| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Atricos Milano - ატრიკოს მილანო |
| ბრენდის ქვეყანა |
სპრეი ხვეული თმის ISTANT 4 ატრიკოს მილანო - Atricos Milano
მანუკას თაფლისა და მანდარინის ზეთის წყალობით თმას ანიჭებს სიმსუბუქეს, სირბილეს და შესამჩნევ ბზინვარებას, აძლიერებს ფერის ბრწყინვალებას. თმას ანიჭებს ციტრუსის ცქრიალა, სასიამოვნო და ხანგრძლივ სურნელს. გამოყენების შედეგად აღადგენს თმას, აძლიერებს ელასტიურობას და ხელს უწყობს ხვეული და ტალღოვანი კულულების გამოკვეთას.
· თაფლის ექსტრაქტი თმის მოვლაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბუნებრივი ინგრედიენტია, რადგან აერთიანებს დამატენიანებელ, მკვებავ და დამცავ თვისებებს. უნივერსალური ინგრედიენტი, რომელიც ატენიანებს, კვებავს, იცავს და აძლევს თმას ბზინვარებას. განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი, აფუებისკენ მიდრეკილი, ხვეული და ტალღოვანი, რთულად სამართავი თმისთვის.
ეფექტურად ატენიანებს თმას - იზიდავს და ინარჩუნებს ტენიანობას თმის ბოჭკოებში. შედეგად თმა ხდება უფრო რბილი, ელასტიური და მოქნილი. კვებავს თმას სასარგებლო ნივთიერებებით, ამცირებს მტვრევადობას და ხელს უწყობს დაზიანებული თმის სტრუქტურის აღდგენას. თმა იძენს უფრო ძლიერ და ჯანსაღ იერს.
თაფლის ექსტრაქტი ანიჭებს თმას ბუნებრივ ბზინვარებას და სიგლუვეს, ანიჭებს მოვლილ და ცოცხალ იერსახეს. აქვვს დამცავი ეფექტიც - თმის ზედაპირზე ქმნის მსუბუქ ფენას, რომელიც იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და ამცირებს ტენიანობის დაკარგვას. ამცირებს თმის ელექტრიზებას, აადვილებს დავარცხნას და სტილისტურ დამუშავებას. თაფლის ექსტრაქტი ამშვიდებს თავის კანს, ამცირებს გაღიზიანებას და ქავილს. ასევე აქვს მსუბუქი ანტიბაქტერიული მოქმედება, რითაც ხელს უწყობს სკალპის სისუფთავის და სიჯანსაღის შენარჩუნებას.
· არგანის ზეთი თმის მოვლაში ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ბუნებრივი ინგრედიენტია, რომელიც გამოირჩევა ძლიერი მკვებავი, აღმდგენი და დამცავი თვისებებით. ღრმად კვებავს და ატენიანებს თმას, რადგან მდიდარია ცხიმოვანი მჟავებითა და ვიტამინებით, განსაკუთრებით ვიტამინ E-თი. ინარჩუნებს ტენიანობას თმის ბოჭკოში, რის შედეგადაც თმა ხდება რბილი, ელასტიური და ნაკლებად მშრალი. ეხმარება დაზიანებული თმის აღდგენას, ამცირებს მტვრევადობას და აძლიერებს თმის სტრუქტურას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქიმიური პროცედურებით ან სითბური დამუშავებით დაზიანებული თმისთვის.
არგანის ზეთი ანიჭებს თმას ბუნებრივ ბზინვარებასა და სიგლუვეს, ხდის მას უფრო მოვლილს და ჯანსაღს, ამავდროულად ამცირებს ფორიანობასა და აფუებას. აქვს დამცავი ეფექტიც — ქმნის თმის ზედაპირზე მსუბუქ ფენას, რომელიც იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, მათ შორის მზის, ქარისა და მაღალი ტემპერატურისგან.
გარდა ამისა, არგანის ზეთი ამცირებს თმის ელექტრიზებას, აადვილებს დავარცხნასა და სტილისტურ დამუშავებას და ეხმარება თმას ფორმის შენარჩუნებაში.
