| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Novartis / ნოვარტისი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | brimonidine+brinzolamide |
სიმბრინზა
(SIMBRINZA®)
აქტიური ნივთიერებები: ბრინზოლამიდი, ბრიმონიდინის ტარტრატი;
1 მლ სუსპენზია შეიცავს 10 მგ ბრინზოლამიდს და 2 მგ ბრიმონიდინის ტარტრატს (ექვივალენტურია 1,3 მგ ბრიმონიდინისა);
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, პროპილენ გლიკოლი, კარბომერი 974P, ბორის მჟავა, მანიტოლი, ნატრიუმის ქლორიდი, თილოქსაპოლი, მარილმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის დასარეგულირებლად), გასუფთავებული წყალი.
წამლის ფორმა
თვალის წვეთები, სუსპენზია.
თეთრიდან თითქმის თეთრამდე შეფერილობის ერთგვაროვანი სუსპენზია.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები; გლაუკომის სამკურნალო საშუალებები და მიოტიკები. ათქ კოდი: S01ЕС54
კლინიკური თვისებები
მომატებული თვალშიდა წნევის დაწევა ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან თვალშიდა ჰიპერტენზიის მქონე მოზრდილ პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში მონოთერაპია ვერ უზრუნველყოფს თვალშიდან წნევის სათანადოდ დაწევას.
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების(-ების) ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების ან სულფანილამიდების მიმართ.
- მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების (მაო) მიღება.
- ანტიდეპრესანტების მიღება, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ნორადრენერგიულ გადაცემაზე (მაგ.: სამციკლიანი ანტიდეპრესანტები და მიანსერინი).
- თირკმლის უკმარისობის მწვავე ფორმა.
- ჰიპერქლორემიული აციდოზი.
- ახალშობილები და 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
დოზირების რეჟიმი
მოზრდილები პაციენტები, მათ შორის ხანდაზმულები
1 წვეთი პრეპარატი დაზიანებული თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ პარკში დღეში ორჯერ.
ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობა
პრეპარატ სიმბრინზას კვლევები არ ჩატარებულა ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, შესაბამისად პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში.
პრეპარატ სიმბრინზას კვლევები არ ჩატარებულა თირკმლის მწვავე უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) და ჰიპერქლორემიული აციდოზის მქონე პაციენტებში. ვინაიდან ბრინზოლამიდი (პრეპარატ სიმბრინზას კომპონენტი) და მისი მეტაბოლიტები ორგანიზმიდან გამოიყოფიან ძირითადად თირკმელებით, პრეპარატ სიმბრინზას გამოყენება ასეთ პაციენტებში უკუნაჩვენებია.
ბავშვები
პრეპარატ სიმბრინზას გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 2-დან 17 წლამდე ბავშვებში და მოზარდებში არ არის დადასტურებული. დღეისათვის არ არსებობს სათანადო მონაცემები. პრეპარატ სიმბრინზას გამოყენება ბავშვებში ან მოზარდებში არ არის რეკომენდებული.
პრეპარატი სიმბრინზა არ გამოიყენება ახალშობილებში და 2 წლამდე ბავშვებში უსაფრთხოების მიზეზების გამო.
განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.
პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ პრეპარატის გამოყენების წინ ფლაკონის შენჯღრევის აუცილებლობის შესახებ.
სისტემური შეწოვა მცირდება პრეპარატის ჩაწვეთებიდან 2 წუთის განმავლობაში ცხვირ-საცრემლე არხის ოკლუზიის ან ქუთუთოების დახურვის შემთხვევაში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისტემური გვერდითი ეფექტების რისკის შემცირება და ადგილობრივი მოქმედების გაძლიერება.
საწვეთურის ბუნიკის და თვალის წვეთების დაბინძურების თავიდან არიდების მიზნით საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა: მოარიდეთ ქუთუთოებთან, თვალის ირგვლივ არესთან ან სხვა ზედაპირებთან კონტაქტს. პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ გამოყენების შემდეგ ფლაკონის კარგად დახურვის აუცილებლობის შესახებ.
თვალშიდა წნევის დასაწევად პრეპარატი სიმბრინზა შეიძლება დაინიშნოს სხვა ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთად. ერთზე მეტი ოფთალმოლოგიური პრეპარატის დანიშვნისას მათი მიღება უნდა მოხდეს არანაკლებ 5 წუთიანი ინტერვალით.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს შემდეგი დოზით განრიგის მიხედვით.
დოზა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წვეთს დაზიანებულ თვალში (თვალებში) დღეში 2-ჯერ.
