აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

შამპუნი დაზიანებული თმის REGENA 250 მლ 1511 ატრიკოს მილანო - Atricos Milano

#103960_3998
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAtricos Milano - ატრიკოს მილანო
ბრენდის ქვეყანა იტალია
მოკლე აღწერა
შამპუნი დაზიანებული თმის REGENA, განკუთვნილია მტვრევადი, დაზიანებული ან ქიმიურად დამუშავებული თმისთვის. გამდიდრებულია ფიტოკერატინით - მცენარეული კომპლექსით, რომელიც ჰგავს ბუნებრივ თმის კერატინს. იგი ეხმარება თმის ბოჭკოს აღდგენას და ანიჭებს თმას სიმტკიცეს, ელასტიკურობასა და ბზინვარებას. 250მლ 1511 ატრიკოს მილანო - Atricos Milano
20.23₾
44.95₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

შამპუნი დაზიანებული თმის REGENA ატრიკოს მილანო - Atricos Milano 

ფორმულა შედგება მცენარეული ცილებისგან, რომლებიც ადვილად და ღრმად შეიწოვება და ახდენს აღმდგენ მოქმედებას თმაზე, მისი უჯრედული სტრუქტურის ხელახლა შექმნის გზით. გააჩნია მარგალიტისებრი ყავისფერი, ბლანტი ტექსტურა და მონოი ტიარეს (Monoi Tiaré) სურნელი. არ შეიცავს პარაბენებს და SLS-ს. გამოყენების შედეგად თმის ბოჭკოები ძლიერდება, ივსება და დაცულია, რის შედეგადაც თმა ხდება უფრო ძლიერი, სქელი, ელასტიკური, მოცულობითი და მბზინავი.

· ინკას მარცვლის ზეთი (Plukenetia volubilis-ის ზეთი) - მდიდარია ომეგა ცხიმოვანი მჟავებით, ღრმად ატენიანებს და არბილებს თმას, ამცირებს სიმშრალეს და მტვრევადობას, ანიჭებს ელასტიკურობას და ბზინვარებას.

· ზეთისხილის ნაყოფის ექსტრაქტი - ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, კვებავს და იცავს თმას გარემოს ზემოქმედებისგან, თმას ანიჭებს სირბილესა და მოქნილობას, ხელს უშლის გამოშრობას.

· ტოკოფეროლი (ვიტამინი E) - ძლიერი ანტიოქსიდანტია, იცავს თმის უჯრედებს დაზიანებისგან, აუმჯობესებს სკალპის მდგომარეობას, ხელს უწყობს თმის ზრდის ჯანსაღი გარემოს შექმნას, ამცირებს თმის ცვენისა და დაზიანების რისკს.

· ჰიდროლიზებული სიმინდის სახამებელი - ქმნის მსუბუქ დამცავ ფენას თმაზე, მატებს სირბილესა და სიგლუვეს, ამცირებს ელექტრიზებას და აფუებას, აადვილებს დავარცხნას.

· ჰიდროლიზებული აბრეშუმი - ღრმად ატენიანებს და აძლიერებს თმის სტრუქტურას, ანიჭებს სიგლუვესა და ბზინვარებას, ამცირებს მტვრევადობას, არბილებს და ანიჭებს ჯანსაღ იერსახეს.

თმის ტიპი

დაზიანებული თმა

გამოყენების წესი

  • დაიტანეთ შამპუნი სველ თმაზე, თითებით ნაზად შეიზილეთ სკალპზე და ჩამოიბანეთ.
  •  გაიმეორეთ პროცედურა საჭიროების შემთხვევაში.

ინგრედიენტები

Aqua [Water], Sodium Cocoeth Sulfate, Cocamidopropyl Betaine, Cocamide DEA, Betaine, Coco-Glucoside, Glycerin, Benzyl Alcohol, Sodium Chloride, Glycol Distearate, Parfum [Fragrance], Disodium EDTA, Polyquaternium-10, Benzoic Acid, Cocamide MEA, Laureth-10, Argania Spinosa Kernel Oil, Dehydroacetic Acid, Citric Acid, Hydrolyzed Vegetable Protein, PG-Propyl Silanetriol, Phenoxyethanol, CI 19140 [Acid Yellow 23], Tocopherol, Potassium Sorbate, CI 16255 [Acid Red 18], CI 28440 [Brilliant Black 1], CI 14720 [Acid Red 14], CI 73015 [Acid Blue 74].

მოცულობა

250 მლ.

ბრენდის შესახებ ინფორმაცია

Atricos Milano არის იტალიური პროფესიონალური თმის მოვლის ბრენდი, რომელიც შეიქმნა მილანში. ბრენდის პროდუქტები მიეკუთვნება თმის მოვლის პროფესიონალური პროდუქტების კატეგორიას, რომლებიც გამოყენებადია სალონი + სახლის პირობებში.

ბრენდის კონცეფცია აერთიანებს მეცნიერებას და სილამაზეს თმის მოვლის პროდუქტების შესაქმნელად. მიზანია სალონებსა და მომხმარებლებს შესთავაზოს სანდო, პროფესიონალური დონის შედეგები, თანამედროვე, ტენდენციებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, ყოველდღიური ეფექტური თმის მოვლა.

პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს მრავალფეროვან ხაზებს, რომელთა შორისაა შამპუნები და კონდიციონერები, თმის ნიღბები და მოვლის საშუალებები, საღებავები, თავის კანის მოვლის საშუალებები, სტილისტური დამუშავების პროდუქტები.

ბრენდს გააჩნია ინოვაციური ფორმულები აქტიური ინგრედიენტებით. თითოეული მათგანი ფოკუსირებულია თავის კანის ჯანმრთელობაზე (ტრიქოლოგიური მიდგომა). პროდუქტებს აქვს ელეგანტური, თანამედროვე შეფუთვები, სასიამოვნო, მაგრამ ნაზი სურნელი.

თმის მოვლის პროფესიონალური იტალიური ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციების, ეფექტური ინგრედიენტებისა და სალონური დონის შედეგების შერწყმაზე, რათა შედეგად მივიღოთ ჯანმრთელი, ძლიერი და ლამაზი თმა.