· ალოეს ფოთლის ექსტრაქტი აერთიანებს დამატენიანებელ, დამამშვიდებელ და აღმდგენ მოქმედებას. ინარჩუნებს ტენიანობას თმის ბოჭკოში, რის შედეგადაც თმა ხდება რბილი, ელასტიური და მოქნილი. კვებავს თმას სასარგებლო ნივთიერებებით, ამცირებს მტვრევადობას და ხელს უწყობს დაზიანებული თმის აღდგენას, რის შედეგადაც თმა ხდება უფრო ძლიერი და ჯანსაღი.
ალოეს ექსტრაქტი აუმჯობესებს თმის სიმკვრივეს, ელასტიურობას და სიგლუვეს, აადვილებს დავარცხნასა და სტილისტურ დამუშავებას. დამცავი თვისებების წყალობით თმა ებრძვის გარემოს მავნე ზემოქმედებებს, როგორიცაა მზის სხივები, ქარი და დაბინძურება. ასევე, ალოე ამშვიდებს სკალპს, ამცირებს გაღიზიანებას, ქავილსა და სიმშრალეს, ხელს უწყობს თავის კანის ჯანმრთელობას და სიჯანსაღეს.
· ტოკოფეროლი, იგივე Vitamin E ხასიათდება ანტიოქსიდანტური მოქმედებით, ხელს უწყობს როგორც თმის, ისე თავის კანის (სკალპის) ჯანმრთელობას. გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური დაცვა: იცავს თმას თავისუფალი რადიკალებისგან, ამცირებს გარემოს მავნე ზემოქმედებას (მზე, დაბინძურება). აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას სკალპში, რაც აძლიერებს თმის ფოლიკულებს, ხელს უწყობს თმის ზრდას. ამცირებს სიმშრალესა და მტვრევადობას, აუმჯობესებს თმის ელასტიურობას. ხელს უწყობს დაზიანებული თმის ღერის გაჯანსაღებას, ამცირებს გაყოფილ ბოლოებს, აძლიერებს თმის სტრუქტურას. აცხრობს სკალპის ანთებას და გაღიზიანებას, ხელს უწყობს ქერტლის შემცირებას, აუმჯობესებს კანის საერთო მდგომარეობას. თმას ანიჭებს ცოცხალ და ჯანსაღ იერს.
ხვეული და ტალღოვანი თმა.
Aqua [Water], Sodium C14-16 olefin sulfonate, Cocamidopropyl betaine, Sodium cocoamphoacetate, Cocamide DEA, PEG-7 glyceryl cocoate, Benzyl alcohol, Sodium chloride, Parfum [Fragrance], Polyquaternium-7, Hydroxypropyl guar hydroxypropyltrimonium chloride, Propylene glycol, Argania spinosa kernel oil, Disodium EDTA, Benzoic acid, Lecithin, Aloe barbadensis leaf extract, Dehydroacetic acid, Citric acid, Tocopherol.
150 მლ.
Atricos Milano არის იტალიური პროფესიონალური თმის მოვლის ბრენდი, რომელიც შეიქმნა მილანში. ბრენდის პროდუქტები მიეკუთვნება თმის მოვლის პროფესიონალური პროდუქტების კატეგორიას, რომლებიც გამოყენებადია სალონი + სახლის პირობებში.
ბრენდის კონცეფცია აერთიანებს მეცნიერებას და სილამაზეს თმის მოვლის პროდუქტების შესაქმნელად. მიზანია სალონებსა და მომხმარებლებს შესთავაზოს სანდო, პროფესიონალური დონის შედეგები, თანამედროვე, ტენდენციებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, ყოველდღიური ეფექტური თმის მოვლა.
პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს მრავალფეროვან ხაზებს, რომელთა შორისაა შამპუნები და კონდიციონერები, თმის ნიღბები და მოვლის საშუალებები, საღებავები, თავის კანის მოვლის საშუალებები, სტილისტური დამუშავების პროდუქტები.
ბრენდს გააჩნია ინოვაციური ფორმულები აქტიური ინგრედიენტებით. თითოეული მათგანი ფოკუსირებულია თავის კანის ჯანმრთელობაზე (ტრიქოლოგიური მიდგომა). პროდუქტებს აქვს ელეგანტური, თანამედროვე შეფუთვები, სასიამოვნო, მაგრამ ნაზი სურნელი.
თმის მოვლის პროფესიონალური იტალიური ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციების, ეფექტური ინგრედიენტებისა და სალონური დონის შედეგების შერწყმაზე, რათა შედეგად მივიღოთ ჯანმრთელი, ძლიერი და ლამაზი თმა.