გვერდითი რეაქციები
აღწერილი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა პრეპარატ სიმბრინზას კლინიკურ კვლევებში, რომლებიც დაჯგუფებულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000 - <1/100), იშვიათი (≥1/10000 - <1/1000) და ძალიან იშვიათი (<1/10000). სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდითი რეაქციები მოცემულია სიმწვავის კლებადობის მიხედვით.
|
სისტემურ-ორგანული კლასიფიკაცია |
გვერდითი ეფექტები |
|
ინფექციები და ინვაზიები |
ნაკლებად ხშირი: რინოფარინგიტი2, ფარინგიტი2, სინუსიტი2, უცნობი: რინიტი2 |
|
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ |
ნაკლებად ხშირი: ანემია2, ჰიპერქლორემია2 |
|
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ |
ნაკლებად ხშირი: ჰიპერმგრძნობელობა3 |
|
ფსიქიკური დარღვევები |
ნაკლებად ხშირი: აპათია2, დეპრესია2,3, დათრგუნული განწყობა2, უძილობა1, ლიბიდოს დაქვეითება2, ღამის კოშმარები2, ნერვიულობა2 |
|
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ |
ხშირი: ძილიანობა1, თავბრუსხვევა3, დისგევზია1 ნაკლებად ხშირი: თავის ტკივილი1, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა2, ამნეზია2, მეხსიერების დარღვევა2, პარესთეზია2 ძალიან იშვიათი: გულის წასვლა3 უცნობი: კანკალი2, ჰიპესთეზია2, გემოს შეგრძნების დაკარგვა2 |
|
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ |
ხშირი: თვალის ალერგია1, კერატიტი1, თვალის ტკივილი1, თვალის დისკომფორტი1, არამკაფიო მხედველობა1, მხედველობის დარღვევა3, თვალის ჰიპერემია1, კონიუნქტივის გაუფერულება3 ნაკლებად ხშირი: რქოვანას ეროზია1, რქოვანას შეშუპება2, ბლეფარიტი1, რქოვანას პრეციპიტატი (კერტინის ჩანართები)1, კონიუნქტივის დარღვევები (დვრილები)1, ფოტოფობია1, ფოტოფსია2, თვალის შეშუპება2, ქუთუთოს შეშუპება1, კონიუნქტივის შეშუპება1, თვალების სიმშრალე1, გამონადენი1, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება2, ცრემლდენის გაძლიერება1, პტერიგიუმი2, ქუთუთოების ერითემა1, მეიბომიანიტი2, გაორება თვალებში2, ბლიკები2, თვალების ჰიპესთეზია2, სკლერების პიგმენტაცია2, სუბკონიუნქტივალური კისტები2, ანომალიური შეგრძნება თვალებში1, ასთენოპია1 ძალიან იშვიათი: უვეიტი3, თვალის გუგის შევიწროვება3 უცნობი: ვიზუალური დარღვევები2, წარბების ან წამწამების ცვენა2 |
|
დარღვევები სმენის ორგანოს და წონასწორობის მხრივ |
ნაკლებად ხშირი: ვერტიგო1, ხმები ყურებში2 |
|
დარღვევები გულის მხრივ |
ნაკლებად ხშირი: კარდიო-რესპირატორული დისტრესი2, სტენოკარდია2, არითმია3, აჩქარებული გულისცემა2,3, გულის არათანაბარი რითმი2, ბრადიკარდია2,3, ტაქიკარდია3 |
|
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ |
ნაკლებად ხშირი: ჰიპოტენზია1 ძალიან იშვიათი: ჰიპერტენზია3 |
|
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ |
ნაკლებად ხშირი: ქოშინი2, ბრონქების ჰიპერაქტივობა2, ხახის და ხორხის ტკივილი2, ყელის სიმშრალე1, ხველება2, ცხვირიდან სისხლდენა2, ზედა სასუნთქი გზების გაჭედვა2, ცხვირის გაჭედვა1, რინორეა2, ყელის გაღიზიანება2, ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე1, პოსტნაზალური სინდრომი1, ცემინება2 უცნობი: ასთმა2 |
|
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ |
ხშირი: პირის სიმშრალე1 ნაკლებად ხშირი: დისპეფსია1, ეზოფაგიტი2, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არეში1, დიარეა2, ღებინება2, გულისრევა2, ნაწლავთა გახშირებული პერისტალტიკა2, მეტეორიზმი2, პირის ღრუს ჰიპესთეზია2, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის პარესთეზია1 |
|
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ |
უცნობი: ღვიძლის ფუნქციური ტესტის მაჩვენებლების ცვლილებები2 |
|
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ |
ნაკლებად ხშირი: კონტაქტური დერმატიტი1, ჭინჭრის ციება2, გამონაყარი კანზე2, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი2, ქავილი2, ალოპეცია2, კანის გამკვრივება2 უცნობი: სახის შეშუპება2, დერმატიტი2,3, ერითემა2,3 |
|
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ |
ნაკლებად ხშირი: ზურგის ტკივილი2, კუნთების სპაზმი2, მიალგია2 უცნობი: ართრალგია2, კიდურების ტკივილი2 |
|
დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ |
ნაკლებად ხშირი: თირკმელების ტკივილი2 უცნობი: პოლაკიურია2 |
|
დარღვევები რეპროდუქციული ფუნქციის და სარძევე ჯირკვლების მხრივ |
ნაკლებად ხშირი: ერექციული ფუნქციის დარღვევა2 |
|
ზოგადი დარღვევები და დარღვევები პრეპარატის შეყვანის ადგილას |
ნაკლებად ხშირი: ტკივილი2, დისკომფორტი გულმკერდის არეში2, სისუსტე2, შფოთვა2, გაღიზიანება2, პრეპარატის დაგროვება ორგანიზმში1 უცნობი: ტკივილი გულმკერდის არეში2, პერიფერიული შეშუპება2,3 |
1 გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა პრეპარატ სიმბრინზას მიღებისას.
