აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

თმის დასაფიქსირებელი სპრეი DEJAVU 500 მლ 1276 ატრიკოს მილანო - Atricos Milano

#103943_3998
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAtricos Milano - ატრიკოს მილანო
ბრენდის ქვეყანა იტალია
მოკლე აღწერა
თმის დასაფიქსირებელი სპრეი DEJAVU, მძლავრი ფიქსაციის სწრაფად შრობადი თმის სპრეი ცოცხალი, ციტრუსოვანი არომატით. აფიქსირებს თმის ვარცხნილობას ბუნებრივად, უზრუნველყოფს ხანგრძლივ მდგრადობას თმის დამძიმების და წებოვნების გარეშე. მდგრადია ტენიანობის მიმართ, ადვილად ჩამოიბანება. ხელს უწყობს ვარცხნილობის მთელი დღის განმავლობაში უნაკლოდ შენარჩუნებას. 500 მლ.
33.73₾
74.95₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

თმის დასაფიქსირებელი სპრეი DEJAVU ატრიკოს მილანო - Atricos Milano 

თმის სპრეიში შემავალ გრეიფრუტის ექსტრაქტს გააჩნია თმის ზრდის მასტიმულირებელი მოქმედება - მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას. კოლაგენი კი მნიშვნელოვანია თმის ფოლიკულების გაძლიერებისა და ზრდის დაჩქარებისთვის. მისი მჟავიანობა ხელ უწყობს სკალპის ცხიმის (სებუმის) ბალანსის შენარჩუნებას, ამცირებს ცხიმიანობას და წმენდს სკალპს დაგროვილი ნარჩენებისგან. გრეიფრუტში არსებული ანტიოქსიდანტები იცავს თმას დაზიანებისგან (მზე, დაბინძურება), რის შედეგადაც თმა უფრო ბზინვარე და ჯანსაღი ხდება. ანტიბაქტერიული და ანტიფუნგალური თვისებების გამო შეუძლია ქერტლისა და სკალპის გაღიზიანების შემცირება. C ვიტამინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას სკალპში, რაც ხელს უწყობს თმის ბოლქვების გამაგრებას.

თმის ტიპი

ყველა ტიპი.

გამოყენების წესი

  • გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
  • შეისხურეთ მშრალ თმაზე 30 სმ მანძილიდან.
  • გაფრთხილება: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მოარიდეთ სითბოს, ცხელ ზედაპირებს, ნაპერწკლებს, ღია ცეცხლს და აალების სხვა წყაროებს. არ შეასხუროთ ღია ცეცხლზე ან აალების სხვა წყაროებზე. არ დაწვათ, მოარიდეთ  მზის სხივებს. არ დატოვოთ 50°C/122°F-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

ინგრედიენტები

Alcohol Denat., Butane, Propane, Isobutane, Acrylates Copolymer, Aminomethyl Propanol, Parfum, Aqua/Water, Polysorbate 80, Tetramethyl acetyloctahydronaphthalenes, Limonene, PEG-12 Dimethicone, Linalool, Linalyl Acetate, Terpineol, Citrus Aurantium Peel Oil, Hydroxycitronellal, PEG-12 Allyl Ether, Geranyl Acetate, PEG-12.

მოცულობა

500 მლ. 

ბრენდის შესახებ ინფორმაცია

Atricos Milano არის იტალიური პროფესიონალური თმის მოვლის ბრენდი, რომელიც შეიქმნა მილანში. ბრენდის პროდუქტები მიეკუთვნება თმის მოვლის პროფესიონალური პროდუქტების კატეგორიას, რომლებიც გამოყენებადია სალონი + სახლის პირობებში.

ბრენდის კონცეფცია აერთიანებს მეცნიერებას და სილამაზეს თმის მოვლის პროდუქტების შესაქმნელად. მიზანია სალონებსა და მომხმარებლებს შესთავაზოს სანდო, პროფესიონალური დონის შედეგები, თანამედროვე, ტენდენციებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, ყოველდღიური ეფექტური თმის მოვლა.

პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს მრავალფეროვან ხაზებს, რომელთა შორისაა შამპუნები და კონდიციონერები, თმის ნიღბები და მოვლის საშუალებები, საღებავები, თავის კანის მოვლის საშუალებები, სტილისტური დამუშავების პროდუქტები.

ბრენდს გააჩნია ინოვაციური ფორმულები აქტიური ინგრედიენტებით. თითოეული მათგანი ფოკუსირებულია თავის კანის ჯანმრთელობაზე (ტრიქოლოგიური მიდგომა). პროდუქტებს აქვს ელეგანტური, თანამედროვე შეფუთვები, სასიამოვნო, მაგრამ ნაზი სურნელი.

თმის მოვლის პროფესიონალური იტალიური ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციების, ეფექტური ინგრედიენტებისა და სალონური დონის შედეგების შერწყმაზე, რათა შედეგად მივიღოთ ჯანმრთელი, ძლიერი და ლამაზი თმა.