აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

შამპუნი სებომარეგულირებელი BALANCING 300 მლ 0873 ატრიკოს მილანო - Atricos Milano

#103949_3998
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAtricos Milano - ატრიკოს მილანო
ბრენდის ქვეყანა იტალია
მოკლე აღწერა
შამპუნი სებომარეგულირებელი BALANCING, არეგულირებს თავის კანის ცხიმის გამოყოფას როგორც მისი ნაკლებობის, ისე ჭარბი გამომუშავების შემთხვევაში. აღადგენს თავის კანის ჯანსაღ, დაბალანსებულ მდგომარეობას. თმა ხდება უფრო ძლიერი, ჯანსაღი და მბზინავი. არ შეიცავს SLES-ს და პარაბენებს. 300 მლ.
20.23₾
44.95₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

შამპუნი სებომარეგულირებელი BALANCING ატრიკოს მილანო - Atricos Milano 

სოიოს ლეციტინის ცხიმის მარეგულირებელი მოქმედებისა და ცუბაკის ზეთის დამამშვიდებელი ეფექტის წყალობით შამპუნი არეგულირებს ბუნებრივი ცხიის გამოყოფას, ხელს უწყობს სკალპის ჯანსაღი ბალანსის აღდგენას, იცავს თავის კანს გარე ფაქტორებით გამოწვეული ჟანგვითი სტრესისგან და ამცირებს მგრძნობიარე კანის გაღიზიანებას. გამდიდრებულია იაპონური ყვავილების ექსტრაქტებით და ზეთებით.

• სოიოს ლეციტინი არის ბუნებრივი ლიპიდური კომპლექსი (ფოსფოლიპიდები) ხასიათდება თმისა და სკალპის დამცავი და აღმდგენი თვისებებით. ხელს უწყობს სკალპის სებუმის (ბუნებრივი ცხიმის) დაბალანსებას და ეფექტურია როგორც ცხიმიანი, ისე მშრალი სკალპისთვის. ასევე ამცირებს გაღიზიანებასა და სიწითლეს, რის გამოც განსაკუთრებით სასარგებლოა მგრძნობიარე სკალპისთვის. აღადგენს კანის ბუნებრივ ლიპიდურ ბარიერს და იცავს გარემოს მავნე ფაქტორებისგან, როგორიცაა ქარი, მზე და დაბინძურება.

თმაზე მისი გავლენა გამოიხატება დატენიანებასა და სირბილის მინიჭებაში - ინარჩუნებს ტენიანობას თმის ღერში, რის შედეგადაც თმა ხდება უფრო რბილი და ელასტიური. ასევე ეხმარება დაზიანებული თმის სტრუქტურის აღდგენას, ამცირებს მტვრევადობას და თმას ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებასა და ჯანმრთელ იერს. დამატებით, გააჩნია ანტისტატიკური ეფექტი, ამცირებს თმის ელექტრიზებას და აადვილებს დავარცხნასა და სტილისტურ დამუშავებას.

• ცუბაკის ზეთი ღრმად ატენიანებს თმას,  მდიდარია ოლეინის მჟავით (ომეგა-9), რაც საშუალებას აძლევს მას ღრმად შეაღწიოს თმის ღერში. შედეგად თმა ხდება უფრო რბილი, ქრება სიმშრალე. ქმნის ბუნებრივ დამცავ ფენას თმის ზედაპირზე, რაც ანიჭებს თმას ჯანსაღ ბზინვარებას, აქრობს უსიცოცხლო იერს. ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ხელს უშლის ქერტლის წარმოქმნას, ხელს უწყობს სკალპის სიჯანსაღის შენარჩუნებას. არბილებს დაუმორჩილებელ თმას, ამცირებს აფუებას და სტატიკურობას.

• ტოკოფეროლი, იგივე Vitamin E ხასიათდება ანტიოქსიდანტური მოქმედებით, ხელს უწყობს როგორც თმის, ისე თავის კანის (სკალპის) ჯანმრთელობას. გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური დაცვა: იცავს თმას თავისუფალი რადიკალებისგან, ამცირებს გარემოს მავნე ზემოქმედებას (მზე, დაბინძურება). აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას სკალპში, რაც აძლიერებს თმის ფოლიკულებს, ხელს უწყობს თმის ზრდას. ამცირებს სიმშრალესა და მტვრევადობას, აუმჯობესებს თმის ელასტიურობას. ხელს უწყობს დაზიანებული თმის ღერის გაჯანსაღებას, ამცირებს გაყოფილ ბოლოებს, აძლიერებს თმის სტრუქტურას. აცხრობს სკალპის ანთებას და გაღიზიანებას, ხელს უწყობს ქერტლის შემცირებას, აუმჯობესებს კანის საერთო მდგომარეობას. თმას ანიჭებს ცოცხალ და ჯანსაღ იერს.

თმის ტიპი

თმა და სკალპი, რომელიც საჭიროებს ცხიმის გამოყოფის ნორმალიზებას.

გამოყენების წესი

  • გადაინაწილეთ სველ თმაზე.
  • ნაზად შეიზილეთ თითების მსუბუქი მოძრაობებით და ჩამოიბანეთ.
  • რეკომენდებულია პროცედურის გამეორება.
  •  განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
  • მოარიდეთ თვალებს.
  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინგრედიენტები

Aqua [Water], Sodium C14-16 olefin sulfonate, Cocamidopropyl betaine, Sodium cocoamphoacetate, Cocamide DEA, PEG-7 glyceryl cocoate, Benzyl alcohol, Sodium chloride, Parfum [Fragrance], Lecithin, Hydroxypropyl guar hydroxypropyltrimonium chloride, Polyquaternium-7, Disodium EDTA, Benzoic acid, Camellia japonica seed oil, Dehydroacetic acid, Citric acid, Tocopherol.

მოცულობა

300 მლ.

ბრენდის შესახებ ინფორმაცია

Atricos Milano არის იტალიური პროფესიონალური თმის მოვლის ბრენდი, რომელიც შეიქმნა მილანში. ბრენდის პროდუქტები მიეკუთვნება თმის მოვლის პროფესიონალური პროდუქტების კატეგორიას, რომლებიც გამოყენებადია სალონი + სახლის პირობებში.

ბრენდის კონცეფცია აერთიანებს მეცნიერებას და სილამაზეს თმის მოვლის პროდუქტების შესაქმნელად. მიზანია სალონებსა და მომხმარებლებს შესთავაზოს სანდო, პროფესიონალური დონის შედეგები, თანამედროვე, ტენდენციებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, ყოველდღიური ეფექტური თმის მოვლა.

პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს მრავალფეროვან ხაზებს, რომელთა შორისაა შამპუნები და კონდიციონერები, თმის ნიღბები და მოვლის საშუალებები, საღებავები, თავის კანის მოვლის საშუალებები, სტილისტური დამუშავების პროდუქტები.

ბრენდს გააჩნია ინოვაციური ფორმულები აქტიური ინგრედიენტებით. თითოეული მათგანი ფოკუსირებულია თავის კანის ჯანმრთელობაზე (ტრიქოლოგიური მიდგომა). პროდუქტებს აქვს ელეგანტური, თანამედროვე შეფუთვები, სასიამოვნო, მაგრამ ნაზი სურნელი.

თმის მოვლის პროფესიონალური იტალიური ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციების, ეფექტური ინგრედიენტებისა და სალონური დონის შედეგების შერწყმაზე, რათა შედეგად მივიღოთ ჯანმრთელი, ძლიერი და ლამაზი თმა.