2 დამატებითი გვერდითი რეაქცია აღინიშნა ბრინზოლამიდის მონოთერპიის დროს
3 დამატებითი გვერდითი რეაქცია აღინიშნა ბრიმონიდინის მონოთერპიის დროს
პრეპარატის გვერდითი რეაქციები სპონტანური შეტყობინებებიდან და შემთხვევები ლიტერატურის მონაცემებიდან (სიხშირე უცნობია)
შემდეგი გვერდითი რეაქციები მიღებული იყო სიმბრინზას პოსტმარკეტინგული კვლევებიდან, შემთხვევის სპონტანური შეტყობინებებისა და ლიტერატურის წყაროებში არსებული მონაცემებიდან.
ვინაიდან აღნიშნული რეაქციების შეტყობინება ხდება ნებაყოფლობით, გაურკვეველი რაოდენობის პოპულაციისგან, შეუძლებელია მათი სიხშირის საიმედოდ შეფასება, შესაბამისად, კლასიფიცირდება როგორც „უცნობი“.
პრეპარატის გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია MedDRA-ს ორგანოთა სისტემის კლასების მიხედვით. ორგანოთა სისტემების თითოეულ კლასში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლებადობით.
დამატებითი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა პოსტმარკეტინგული დაკვირვების შემდეგ. არსებული მონაცემებით შეუძლებელია სიხშირის დადგენა.
|
ორგანულ სისტემური კლასიფიკაცია |
გვერდითი რეაქცია |
|
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ |
სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი |
ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა
დისგევზია - სისტემური ხასიათის ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციაა (3,4%) პრეპარატ სიმბრინზას გამოყენებისას. გვერდით რეაქციას იწვევს თვალის წვეთების ცხვირ-ხახაში ცხვირ-საცრელმე არხით გავლა და ძირითადად ეხება ბრინზოლამიდს, რომელიც შედის პრეპარატ სიმბრინზას შემადგენლობაში. ჩაწვეთების შემდეგ ცხვირ-საცრემლე არხის ოკლუზიამ ან ქუთუთოების დახურვამ შესაძლოა შეამციროს მოცემული რეაქციის სიხშირე.
სიმბრინზა შეიცავს ბრინზოლამიდს, რომელიც წარმოადგენს კარბოანჰიდრაზას სულფანილამიდურ ინჰიბიტორს და აბსორბირდება სისტემურად. კარბოანჰიდრაზას სისტემური ინჰიბიტორების გამოყენება, როგორც წესი იწვევს დარღვევებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნერვული სისტემის, სისხლმბადი სისტემის, თირკმელების და ნივთიერებათა ცვლის მხრივ. ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს იგივე ტიპის გვერდითი რეაქციები, რაც კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების პერორალურად მიღებისას.
გვერდითი რეაქციები, რომელთაც როგორც წესი იწვევს პრეპარატ სიმბრინზას შემადგენლობაში შემავალი ბრიმონიდინი, მოიცავს ალერგიულ რეაქციებს, თვალის დაღლას და/ან ძილიანობას, პირის სიმშრალეს. ბრიმონიდინის მიღებას თან ახლავს არტერიული წნევის მინიმალურად დაწევა. ზოგიერთ პაციენტს სიმბრინზას მიღებისას აღენიშნა არტერიული წნევის ისევეთივე დაწევა, როგორც აღინიშნება ბრიმონიდინის მონოთერაპიის სახით გამოყენებისას.
