| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | homeopatic comb.drug |
| მოცულობა | 1.1 მლ |
ჩვენება: სხვადასხვა წარმოშობის თავბრუსხვევა.
ვერტიგოჰელი / Vertigoheel 1.1 მლ. ამპ.
1.1 მლ ამპულები პარენტერალური გამოყენებისთვის.
სხვადასხვა წარმოშობის თავბრუსხვევა.
ცნობილი ალერგია (გადამეტებული მგრძნობელობა) პრეპარატის ერთი ან მეტი ინგრედიენტის მიმართ.
ისევე, როგორც ყველა წამალმა, ამ ჰომეოპათიურმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი, თუმცა ისინი ყველასთან არ ვითარდება. ცალკეულ შემთხვევებში მოხსენებული იყო კანის გარდამავალი ალერგიების შესახებ.
წამალთშორისი ურთიერთქმედება:
არ არის ცნობილი.
განსაკუთრებული გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები:
მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, დაუკავშირდით ექიმს ამ სამედიცინო პროდუქციის მიღებამდე. თუ სიმპტომები გრძელდება ან უარესდება, უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან პროფესიონალს ჯანდაცვის დარგში. ისევე, როგორც ნებისმიერ წამალთან, თუ ხართ ორსული ან მეძუძური დედა, ამ პროდუქციის მიღებამდე მიმართეთ რჩევისთვის ჯანდაცვის მუშაკს.
შეფუთვა:
10 ამპულა შეფუთვაში
ვარგისიანობის ვადა:5 წელი
განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.