.
კლინიკური თვისებები
ღიაკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში მომატებული თვალშიდა წნევა (თშწ) ან თვალშიდა ჰიპერტენზია პაციენტებში, როდესაც მონოთერაპიით ვერ ხერხდება თშწ-ის დაწევა და საჭიროა კომბინირებული მკურნალობა.
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
- ჰიპერმგრძნობელობა სხვა ბეტა-ბლოკატორების მიმართ.
- ჰიპერმგრძნობელობა სულფანილამიდების მიმართ.
- სასუნთქი გზების რეაქტიული დაავადებები, მათ შორის ბრონქული ასთმა ან ანამნეზში ბრონქული ასთმა ან ფილტვების მწვავე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
- სინუსური ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიალური ბლოკადა, მე-ІІ და მე-ІІІ ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გამოხატული გულის უკმარისობა ან კარდიოგენური შოკი.
- მწვავე ალერგიული რინიტი.
- თირკმლის მწვავე უკმარისობა.
- ჰიპერქლორემიული აციდოზი.
დოზირების რეჟიმი
1 წვეთი თვალის წვეთები აზარგა კონიუნქტივალურ პარკში დღეში 2-ჯერ.
ბავშვები
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ბავშვებში, რადგან არ მოიპოვება სათანადო მონაცემები უსაფრთოხების და ეფექტურობის შესახებ.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ და მოზრდილ პაციენტებში არ დაფიქსირებულა განსხვავებები პრეპარატის უსაფრთოხების და ეფექტურობის მხრივ.
პრეპარატის გამოყენება ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტებში
ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტებში კვლევები არ ჩატარებულა.
დოზის კორექცია არ არის საჭირო ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ან თირკმლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
აზარგა არ არის შესწავლილი თირკმლის მწვავე უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) მქონე პაციენტებში ან ჰიპერქლორემიული აციდოზის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.3). რადგან ბრინზოლამიდი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა, აზარგა უკუნაჩვენებია თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.3). აზარგას თვალის წვეთები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.4).
განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისთვის ოფთალმოლოგიაში.
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ფლაკონი.
ფლაკონის შიგთავსის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით უნდა დაიცვათ სიფრთხილე, არ შეახოთ საწვეთურიანი ფლაკონის წვერი ქუთუთოებს, მიმდებარე არეებს ან სხვა ზედაპირებს.
თავსახურის მოხსნის შემდეგ მოაცილეთ დამცავი რგოლი (პირველად გახსნის კონტროლი). გამოყენების შემდეგ ფლაკონი შეინახეთ მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში.
ცხვირ-საცრემლე არხის დახშობა ან ქუთუთოების დახურვა ამცირებს სისტემურ შეწოვას, რამაც შესაძლოა შეამციროს სისტემური გვერდითი ეფექტები და გააძლიეროს ადგილობრივი მოქმედება.
სხვა ადგილობრივ ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას დაცული უნდა იყოს არანაკლებ 5 წუთიანი ინტერვალი.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს შემდეგი დოზით, დანიშნულების შესაბამისად. დოზა არ უნდა აღემატებოდეს დაზიანებულ თვალში (თვალებში) 1 წვეთს დღეში 2-ჯერ.
გვერდითი რეაქციები
აღწერილი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა კლინიკურ კვლევებში და კლასიფიცირებულია შემდეგი პირობითობით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000 - <1/1000), იშვიათი (≥1/10000 - <1/1000) და ძალიან იშვიათი (<1/10000). სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდითი ეფექტები წარმოდგენილია სიმწვავის კლებადობის მიხედვით.