ჭარბი დოზა
პრეპარატ სიმბრინზას ჭარბი დოზის მიღებისას ინიშნება სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. პაციენტის სასუნთქი გზები უნდა იყოს თავისუფალი.
ვინაიდან პრეპარატი სიმბრინზა შეიცავს ბრინზოლამიდს, მოსალოდნელია ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, აციდოზის განვითარება და დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ. აუცილებელია სისხლში ელექტროლიტების (განსაკუთრებით კალიუმის) დონის და pH-ის გაკონტროლება.
მოზრდილ პაციენტებში პრეპარატ სიმბრინზას კომპონენტის ბრიმონიდინის შემთხვევით პერორალურად მიღების შესახებ ინფორმაცია მეტად შეზღუდულია. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ერთადერთ არასასურველ გვერდით ეფექტს წარმოადგენდა ჰიპოტონია. ამასთანავე ჰიპოტენზიის ეპიზოდს თან სდევდა ჰიპერტონიის ეპიზოდი.
როგორც აღინიშნა სხვა α-2-აგონისტების ჭარბი დოზის პერორალურად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიც არის ჰიპოტონია, ასთენია, ღებინება, მოდუნება, სედატიური ეფექტი, ბრადიკარდია, არითმია, გუგების შევიწროვება, აპნოე, ჰიპოტონია, ჰიპოთერმია, სუნთქვის დათრგუნვა და კონვულსიები.
ბავშვები
ბავშვებში პრეპარატ სიმბრინზას კომპონენტის ბრიმონიდინის შემთხვევით პერორალურად მიღებისას სერიოზული გვერდითი ეფექტები არ არის რეგისტრირებული. პაციენტებს აღენიშნათ ცნს-ის დათრგუნვის სიმპტომები, როგორც წესი დროებითი კომა ან ცნობიერების გამოხატული დათრგუნვა, მოდუნება, ძილიანობა, ჰიპოტონია, ბრადიკარდია, ჰიპოთერმია, სიფერმკრთალე, სუნთქვის დათრგუნვა და აპნოე რეანიმაციულ განყოფილებაში შემდგომი ჰოსპიტალიზაციით და საჭიროების შემთხვევაში ინტუბაციით. ყველა პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა, როგორც წესი 6-24 საათის განმავლობაში.
პრეპარატის გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში:
ორსულობა
ორსულ ქალებში პრეპარატ სიმბრინზას გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. სისტემური გამოყენებისას არ გამოვლენილა ბრინზოლამიდის ტერატოგენური თვისებები ვირთაგვებსა და ბოცვრებში. ცხოველებში ჩატარებულ ექსპერიმენტებში ბრიმონიდინს პერორალურად მიღებამ აჩვენა, რომ არ არსებობდა პირდაპირი უარყოფითი ზეგავლენა რეპროდუქციული ტოქსიურობის მხრივ. ცხოველებში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ბრიმონიდინი გადის პლაცენტის ბარიერს და შეზღუდული რაოდენობით ხვდება ნაყოფის სისხლის მიმოქცევაში. პრეპარატ სიმბრინზას დანიშვნა არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში, ასევე შვილოსნობის ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს.
ლაქტაცია
უცნობია ხვდება თუ არა პრეპარატი სიმბრინზა დედის ორგანიზმიდან რძეში. ცხოველებში ჩატარებული კვლევებიდან მიღებული ფარმაკოდინამიკური/ტოქსიკოლოგიური მონაცემების მიხედვით პერორალურად მიღებისას ბრინზოლამიდის მინიმალური რაოდენობა გამოიყო დედის რძეში. პერორალურად მიღებისას ბრიმონიდინი გამოიყოფა დედის რძეში. პრეპარატი სიმბრინზა არ ინიშნება ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში.
ნაყოფიერება
წინაკლინიკური კვლევების მონაცემებით არ ვლინდება ბრინზოლამიდის ან ბრიმონიდინის ზეგავლენას ნაყოფიერებაზე. ადამიანებში პრეპარატ სიმბრინზას ადგილობრივად, თვალში გამოყენებისას, ნაყოფიერებაზე ზეგავლენის შეფასების მიზნით კვლევები არ ჩატარებულა.
