აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

შამპუნი თმის ხშირი გამოყენებისთვის Frequent Use 300მლ 0552 ატრიკოს მილანო - Atricos Milano

#103941_3998
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAtricos Milano - ატრიკოს მილანო
ბრენდის ქვეყანა იტალია
მოკლე აღწერა
შამპუნი თმის ხშირი გამოყენებისთვის Frequent Use, განკუთვნილია ყველა ტიპის თმისთვის. დასაშვებია ყოველდღიური გამოყენება. იაპონური კამელიას (ცუბაკის) ზეთი აღადგენს და ღრმად კვებავს თმის ბოჭკოებს. არ შეიცავს SLES/-ს და პარაბენებს. გამოყენების შედეგად მიიღება რბილი, ჯანსაღი და გამოცოცხლებული თმა. 300 მლ.
20.23₾
44.95₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

შამპუნი თმის ხშირი გამოყენებისთვის Frequent Use ატრიკოს მილანო - Atricos Milano 

· შამპუნში შემავალი ცუბაკის ზეთი ღრმად ატენიანებს თმას,  მდიდარია ოლეინის მჟავით (ომეგა-9), რაც საშუალებას აძლევს მას ღრმად შეაღწიოს თმის ღერში. შედეგად თმა ხდება უფრო რბილი, ქრება სიმშრალე. ქმნის ბუნებრივ დამცავ ფენას თმის ზედაპირზე, რაც ანიჭებს თმას ჯანსაღ ბზინვარებას, აქრობს უსიცოცხლო იერს. ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ხელს უშლის ქერტლის წარმოქმნას, ხელს უწყობს სკალპის სიჯანსაღის შენარჩუნებას. არბილებს დაუმორჩილებელ თმას, ამცირებს აფუებას და სტატიკურობას.

· ალოეს ექსტრაქტი ეფექტურად ატენიანებს თმას და სკალპს: ამცირებს სიმშრალეს, აუმჯობესებს თმის ელასტიურობას, თმა ხდება რბილი და მოქნილი. აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები: ამცირებს ქავილს და გაღიზიანებას, სასარგებლოა მგრძნობიარე ან მშრალი სკალპისთვის. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის კანში, აძლიერებს თმის ფოლიკულებს, ხელს უწყობს უფრო სწრაფ და ჯანსაღ ზრდას. არეგულირებს ზედმეტი ცხიმის გამომუშავებას, იდეალურია როგორც მშრალი, ისე ცხიმიანი სკალპისთვის. ალოეში არსებული ვიტამინები (A, C, E, B ჯგუფი) ხელს უწყობს თმის გაძლიერებას, ამცირებს მტვრევადობას და გაყოფილ ბოლოებს.

· ტოკოფეროლი (E ვიტამინი) ხასიათდება ანტიოქსიდანტური მოქმედებით, ხელს უწყობს როგორც თმის, ისე თავის კანის (სკალპის) ჯანმრთელობას. გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური დაცვა: იცავს თმას თავისუფალი რადიკალებისგან, ამცირებს გარემოს მავნე ზემოქმედებას (მზე, დაბინძურება). აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას სკალპში, რაც აძლიერებს თმის ფოლიკულებს, ხელს უწყობს თმის ზრდას. ამცირებს სიმშრალესა და მტვრევადობას, აუმჯობესებს თმის ელასტიურობას. ხელს უწყობს დაზიანებული თმის ღერის გაჯანსაღებას, ამცირებს გაყოფილ ბოლოებს, აძლიერებს თმის სტრუქტურას. აცხრობს სკალპის ანთებას და გაღიზიანებას, ხელს უწყობს ქერტლის შემცირებას, აუმჯობესებს კანის საერთო მდგომარეობას. თმას ანიჭებს ცოცხალ და ჯანსაღ იერს.

თმის ტიპი 

ყველა ტიპი.

გამოყენების წესი 

  • დაიტანეთ სველ თმაზე.
  • შეიზილეთ თითების ნაზი მოძრაობებით, კარგად ჩამოიბანეთ.
  • რეკომენდებულია საჭიროების შემთხვევაში პროცედურის გამეორება.
  • განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის, შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინგრედიენტები

Aqua [Water], Sodium C14-16 olefin sulfonate, Cocamidopropyl betaine, Sodium cocoamphoacetate, Cocamide DEA, PEG-7 glyceryl cocoate, Benzyl alcohol, Sodium chloride, Parfum [Fragrance], Hydroxypropyl guar hydroxypropyltrimonium chloride, Polyquaternium-7, Propylene glycol, Disodium EDTA, Benzoic acid, Camellia japonica seed oil, Aloe barbadensis leaf extract, Dehydroacetic acid, Citric acid, Tocopherol. 

მოცულობა 

300 მლ. 

ბრენდის შესახებ ინფორმაცია

Atricos Milano არის იტალიური პროფესიონალური თმის მოვლის ბრენდი, რომელიც შეიქმნა მილანში. ბრენდის პროდუქტები მიეკუთვნება თმის მოვლის პროფესიონალური პროდუქტების კატეგორიას, რომლებიც გამოყენებადია სალონი + სახლის პირობებში.

ბრენდის კონცეფცია აერთიანებს მეცნიერებას და სილამაზეს თმის მოვლის პროდუქტების შესაქმნელად. მიზანია სალონებსა და მომხმარებლებს შესთავაზოს სანდო, პროფესიონალური დონის შედეგები, თანამედროვე, ტენდენციებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, ყოველდღიური ეფექტური თმის მოვლა.

პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს მრავალფეროვან ხაზებს, რომელთა შორისაა შამპუნები და კონდიციონერები, თმის ნიღბები და მოვლის საშუალებები, საღებავები, თავის კანის მოვლის საშუალებები, სტილისტური დამუშავების პროდუქტები.

ბრენდს გააჩნია ინოვაციური ფორმულები აქტიური ინგრედიენტებით. თითოეული მათგანი ფოკუსირებულია თავის კანის ჯანმრთელობაზე (ტრიქოლოგიური მიდგომა). პროდუქტებს აქვს ელეგანტური, თანამედროვე შეფუთვები, სასიამოვნო, მაგრამ ნაზი სურნელი.

თმის მოვლის პროფესიონალური იტალიური ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციების, ეფექტური ინგრედიენტებისა და სალონური დონის შედეგების შერწყმაზე, რათა შედეგად მივიღოთ ჯანმრთელი, ძლიერი და ლამაზი თმა.  

პროფესიონალური დონის შედეგები, თანამედროვე, ტენდენციებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, ყოველდღიური ეფექტური თმის მოვლა.

პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს მრავალფეროვან ხაზებს, რომელთა შორისაა შამპუნები და კონდიციონერები, თმის ნიღბები და მოვლის საშუალებები, საღებავები, თავის კანის მოვლის საშუალებები, სტილისტური დამუშავების პროდუქტები.

ბრენდს გააჩნია ინოვაციური ფორმულები აქტიური ინგრედიენტებით. თითოეული მათგანი ფოკუსირებულია თავის კანის ჯანმრთელობაზე (ტრიქოლოგიური მიდგომა). პროდუქტებს აქვს ელეგანტური, თანამედროვე შეფუთვები, სასიამოვნო, მაგრამ ნაზი სურნელი.

თმის მოვლის პროფესიონალური იტალიური ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციების, ეფექტური ინგრედიენტებისა და სალონური დონის შედეგების შერწყმაზე, რათა შედეგად მივიღოთ ჯანმრთელი, ძლიერი და ლამაზი თმა.