|
ორგანოთა სისტემური კლასიფიკაცია |
გვერდითი რეაქციები |
|
დარღვევები სისხლძარღვების და ლიმფური სისტემის მხრივ |
ნაკლებად ხშირი: ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება |
|
ფსიქიკური სტატუსის დარღვევები |
იშვიათი: უძილობა |
|
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ |
ხშირი: დისგევზია |
|
მხედველობითი დარღვევები |
ხშირი: წერტილოვანი კერატიტი, მხედველობის დაბინდვა, თვალების ტკივილი, თვალების გაღიზიანება ნაკლებად ხშირი: კერატიტი, თვალების სიმშრალე, რქოვანას ფერის შეცვლა, თვალების ქავილი, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, გამონადენი თვალებიდან, ოკულარული ჰიპერემია, კონიუნქტივის ჰიპერემია იშვიათი: რქოვანას ეროზია, წინა კამერის გაფართოება, ცრემლდენა, სინათლის შიში, სკლერის ჰიპერემია, ქუთუთოების ერითემა, ქერქის წარმოქმნა ქუთუთოების კიდეებზე |
|
დარღვევები გულის ფუნქციონირების მხრივ |
ხშირი: გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება |
|
დარღვევები სისხლძარღვების ფუნქციონირების მხრივ |
ნაკლებად ხშირი: არტერიული წნევის შემცირება |
|
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ |
ნაკლებად ხშირი: ხველება იშვიათი: ოროფარინგეალური ტკივილი, რინორეა |
|
დარღვევები თირკმელების და საშარდე სისტემის მხრივ |
ნაკლებად ხშირი: შარდში სისხლის არსებობა |
|
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას |
ნაკლებად ხშირი: შეუძლოდ ყოფნა |
|
დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ |
უცნობი: ჰიპოგლიკემია |
|
კვლევები |
ნაკლებად ხშირი: სისხლში კალიუმის დონის ზრდა, სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას დონის ზრდა |
აღწერილი გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა პოსტმარკეტინგული დაკვირვების პერიოდში. არსებული მონაცემების მიხედვით სიხშირის შეფასება შეუძლებელია.
|
ორგანოთა სისტემური კლასიფიკაცია |
გვერდითი რეაქციები |
|
ინფექციები და ინვაზიები |
ნაზოფარინგიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, რინიტი |
|
დარღვევები სისხლძარღვების და ლიმფური სისტემის მხრივ |
ერითროციტების რაოდენობის შემცირება, ქლორიდების დონის მომატება |
|
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ |
ანაფილაქსია, ანაფილაქსიური შოკი, სისტემური ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, ლოკალიზებული და ზოგადი გამონაყარი, ჰიპერმგრძნობელობა, ჭინჭრის ციება, ქავილი |
|
დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ |
მადის დაქვეითება |
|
ფსიქიკური სტატუსის დარღვევები |
ჰალუცინაცია, დეპრესია, მეხსიერების გაუარესება, აპათია, დათრგუნული განწყობა, ლიბიდოს დაქვეითება, ღამის კოშმარები, ნევროზი |
|
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ |
ცერებრალური იშემია, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, გულყრები, მიასთენიის ნიშნების და სიმპტომების გაძლიერება, ძილიანობა, მოტორული დისფუნქცია, ამნეზია, მეხსიერების გაუარესება, პარესთეზია, ტრემორი, ჰიპესთეზია, აგევზია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი |
|
მხედველობითი დარღვევები |
მხედველობითი ნერვის/დისკის თანაფარდობის მომატება, ქორიოიდალური აშრევება ფილტრაციის ოპერაციის შემდეგ, კერატოპათია, რქოვანის ეპითელიუმის დეფექტი, რქოვანის ეპითელიუმის დაზიანება, თვალშიდა წნევის მომატება, ნადები თვალზე, რქოვანას შეღებვა, რქოვანას შეშუპება, რქოვანას მგრძნობელობის შემცირება, კონიუნქტივიტი, მეიბომიანიტი, დიპლოპია, ბლიკები, სინათლის შიში, მხედველობის სიმკვეთრის შემცირება, მხედველობის დარღვევები, პტერიგიუმი (ფრთისებრი აპკი), ოკულარული დისკომფორტი, მშრალი კერატო კონიუნქტივიტი, თვალის ჰიპოასთეზია, სკლერას პიგმენტაცია, სუბკონიუქტივალური კისტა, მხედველობის დარღვევა, თვალების შეშუპება, თვალის ალერგია, მადაროზი, ქუთუთოს დაზიანება, ქუთუთოების შეშუპება, ფტოზი |
|
დარღვევები სმენის და სივრცეში ორიენტაციის მხრივ |
თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში |
|
დარღვევები გულის ფუნქციონირების მხრივ |
გულის გაჩერება, გულის უკმარისობა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, კარდიო-რესპირატორული დისტრესი, სტენოკარდია, ბრადიკარდია, გულის რითმის დარღვევა, არითმია, აჩქარებული გულისცემა, ტაქიკარდია, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება, ტკივილი გულმკერდის არეში, შეშუპებები |
|
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ |
ბრონქოსპაზმი (ძირითადად პაციენტებში ადრე არსებული ბრონქოსპასპასტიკური დაავადებით), ქოშინი, ასთმა, სისხლდენა ცხვირიდან, ბრონქების ჰიპერაქტივობა, ყელის გაღიზიანება, გაჭედილი ცხვირი, ზედა სასუნთქი გზების გაჭედვა, პოსტნაზალური სინდრომი, ცემინება, ცხვირის სიმშრალე |
|
დარღვევები სისხლძარღვების ფუნქციონირების მხრივ |
ჰიპოტონია, ჰიპერტონია, არტერიული წნევის მომატება, რეინოს სინდრომი, კიდურების სიცივე |
|
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ |
ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, პირის სიმშრალე, გულისრევა, ეზოფაგიტი, დისპეფსია, დისკომფორტი მუცლის არეში, დისკომფორტი კუჭის არეში, ნაწლავების ხშირი დაცლა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობა, პერორალური ჰიპოასთეზია, პერორალური პარესთეზია, მეტეორიზმი |
|
ჰეპატობილიარული დარღვევები |
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა |
|
დარღვევები კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ |
სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ჭინჭრის ციება, მაკულოპაპულოზური გამონაყარი, ალოპეცია, ერითემა, გამონაყარი, ქავილი, კანის დაჭიმულობა, დერმატიტი, ფსორიაზული გამონაყარი ან ფსორიაზის გამწვავება |
|
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ |
მიალგია, კუნთოვანი სპაზმები, ართრალგია, ზურგის ტკივილი, კიდურების ტკივილი |
|
დარღვევები თირკმელების და საშარდე სისტემის ფუნქციონირების მხრივ |
თირკმელების ტკივილი, პოლაკიურია |
|
რეპროდუქციული ფუნქციების დარღვევები |
ერექციული დისფუნქცია, სექსუალური დისფუნქცია, ლიბიდოს დაქვეითება |
|
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას |
ტკივილი გულმკერდის არეში, ტკივილი, დაღლილობა, ასთენია, დისკომფორტი გულმკერდის არეში, ნევროზის შეგრძნება, გაღიზიანება, პერიფერიული შეშუპება |
ჭარბი დოზა
პრეპარატის შემთხვევით ჩაყლაპვის შემთხვევაში ბეტა-ბლოკატორებით გამოწვეული ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ბრადიკარდიას, ჰიპოტონიას, გულის უკმარისობას და ბრონქოსპაზმს.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ელექტროლიტური დისბალანსი, აციდოზური მდგომარეობის განვითარება, ასევე დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ. სისხლის შრატში უნდა გაკონტროლდეს ელექტროლიტების (კერძოდ, კალიუმის) დონე და рН-ის ზღვარი.
პრეპარატის გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში
ორსულობა
ორსულობის პერიოდში ოფთალმოლოგიური ბრინზოლამიდის და თიმოლოლის გამოყენების შესახებ სათანადო მონაცემები არ არსებობს. ბრინზოლამიდის ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში სისტემური გამოყენების შემდეგ გამოვლინდა რეპროდუქციული ტოქსიურობა. აზარგა არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში, თუ არ არსებობს უკიდურესი აუცილებლობა. სისტემური შეწოვის შემცირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ ნაწილში 4.2.
ეპიდემიოლოგიურ კვლევებში არ გამოვლენილა განვითარების მანკები, მაგრამ აღინიშნა მუცლდაყოფნის პერიოდში ზრდის შეფერხების რისკი ბეტა-ბლოკატორების პერორალურად მიღებისას. გარდა ამისა, ბეტა-ბლოკადის ნიშნები და სიმპტომები (მაგ.: ბრადიკარდია, ჰიპოტონია, რესპირატორული დისტრესი და ჰიპოგლიკემია) დაფიქსირდა ახალშობილებში, როდესაც ბეტა-ბლოკატორები მიიღებოდა მშობიარობამდე. თუმცა, თუ თვალის წვეთები აზარგა მიიღება მშობიარობამდე, საჭიროა ახალშობილზე ყურადღებით დაკვირვება სიცოცხლის პირველ დღეებში.
ლაქტაციის პერიოდი
უცნობია ოფთალმოლოგიური ბრინზოლამიდი ხვდება თუ არა ადამიანის რძეში. ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პერორალურად მიღების შემდეგ ბრინზოლამიდი გამოიყოფა დედის რძეში. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თვალის წვეთებში არსებული თიმოლოლის თერაპიული დოზები ისეთი რაოდენობით მოხვდეს დედის რძეში, რომ გამოიწვიოს ბეტა-ბლოკადის კლინიკური სიმპტომები ჩვილებში. სისტემური შეწოვის შემცირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ ნაწილში 4.2. თუმცა, რისკი არ არის გამორიცხული ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში. უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების შეწყვეტის ან აზარგას შეწყვეტის/შეჩერების საკითხი ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლისა და დედისთვის მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით.
ფერტილურობა
ფერტილურობაზე პრეპარატის ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების ეფექტის შეფასებით მიზნით კვლევები არ ჩატარებულა. არაკლინიკური მონაცემების მიხედვით პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ არ ფიქსირდება ბრინზოლამიდის და თიმოლოლის ზეგავლენა მამაკაცის ან ქალის ფერტილურობაზე. ადგილობრივად გამოყენებისას პრეპარატი სავარაუდოდ არ მოახდენს ზეგავლენას მამაკაცის ან ქალის ფერტილურობაზე.
გამოყენების თავისებურებები
სისტემური ეფექტები
სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატების მსგავსად ბრინზოლამიდი და თიმოლოლი შეიწოვება სისტემურად. ბეტა-ადრენერგული მაბლოკირებელი კომპონენტის, თიმოლოლის გამო შეიძლება განვითარდეს ისეთივე გვერდითი რეაქციები გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვების მხრივ და სხვა მოვლენები, როგორც სისტემური ბეტა-ადრენერგული ბლოკატორების გამოყენებისას. ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ სისტემური გვერდითი რეაქციების სიხშირე უფრო დაბალია, ვიდრე სისტემური გამოყენების შემდეგ. სისტემური შეწოვის შემცირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ ნაწილში 4.2.
სულფონამიდების ყველა წარმოებულისათვის დამახასიათებელი ზოგადი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით, შეიძლება აღინიშნოს თვალის წვეთების აზარგას გამოყენებისას, რადგან შეწოვა ხდება სისტემურად. დანიშვნისას პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და უნდა მოახდინონ დაკვირვება კანის რეაქციების განვითარებაზე. სერიოზული რეაქციების ან ჰიპერმგრძნობელობის ნიშნების გამოვლენისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
გულის ფუნქციების დარღვევები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (მაგ.: გულის იშემიური დაავადება, პრინცმეტალის სტენოკარდია და გულის უკმარისობა) და ჰიპოტონიის მქონე პაციენტებში ბეტა-ბლოკატორებით მკურნალობა უნდა შეფასდეს კრიტიკულად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სხვა აქტიური ნივთიერებებით მკურნალობა. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში საჭიროა დაკვირვება აღნიშნული დაავადებების გართულებების ნიშნების და გვერდითი ეფექტების გამოვლენის მხრივ. გამტარობის დროზე უარყოფითი ზეგავლენის გამო, ბეტა-ბლოკატორები სიფრთხილით ინიშნება პირველი ხარისხის გულის ბლოკადის მქონე პაციენტებში.
სისხლძარღვების ფუნქციების დარღვევები
პრეპარატი სიფრთხილით მიიღება სისხლის მიმოქცევის მწვავე პერიფერიული დარღვევების/აშლილობების (მაგ.: რეინოს დაავადების ან რეინოს სინდრომის მწვავე ფორმები) მქონე პაციენტებში.
ჰიპერთირეოზი
ბეტა-ბლოკატორებმა ასევე შესაძლოა შენიღბონ ჰიპერთირეოზის ნიშნები.
კუნთების სისუსტე
არსებობს ინფორმაცია, რომ ისეთი პრეპარატები, რომლებიც ბლოკავენ ბეტა-ადრენერგიულ სისტემას, იწვევენ კუნთების სისუსტეს მიასთენიის გარკვეული სიმპტომებით (მაგ.: დიპლოპია, ფტოზი და საერთო სისუსტე).
დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ
არსებობს ინფორმაცია ზოგიერთი ოფთალმოლოგიური ბეტა-ბლოკატორის გამოყენების შემდეგ ასთმით დაავადებულ პაციენტებში რესპირატორული რეაქციების განვითარების, მათ შორის ბრონქოსპაზმით გამოწვეული სიკვდილის შესახებ. აზარგა სიფრთხილით გამოიყენება მსუბუქი/საშუალო სიმძიმის ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მქონე პაციენტებში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.
ჰიპოგლიკემია/დიაბეტი
ბეტა-ბლოკატორები სიფრთხილით მიიღება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სპონტანური ჰიპოგლიკემია ან ლაბილური დიაბეტი, რადგან ბეტა-ბლოკატორებმა შესაძლოა შენიღბონ მწვავე ჰიპოგლიკემიის ნიშნები და სიმპტომები.
მჟავა-ტუტოვანი დარღვევები
აზარგა შეიცავს ბრინზოლამიდს, სულფონამიდს. ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სულფონამიდებთან დაკავშირებული იგივე ტიპის გვერდითი რეაქციები. არსებობს ინფორმაცია მჟავა-ტუტოვანი დარღვევების შესახებ კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორების გამოყენებისას. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევების რისკის მქონე პაციენტებში, რადგან არსებობს მეტაბოლური აციდოზის განვითარების რისკი. პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს, თუ გამოვლინდა სერიოზული რეაქციების ან ჰიპერმგრძნობელობის ნიშნები.
ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გაფრთხილება
კარბოანჰიდრაზას პერორალურმა ინჰიბიტორებმა შეიძლება შეაფერხონ ისეთი დავალებების შესრულების უნარი, რომლებსაც სჭირდებათ ყურადღების კონცენტრირება და/ან ფიზიკური კოორდინაცია. აზარგა შეიწოვება სისტემურად, ამგვარად ეს შეიძლება ასევე აღინიშნოს ადგილობრივად გამოყენების დროსაც.
ანაფილაქსიური რეაქციები
ანამნეზში ატოპიის ან მრავალ სხვადასხვა ალერგენზე მწვავე ანაფილაქსიური რეაქციის მქონე პაციენტები ბეტა-ადრეობლოკატორების გამოყენებისას შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ასეთი ალერგენებით გამოწვეული განმეორებითი გაღიზიანების მიმართ და არ რეაგირებდნენ ადრენალინის ჩვეულებრივ დოზებზე, რომელიც გამოიყენება ანაფილაქსიური რეაქციების სამკურნალოდ.
თვალის სისხლძარღვოვანი გარსის აშრევება
არსებობს შეტყობინებები ფილტრაციული ქირურგიის შემდეგ წყლის სუპრესიული სამკურნალო საშუალებების (მაგ.: თიმოლოლი, აცეტაზოლამიდი) გამოყენებისას თვალის სისხლძარღვოვანი გარსის აშრევების შესახებ.
ქირურგიული ანესთეზია
ოფთალმოლოგიურმა ბეტა-ბლოკატორებმა შესაძლოა გამოიწვიონ ბეტა-აგონისტების (მაგ.: ადრენალინი) სისტემური ეფექტების ბლოკირება. ანესთეზიოლოგმა უნდა იცოდეს, რომ პაციენტი იღებს თიმოლოლს.
სხვა ბეტა-ბლოკატორები
თვალშიდა წნევაზე ზემოქმედება ან სისტემური ბეტა-ბლოკადის ეფექტების გამოვლენა შეიძლება გაძლიერდეს, თუ თიმოლოლი გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ სისტემურ ბეტა-ბლოკატორებს. აუცილებელია ასეთი პაციენტების ყურადღებით მონიტორინგი.
ორი ადგილობრივი ბეტა-ადრენობლოკატორის ან კარბოანჰიდრაზას ორი ადგილობრივი ინჰიბიტორის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ზეგავლენა თვალებზე
აზარგას გამოყენების გამოცდილება ფსევდოექსფოლიაციური ან პიგმენტური გლაუკომის მქონე პაციენტებში შეზღუდულია. ასეთი პაციენტების მკურნალობისას საჭიროა სიფრთხილე, რეკომენდებულია თვალშიდა წნევის ყურადღებით გაკონტროლება. დახურულკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში აზარგას გამოყენება არ არის შესწავლილი და ასეთ პაციენტებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული. ოფთალმოლოგიურმა ბეტა-ბლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ თვალის სიმშრალე. სიფრთხილეა საჭირო რქოვანას დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობისას. ბრინზოლამიდის შესაძლო როლი რქოვანას ენდოთელურ ფუნქციაში არ არის შესწავლილი რქოვანას დარღვევების მქონე პაციენტებში (განსაკუთრებით ენდოთელური უჯრედების დაბალი რაოდენობის მქონე პაციენტებში). ენდოთელური უჯრედები). კონტაქტური ლინზების მატარებელი პაციენტები არ არიან შესწავლილი და ბრინზოლამიდის გამოყენებისას რეკომენდებულია ასეთი პაციენტების ყურადღებით მონიტორინგი, რადგან კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ რქოვანას ჰიდრატაციაზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას დეკომპენსაცია და შეშუპება, ხოლო კონტაქტური ლინზების ტარებამ შეიძლება გაზარდოს რქოვანას დაზიანების რისკი. რეკომენდებულია დაზიანებული რქოვანას მქონე პაციენტებზე (მაგ.: შაქრიანი დიაბეტის ან რქოვანას დისტროფიის მქონე პაციენტები) ყურადღებით დაკვირვება. აზარგას გამოყენება შესაძლებელია კონტაქტური ლინზების ტარებისას მკაცრი მონიტორინგის ფონზე (იხ. ქვემოთ ნაწილი „ბენზალკონიუმის ქლორიდი“).
ბენზალკონიუმის ქლორიდი
პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და ცნობილია, რომ იწვევს რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულებას. მოერიდეთ რბილ კონტაქტურ ლინზებთან ურთიერთქმედებას. პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ პრეპარატის გამოყენებამდე მოიხსნან კონტაქტური ლინზები, სულ მცირე 15 წუთი უნდა გავიდეს განმეორებით გაკეთებამდე. ბენზალკონიუმის ქლორიდი ასევე იწვევს წერტილოვან კერატოპათიას და/ან ტოქსიურ წყლულოვან კერატოპათიას. ხშირი ან ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა ყურადღებით კონტროლი.
ღვიძლის უკმარისობა
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი
მხედველობის დროებითმა დაბინდვამ ან მხედველობის სხვა დარღვევამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ პრეპარატის შეყვანის შემდეგ აღინიშნა მხედველობის დაბინდვა, პაციენტი ავტოტრანსპორტის მართვამდე ან მექანიზმებთან მუშაობამდე უნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას.
კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებმა შესაძლოა შეაფერხონ ისეთი საქმიანობების შესრულება, რომლებიც საჭიროებენ გონებრივ აქტივობას და/ან ფიზიკურ კოორდინაციას.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები
თვალის წვეთები, პრეპარატი აზარგა შეიცავს კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორს ბრინზოლამიდს, რომელიც ადგილობრივად გამოყენების შემთხვევაშიც კი შეიძლება დაექვემდებაროს სისტემურ შეწოვას. არსებობს ინფორმაცია კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების პერორალურად გამოყენების შემდეგ მჟავა-ფუძე ბალანსის დარღვევის შესახებ. პრეპარატის გამოყენებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სავარაუდო ურთიერთქმედების ალბათობა.
ბრიზოლამიდის მეტაბოლიზმს უზრუნველყოფენ ციტოქრომა Р-450-ის იზოფერმენტები CYP3A4 (ძირითადად), CYP2A6, CYP2B6, CYP2C8 და CYP2C9. სავარაუდოდ CYP3A4-ის ინჰიბიტორები (მაგ.: კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კლოტრიმაზოლი, რიტონავირი და ტროლეანდომიცინი) მოახდენენ CYP3A4-ის საშუალებით ბრინზოლამიდის მეტაბოლიზმის დათრგუნვას. რეკომენდებულია პრეპარატის სიფრთხილით დანიშვნა CYP3A4-ის ინჰიბიტორებთან ერთად. თუმცა ბრინზოლამიდის კუმულაცია ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც გამოყოფა ძირითად ხდება შარდთან ერთად. ბრინზოლამიდი არ წარმოადგენს ციტოქრომა Р-450-ის იზოფერმენტების ინჰიბოტორს. კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორის და ბრინზოლამიდის თვალის წვეთების გამოყენებისას არსებობს ადიტიური ეფექტების განვითარების რისკი, რომლებიც ცნობილია, როგორც კარბოანჰიდრაზას ინჰიბირების სისტემური ეფექტები. ბრინზოლამიდის შემცველი თვალის წვეთებისა და კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. ბეტა-ბლოკატორების მიღებისას კლონიდინის უეცარად მოხსნის შემთხვევაში შესაძლებელია გაძლიერდეს ჰიპერტონიული რეაქცია.
არსებობს ინფორმაცია პოტენციური სისტემური ბეტა-ბლოკადის შემთხვევების შესახებ (მაგ.: გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება, დეპრესია) CYP2D6-ის ინჰიბიტორებით (მაგ.: ქინიდინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი) და თიმოლოლით კომბინირებული მკურნალობის დროს.
არსებობს ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერების და/ან გამოხატული ბრადიკარდიის განვითარების ალბათობა ოფთალმოლოგიური ბეტა-ბლოკატორის და კალციუმის არხების ბლოკატორების, ბეტა-ადრენობლოკატორების, არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატების (ამიოდარონის ჩათვლით), სათითურას გლიკოზიდების ან პარასიმპატომეტიკების ერთობლივად მიღებისას. ბეტა-ბლოკატორებმა შესაძლოა გააძლიერონ ანტიდიაბეტური საშუალებების ჰიპოგლიკემიური ეფექტი. ბეტა-ბლოკატორებმა შესაძლოა შენიღბონ ჰიპოგლიკემიის ნიშნები და სიმპტომები. ცნობილია, რომ ოფთალმოლოგიური ბეტა-ბლოკატორების და ადრენალინის (ეპინეფრინი) ერთდროულად მიღებამ გამოიწვია მიდრიაზი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
პრეპარატი აზარგა, თვალის წვეთები შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ბრინზოლამიდს და თიმოლოლის მალეატს. მოცემული ორი კომპონენტი აქვეითებს მომატებულ თვალშიდა წნევას (თშწ) ძირითადად ტენის გამოყოფის შემცირების და აგრეთვე სხვა მექანიზმების ხარჯზე. ორი აქტიური ნივთიერების კომბინირებული მოქმედება იწვევს თშწ-ის უფრო ეფექტურად დაქვეითებას, ვიდრე მათი ინდივიდუალური გამოყენებისას.
ბრინზოლამიდი წარმოადგენს თვალის პრედომინანტური იზოფერმენტის კარბოანჰიდრაზა II-ის (СА-II) ძლიერ ინჰიბიტორს. კარბოანჰიდრაზას ინჰიბირება თვალის ცილიარულ სხეულში ამცირებს ტენის სეკრეციას ბიკარბონატების იონების წარმოქმნის შენელების ხარჯზე, ნატრიუმისა და სითხის ტრანსპორტის შემდგომი შემცირებით.
თიმოლოლი არის ბეტა-ადრენორეცეპტორების არასელექციური ბლოკატორი, რომელსაც არ გააჩნია სიმპათომიმეტური მოქმედება, არ ახდენს პირდაპირ დეპრესიულ ზეგავლენას მიოკარდიუმზე, არ გააჩნია მემბრანომასტაბილიზებელი აქტივობა. ადამიანის ტონოგრაფია და ფლუოროფოტომეტრიული კვლევები მოწმობს, რომ მისი მოქმედება ძირითადად დაკავშირებულია სითხის წარმოქმნის შემცირებასთან და უკუდენის მცირე ზრდასთან.
აზარგას თვალის წვეთების აქტიური კომპონენტები - ბრინზოლამიდი და თიმოლოლის მალეატი დამტკიცებული თერაპიული ნივთიერებებია მომატებული თვალშიდა წნევის დასაწევად ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან თვალშიდა ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში (სხვადასხვა მოქმედების მექანიზმით). აზარგა უფრო მეტად აქვეითებს თშწ-ს, ვიდრე აზოპტი (ბრინზოლამიდის 1% ოფთალმოლოგიური სუსპენზია) ან თიმოლოლის მალეატის ოფთალმოლოგიური 0,5% ხსნარი ცალ-ცალკე გამოყენებისას.
კლინიკური ეფექტურობა
თორმეტთვიან კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან თვალის ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის მკვლევარის აზრით გამოიყენებოდა კომბინირებული თერაპია და პაციენტებში საწყისი თშწ შეადგენდა 25-დან 27-მდე მმ.ვწყ.სვ-ს. აზარგას თვალის წვეთების მეშვეობით, რომელსაც იღებდნენ დღეში ორჯერ, თშწ-ის დაქვეითების საშუალო ეფექტი შეადგენდა 7-9 მმ.ვწყ.სვ-ს. აზარგას მოქმედება შეადარეს 20 მგ/მლ დორზოლამიდი + 5 მგ/მლ თიმოლოლის კომბინაციას. თშწ-ს საშუალო შემცირება აღინიშნა დროის ყველა წერტილში.
ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან ოკულარული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ჩატარებულ ექვსთვიან კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში თშწ-ის საშუალო მაჩვენებლი შეადგენდა 25-დან 27-მდე მმ.ვწყ.სვ-ს. დღეში ორჯერ აზარგას გამოყენებისას თშწ-ს დაწევის საშუალო ეფექტი შეადგენდა 7-9 მმ.ვწყ.სვ-ს, რაც 3 მმ.ვწყ.სვ-ით მეტია, ვიდრე 10 მგ/მლ ბრინზოლამიდის დღეში ორჯერ მიღებისას და 2 მმ.ვწყ.სვ-ით მეტია, ვიდრე 5 მგ/მლ თიმოლოლის დღეში ორჯერ მიღებისას. საშუალო თშწ-ს საკმაოდ შემცირება სტატისტიკურად სარწმუნო იყო ბრინზოლამიდთან და თიმოლოლთან შედარებით, დროის ყველა მონაკვეთში კვლევის დროს.
სამ კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში აზარგას თვალის წვეთების მიღებისას თვალებში დისკომფორტი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე დორზოლამიდი 20 მგ/მლ + 5 მგ/მლ თიმოლოლის კომბინაციის შემთხვევაში.
ბავშვები
პრეპარატ აზარგას გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ბავშვებში, რადგან არ მოიპოვება სათანადო მონაცემები უსაფრთოხების და ეფექტურობის მხრივ.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
აზარგას თვალის წვეთების ადგილობრივად გამოყენებისას ბრინზოლამიდი და თიმოლოლი შეიწოვება რქოვანადან და ხვდება სისტემურ სისხლის ნაკადში. ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში ჯანმრთელი პაციენტები პერორალურად იღებდნენ ბრინზოლამიდს (1 მგ) დღეში ორჯერ 2 კვირის განმავლობაში აზარგას თვალის წვეთების გამოყენებამდე წონასწორულ მდგომარეობამდე მიღწევის დროის შემცირების მიზნით. 13 კვირის განმავლობაში ორივე თვალში აზარგას სუსპენზიის დღეში ორჯერ გამოყენებისას ბრინზოლამიდის კონცენტრაცია ერითროციტებში საშუალოდ შეადგენდა 18,8 ± 3,29 მკმ-ს, 18,1 ± 2,68 მკმ-ს და 18,4 ± 3,01 მკმ-ს მე-4, მე-10 და მე-13 კვირას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბრინზოლამიდის კონცენტრაცია ნარჩუნდება ერითროციტებით (ერითროციტების СА-II გაჯერება დაახლოებით 20 მკმ-ით). თიმოლოლის საშუალო კონცენტრაცია Cmax შეადგენდა 0,824 ნგ/მლ-ს, ხოლო Tmax იყო 0,79 საათი პრეპარატის დოზის შეყვანის შემდეგ.
განაწილება
ბრინზოლამიდი ზომიერად უკავშირდება პლაზმის ცილებს (დაახლოებით 60%). ბრინზოლამიდი დეპონირდება ერითროციტებში კარბოანჰიდრაზა-II-ის მიმართ მაღალი აფინურობის და კარბოანჰიდრაზა-I-ის მიმართ ნაკლები აფინურობის ხარჯზე. მისი აქტიური მეტაბოლიტი N-დეზეთილი ასევე გროვდება ერითროციტებში, სადაც ის პირველ რიგში უკავშირდება CA-I-ს. ერითროციტების და ქსოვილების კარბოანჰიდრაზას მიმართ ბრინზოლამიდის და მისი მეტაბოლიტის აფინურობის გამო დაბალია მისი კონცენტრაცია პლაზმაში.
თიმოლოლი აღინიშნება ადამიანის თხევად გარემოში და პლაზმაში პრეპარატის შეყვანიდან 12 საათის განმავლობაში.
ბიოტრანსფორმაცია
ბრინზოლამიდის მეტაბოლიზმი მიმდინარეობს N-დეალკილირების, O-დეალკილირების და N-პროპილის გვერდითი ჯაჭვის დაჟანგვის გზით. N-დეზეთილბრინზოლამიდი წარმოადგენს ბრინზოლამიდის ძირითად მეტაბოლიტს, რომელიც ასევე უკავშირდება CA-I-ს ბრინზოლამიდის არსებობისას და გროვდება ერითროციტებში. ციტოქრომა P450-ის ინ ვიტრო კვლევები ცხადყოფს, რომ ბრინზოლამიდის მეტაბოლიზმში ძირითადად მონაწილეობს CYP3A4, ასევე, სულ მცირე, დანარჩენი ოთხი იზოფერმენტი (CYP2A6, CYP2B6, CYP2C8 და CYP2C9).
თიმოლოლი ორი გზით განიცდის მეტაბოლიზმს. ერთი გზა გვაძლევს თიადაზოლურ რგოლზე ეთანოლამიდის გვერდით ბმას, ხოლო მეორე - ეთანოლის გვერდით ბმას მორფოლინის აზოტთან და მეორე მსგავს გვერდით ბმას აზოტით შეკავშირებულ კარბონილის ჯგუფთან. თიმოლოლის მეტაბოლიზმი ძირითადად ხორციელდება CYP2D6-ის მიერ.
გამოყოფა
14C ბრინზოლამიდი ძირითადად გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად (32% და 29%). დოზის დაახლოებით 20% გამოიყოფა შარდთან ერთად ძირითადი მეტაბოლიტის სახით. ბრინზოლამიდი და N-დეზეთილბრინზოლამიდი მთავარი კომპონენტებია შარდში სხვა მეტაბოლიტების (N-დეზმეტოქსიპროპილი და O-დესმეთილი) კონცენტრაციებთან (<1%) ერთად.
თიმოლოლი და მისი მეტაბოლიტები უპირატესად გამოიყოფიან თირკმელებით. თიმოლოლის დაახლოებით 20% გამოიყოფა შართდან ერთად უცვლელი სახით, ხოლო დარჩენილი ნაწილი მეტაბოლიტების სახით. პლაზმაში თიმოლოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი (t1/2) შეადგენს პრეპარატის მიღებისდან 4,8 საათს.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში.
შეინახეთ არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
ერთი 5 მლ ფლაკონი კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.