გამოყენების თავისებურებები
ვიწროკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში პრეპარატ სიმბრინზას ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა და ასეთ პაციენტებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ბრინზოლამიდის შესაძლოა ზეგავლენა რქოვანას ენდოთელიუმის ფუნქციებზე არ არის შესწავლილი რქოვანას დაზიანების საფრთხის ქვეშ მყოფ პაციენტებში (განსაკუთრებით, როდესაც ენდოთელიალური უჯრედების რიცხვი დაბალია). კერძოდ, კვლევები არ ჩატარებულა პაციენტებში, რომლებიც კონტაქტურ ლინზებს ატარებენ. ასეთ პაციენტებში ბრინზოლამიდის გამოყენებისას რეკომენდებულია ყურადღებით კონტროლი, რადგან კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ რქოვანას ჰიდრატაციაზე, კონტაქტური ლინზების ტარებამ კი შესაძლოა გაზარდოს რქოვანას დაზიანების რისკი. რქოვანას დაზიანების საფრთხის არსებობისას რეკომენდებულია პაციენტების, კერძოდ კი შაქრიანი დიაბეტის ან რქოვანას დისტროფიის მქონე პირების ყურადღებით კონტროლი. პრეპარატ სიმბრინზას გამოყენება შესაძლებელია კონტაქტური ლინზების ტარებისას თუ პაციენტის მდგომარეობა საგულდაგულოდ კონტროლდება.
ბრიმონიდინის ტარტრატმა შესაძლოა გამოიწვიოს ოფთალმოლოგიური ალერგიული რეაქციები. ალერგიული რეაქციების გამოვლენისას მკურნალობა უნდა შეწყდეს. არსებობს მონაცემები ბრიმონიდინის ტარტრატის მიღებისას თვალის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების შენელების შესახებ, ამასთან ზოგ შემთხვევაში თვალშიდა წნევის მატებით.
პრეპარატ სიმბრინზას შეწყვეტისას მოსალოდნელი ეფექტი არ არის შესწავლილი. მართალია პრეპარატ სიმბრინზას თვალშიდა წნევის დამწევი ეფექტის ხანგრძლივობა შესწავლილი არ არის, მაგრამ ბრინზოლამიდის გამოყენებისას თვალშიდა წნევის დაწევა მოსალოდნელია 5-7 დღის განმავლობაში. ბრიმონიდინის თვალშიდა წნევის დამწევი ეფექტი შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს.
სისტემური ეფექტები
პრეპარატი სიმბრინზა შეიცავს ბრინზოლამიდს, რომელიც წარმოადგენს კარბოანჰიდრაზას სულფანილამიდურ ინჰიბიტორს. სიმბრინზას თვალის წვეთების გამოყენებისას მოსალოდნელია სულფანილამიდებისათვის დამახასიათებელი გვერდითი რეაქციების, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის განვითარება, ვინაიდან ხდება მისი სისტემურ შეწოვა. დანიშვნისას პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ, ყურადღებით უნდა დააკვირდეს კანის რეაქციების განვითარებას. სერიოზული გვერდითი რეაქციების ან ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
დარღვევები გულის მხრივ
პრეპარატ სიმბრინზას გამოყენების შემდეგ ზოგიერთ პაციენტს აღენიშნა არტერიული წნევის უმნიშვნელოდ დაწევა. სიფრთხილით მიიღება ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალებები და/ან საგულე გლიკოზიდები პრეპარატ სიმბრინზასთან ერთად, ასევე სიფრთხილეა საჭირო გულ-სისხლძარღვთა მწვავე ან არასტაბილური და არაკონტროლირებადი დაავადებების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას.
პრეპარატი სიმბრინზა სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ დეპრესია, ცერებრალური ან კორონარული უკმარისობა, რეინოს სინდრომი, ორთოსტატური ჰიპოტენზია ან მაობლიტირებელი თრომბანგიტი.
მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევები
მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევები დაფიქსირდა კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორების მიღებისას. პრეპარატი სიმბრინზა შეიცავს ბრინზოლამიდს, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორს და მიუხედავად ადგილობრივი გამოყენებისა შეიწოვება სისტემურად. პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორების მიღებისას დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები (ე.ი. მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევები).
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის უკმარისობის რისკის მქონე პაციენტებში, რადგან არსებობს მეტაბოლური აციდოზის განვითარების ალბათობა. პრეპარატი სიმბრინზა უკუნაჩვენებია თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის უკმარისობა
პრეპარატ სიმბრინზას გამოყენება არ არის შესწავლილი პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია, სიფრთხილეა საჭირო ასეთი პაციენტების მკურნალობისას.
გონებრივი აქტივობა
კარბოანჰიდრაზას პერორალურმა ინჰიბიტორებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედონ ისეთი საქმიანობების შესრულების უნარზე, რომლებიც საჭიროებენ საღ გონებას და/ან ფიზიკურ კოორდინაციას, ხანდაზმულ პაციენტებში. პრეპარატი სიმბრინზა ექვემდებარება სისტემურ აბსორბციას და ამიტომ ადგილობრივი გამოყენების დროსაც კი მოსალოდნელია მსგავსი დარღვევები.
ბენზალკონიუმის ქლორიდი
პრეპარატი სიმბრინზა შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება და რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულება. პრეპარატის გამოყენებამდე რეკომენდებულია კონტაქტური ლინზების მოხსნა. პრეპარატის ინსტილაციის შემდეგ ლინზების გაკეთება რეკომენდებულია 15 წუთში.
ცნობილია, რომ ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს წერტილოვანი კერატოპათია და/ან ტოქსიკურო წყლულოვანი კერატოპათია. ხშირი ან ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია ყურადღებით კონტროლი.
ბავშვები
2-17 წლის ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატ სიმბრინზას გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი. ახალშობილებში და ჩვილებში, რომლებსაც თანდაყოლილი გლაუკომის სამკურნალოდ აძლევდნენ თვალის წვეთებს ბრიმონიდინით აღინიშნა ბრიმონიდინის ჭარბი დოზირების სიმპტომები (მათ შორის გონების დაკარგვა, ჰიპოტენზია, ჰიპოტონია, ბრადიკარდია, ჰიპოთერმია, ციანოზი და აპნოე). შესაბამისად პრეპარატ სიმბრინზას დანიშვნა 2 წლამდე ბავშვებში უკუნაჩვენებია.
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 2 წლიდან ბავშვებში (განსაკუთრებით 2-7 წლის და/ან <20 კგ წონის ბავშვებში) ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების გამო.
რეაქციის სისწრაფეზე ზეგავლენის უნარი სატრანსპოტო საშუალებების მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას
პრეპარატი სიმბრინზა ზეგავლენას ახდენს ტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. სიმბრინზას მიღებისას მოსალოდნელია თავბრუსხვევა, დაღლილობა და/ან ძილიანობა, რაც შეუძლებელს ხდის ტრანსპორტის მართვას და ართულებს მექანიზმების გამოყენებას.
მხედველობის დროებითმა დაბინდვამ ან მხედველობის სხვა დარღვევებმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ პრეპარატის ინსტილაციის შემდეგ აღინიშნა მხედველობის დაბინდვა, საჭესთან დაჯდომამდე ან მექანიზმებთან მუშაობამდე პაციენტი უნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას.
კორბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორების მიღებისას ხანდაზმულ პაციენტებში შესაძლოა გაუარესდეს ისეთი საქმიანობების შესრულების უნარი, რომლებიც საჭიროებენ სწრაფ ფსიქიკურ რეაქციებს და/ან ფიზიკურ კოორდინაციას.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები
სიმბრინზას სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
პრეპარატი სიმბრინზა უკუნაჩვენებია მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების და ანტიდეპრესანტების მიღებისას, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ნორადრენერგიულ გადაცემაზე (მაგ.: სამციკლიანი ანტიდეპრესანტები და მიანსერინი). სამციკლიანმა ანტიდეპრესანტებმა შეიძლება შეასუსტონ პრეპარატ სიმბრინზაზე ოფთალმოლოგიური ჰიპოტენზიური პასუხი.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ისეთ საშუალებებთან ერთად, რომლებიც თრგუნავენ ცნს-ის აქტივობას (მაგ.: ალკოჰოლი, ბარბიტურატები, ოპიატები, სედატიური პრეპარატები ან ანესთეტიკები), რადგან არსებობს ადიტიური ან პოტენცირებადი ეფექტის ალბათობა.
პრეპარატ სიმბრინზას დანიშვნის შემდეგ ცირკულირებადი კატექოლამინების დონის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. თუმცა რეკომენდებულია სიფრთხილე ისეთი პრეპარატების მიღებისას, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ცირკულირებადი ამინების (მაგ.: ქლორპრომაზინი, მეთილფენიდატი, რეზერპინი, სეროტონინის და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები) მეტაბოლიზმზე და შეწოვაზე.
ალფა-ადრენორეცეპტორების აგონისტებმა (მაგ.: ბრიმონიდინის ტარტრატი) შეიძლება გამოიწვიონ ბრადიკარდიის და ჰიპოტენზიის განვითარება. პრეპარატ სიმბრინზას დანიშვნის შემდეგ ზოგიერთ პაციენტს აღენიშნა არტერიული წნევის უმნიშვნელოდ დაწევა. პრეპარატ სიმბრინზასთან ერთად სიფრთხილით მიიღება ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალებები და/ან საგულე გლიკოზიდები.
რეკომენდებულია სიფრთხილე ისეთი სისტემური პრეპარატებით (მიუხედავად წამლის ფორმისა) თანმხლები მკურნალობის ინიცირებისას (ან დოზის ცვლილებისას), რომლებიც შესაძლოა ურთიერთქმედებაში შევიდნენ α-აგონისტებთან ან ზეგავლენა მოახდინონ მათ აქტივობაზე, ე.ი. ადრენერგიული რეცეპტორების აგონისტები ან ანტაგონისტები (მაგ.: იზოპრენალინი, პრაზოზინი).
ბრინზოლამიდი წარმოადგენს კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორს, რომელიც ადგილობრივი გამოყენების დროსაც კი შესაძლოა დაექვემდებაროს სისტემურ აბსორბციას. არსებობს ინფორმაცია კარბოანჰირდაზას ინჰიბიტორების პერორალურად მიღების შემდეგ მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევების შესახებ. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ასეთი ურთიერთქმედების ალბათობა პაციენტებში, რომლებსაც დანიშნული აქვთ პრეპარატი სიმბრინზა.
პაციენტებში, რომლებიც პერორალურად იღებენ კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებს და ამავდროულად იყენებენ ბრინზოლამიდის შემცველ თვალის წვეთებს, არსებობს კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების ცნობილი სისტემური ეფექტების გაძლიერების რისკი. ბრინზოლამიდის შემცველი თვალის წვეთების და კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების ერთობლივად დანიშვნა არ არის რეკომენდებული.
ციტოქრომა P-450-ის იზოფერმენტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ბრინზოლამიდის მეტაბოლიზმს მიეკუთვნებიან CYP3A4 (ძირითადი), CYP2A6, CYP2B6, CYP2C8 და CYP2C9. სავარაუდოდ CYP3A4 იზოფერმენტის ისეთი ინჰიბიტორები, როგორიც არის კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კლოტრიმაზოლი, რიტონავირი და ტროლეანდომიცინი მოახდენენ ბრინზოლამიდის მეტაბოლიზმის დათრგუნვას. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ისეთ პაციენტებში, რომელთაც ერთდროულად ენიშნებათ CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორები და პრეპარატი სიმბრინზა. თუმცა ბრინზოლამიდის დაგროვება ნაკლებ სავარაუდოა, რადგან აღნიშნული ნივთიერების გამოყოფის ძირითად გზას წარმოადგენს თირკმლისმიერი ექსკრეცია. ბრინზოლამიდი არ წარმოადგენს ციტოქრომა P-450-ის იზოფერმენტების ინჰიბიტორს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პრეპარატი სიმბრინზა შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ბრინზოლამიდს და ბრიმონიდინის ტარტრატს. ეს კომპონენტები ღიაკუთხოვანი გლაუკომის და თვალშიდა ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ამცირებენ თვალშიდა წნევას (თშწ) ცილიარულ სხეულში წყლიანი ტენის წარმოქმნის დათრგუნვის გზით. მართალია ორივე კომპონენტი, ბრინზოლამიდი და ბრიმონიდინი ამცირებენ თვალშიდა წნევას წყლიანი ტენის სეკრეციის დათრგუნვის ხარჯზე, მაგრამ მათი მოქმედების მექანიზმი განსხვავდება.
ბრინზოლამიდი ახდენს ცილიარულ სხეულში ფერმენტ კარბოანჰიდრაზას (CA-II) დათრგუნვას, რაც იწვევს ბიკარბონატის იონების წარმოქმნის შემცირებას ნატრიუმის და სითხის გადაადგილების შემდგომი შემცირებით, რაც განაპირობებს წყლიანი ტენის სეკრეციის დონის კლებას. ბრიმონიდინი, რომელიც წარმოადგენს α-2 ადრენორეცეპტორების აგონისტს, ახდენს ფერმენტ ადენილატციკლაზას ინჰიბირებას და თრგუნავს წყლიანი სითხის AMP-კონტროლირებად სეკრეციას. გარდა ამისა, ბრიმონიდინის მიღება იწვევს უვეოსკლერალური უკუდინების ზრდას.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ადგილობრივად გამოყენებისას ბრინზოლამიდი შეიწოვება თვალის რქოვანას მეშვეობით. აქტიური ნივთიერება აღწევს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში, სადაც მჭიდროდ უკავშირდება კარბოანჰიდრაზას წითელ სისხლის სხეულებში (ერითროციტებში). პლაზმური კონცენტრაცია ძალიან დაბალია. ადამიანის სისხლში ნახევარდაშლის პერიოდი ხანგრძლივია (>100 დღე), რაც განპირობებულია კარბოანჰიდრაზას ერითროციტებთან შეკავშირებით.
ადგილობრივად გამოყენებისას ბრიმონიდინი სწრაფად აღწევს თვალში. ბოცვრებში მაქსიმალური ოფთალმოლოგიური კონცენტრაცია მიღწეულ იქნა პრეპარატის გამოყენებიდან ერთ საათზე ნაკლებ პერიოდში. ადამიანის სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია (<1 ნგ/მლ) მიიღწევა <1 საათის განმავლობაში. პლაზმაში ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 2-3 საათს. ხანგრძლივად მიღებისას არ აღინიშნება აკუმულაცია.
განაწილება
ბოცვრებში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ადგილობრივად გამოყენებისას ბრინზოლამიდის მაქსიმალური ოფთალმოლოგიური კონცენტრაციები მიიღწევა თვალის წინა სეგმენტში, ე.ი. რქოვანაში, კონიუნქტივაში, ფერად გარსში, ასევე წყლიან გარემოში და ცილიარულ სხეულში. თვალის ქსოვილში ბრინზოლამინის ხანგრძლივად შენარჩუნება გამოწვეულია კარბოანჰიდრაზასთან შეკავშირებით. ბრინზოლამიდი მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის სისხლის პლაზმის ცილებს (დაახლოებით 60%).
ბრიმონიდინს გააჩნია თვალის პიგმენტურ ქსოვილებთან, განსაკუთრებით ცილიარულ სხეულთან მსგავსება, რაც გამოწვეულია მელანინთან შეკავშირების უნარით. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების კლინიკური და კლინიკამდელი მონაცემები მიუთითებენ კარგ ამტანობაზე და უსაფრთხოებაზე ხანგრძლივად გამოყენებისას.
ბიოტრანსფორმაცია
ბრინზოლამიდი მეტაბოლიზდება ღვიძლში ციტოქრომა P450-ს იზოფერმენტებით, კერძოდ კი CYP3A4, CYP2A6, CYP2B6, CYP2C8 და CYP2C9 ფერმენტებით. მთავარი მეტაბოლიტი არის N-დესეთილბრინზოლამიდი, შემდეგ N-დესმეტოქსიპროპილი და O-დესმეთილის მეტაბოლიტები, ასევე N-პროპიონის მჟავის ანალოგი, რომელიც წარმოიქმნება N-პროპილის O-დესმეთილბრინზოლამიდის გვერდითი ჯაჭვის ჟანგვისას. ბრინზოლამიდი და N-დესეთილბრინზოლამიდი არ ახდენს ციტოქრომა P450-ს იზოფერმენტების დათრგუნვას ისეთი კონცენტრაციების შემთხვევაში, რომლებიც 100-ჯერ აღემატება მაქსიმალურ სისტემურ დონეებს.
ბრიმონიდინი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლის ალდეჰიდოქსიდაზას მეშვეობით და წარმოიქმნება მთავარი მეტაბოლიტები: 2-ოქსობრიმონიდინი, 3-ოქსობრიმონიდინი და 2,3-დიოქსობრიმონიდინი. ადგილი აქვს იმიდაზოლის რგოლის ჟანგვით გახლეჩას, რომლის შედეგად წარმოიქმნება 5-ბრომ-6-გუანიდინოქსინოქსალინი.
გამოყოფა
ორგანიზმიდან ბრინზოლამიდი უცვლელი ფორმით გამოიყოფა ძირითადად შარდით. ადამიანებში ბრინზოლამიდი და N-დესეთილბრინზოლამიდი გამოიყოფა შარდით და შეადგენს საერთო დოზის 60% და 6%-ს. ვირთაგვებში ჩატარებული ექსპერიმენტების მიხედვით იგი ნაწილობრივ გამოიყო ნაღველით (დაახლოებით 30%), ძირითადად მეტაბოლიტების სახით.
ბრიმონიდინი გამოიყოფა ძირითადად შარდით მეტაბოლიტების სახით. ვირთაგვებსა და მაიმუნებში შარდთან ერთად გამოყოფილი მეტაბოლიტები შეადგენდნენ საერთო პერორალური ან ინტრავენური დოზების 60-75%-ს.
სწორხაზოვნება/არასწორხაზოვნება
ერიტროციტებში და სხვადასხვა ქსოვილებში ბრინზოლამიდის კარბოანჰიდრაზასთან ძლიერი და გაჯერებული შეკავშირების გამო მისი ფარმაკოკინეტიკა არასწორხაზოვანია. პირიქით, ბრიმონიდინის კინეტიკა სწორხაზოანია, რაზეც მოწმობს კატარაქტის მქონე პაციენტებში ჩატარებული წყლიანი ტენის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით თვალზე ზემოქმედება პროპორციულად იზრდება ადგილობრივად მიღებული დოზის ზრდასთან ერთად.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
შეფუთვის პირველად გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში.
ინახება არაუმეტეს 30° C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
5 მლ ფლაკონი დოზატორით, 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით