| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Atricos Milano - ატრიკოს მილანო |
| ბრენდის ქვეყანა |
თმის სპრეი 12-1-ში ONE ატრიკოს მილანო - Atricos Milano
სპრეის გააჩნია 12 ეფექტი:
·თერმოდაცვა - იცავს თმას ცხელი ხელსაწყოების გავლენისგან;
·დამარბილებელი მოქმედება;
·თმის სტრუქტურის გამაძლიერებელი მოქმედება;
·ხელს უშლის თმის ჩახლართვას და აფუებას;
·აღადგენს დაზიანებულ თმას;
·აქვს პოლირების ეფექტი;
·ხელს უშლის ბოლოების გაყოფას;
·აქვს აფუების და ფორიანობის საწინააღმდეგო (ანტი-ფრიზ) მოქმედება;
·ხელს უწყობს ვარცხნილობის შენარჩუნებას;
·ანტიოქსიდანტური მოქმედება;
·დამატენიანებელი და მკვებავი ეფექტი;
·იცავს თმას მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
პანთენოლი (პროვიტამინი B5) ხასიათდება ღრმა დამატენიანებელი მოქმედებით - იზიდავს და ინარჩუნებს ტენიანობას თმის ღერში, რის შედეგადაც თმა ნაკლებად შრება და ხდება უფრო ელასტიური. თმის ზედაპირზე ქმნის თხელ დამცავ ფენას, რაც თმას უფრო გლუვს, მბზინავს და ადვილად მართვადს ხდის. ხელს უწყობს გაყოფილი ბოლოების და დაზიანებული სტრუქტურის აღდგენას, განსაკუთრებით ქიმიურად დამუშავებული ან ხშირი თერმული ზემოქმედების შედეგად დაზიანებული თმის შემთხვევაში. აუმჯობესებს სკალპის მდგომარეობას და ტენიანობას, რაც ქმნის ხელსაყრელ გარემოს თმის ზრდისთვის. ღრმად აღწევს თმის ღერში და აძლიერებს შიდა სტრუქტურას, რითაც ამცირებს მტვრევადობის რისკს. აქვს დამამშვიდებელი ეფექტი — ამცირებს სკალპის ქავილსა და გაღიზიანებას.
ჰიდროლიზებული მცენარეული ცილა მიღებულია ბუნებრივი ცილების პატარა მოლეკულებად დაშლით, რათა ადვილად შეაღწიოს თმის ღერში. მისი მთავარი ეფექტია დაზიანებული თმის აღდგენა - ავსებს დაზიანებულ ადგილებს თმის ღერში, აძლიერებს თმის სტრუქტურას, ამცირებს თმის მტვრევადობის და ბოლოების გაყოფის რისკს. აძლიერებს თმის ღერს - თმა ხდება უფრო ძლიერი მექანიკური სტრესის (დავარცხნა, ფენი, უთო) მიმართ. ხელს უწყობს თმის ღერში ტენიანობის შენარჩუნებას, აუმჯობესებს მართვადობას და სირბილეს. თმას ხდის გლუვსა და მბზინავს. ამცირებს აფუებას და ფორიანობას. იცავს გარემოსა და თერმული სტრესისგან.
ყველა ტიპი.
Aqua [Water], Cetearyl alcohol, Behentrimonium chloride, Alcohol denat., Glycerin, Panthenol, Parfum [Fragrance], Isopropyl alcohol, Propylene glycol, Quaternium-80, Dimethicone, Ethylhexyl methoxycinnamate, Disodium EDTA, Phenoxyethanol, Ethylhexylglycerin, Hydrolyzed vegetable protein PG-propyl silanetriol, Citric acid.
200 მლ.
Atricos Milano არის იტალიური პროფესიონალური თმის მოვლის ბრენდი, რომელიც შეიქმნა მილანში. ბრენდის პროდუქტები მიეკუთვნება თმის მოვლის პროფესიონალური პროდუქტების კატეგორიას, რომლებიც გამოყენებადია სალონი + სახლის პირობებში.
ბრენდის კონცეფცია აერთიანებს მეცნიერებას და სილამაზეს თმის მოვლის პროდუქტების შესაქმნელად. მიზანია სალონებსა და მომხმარებლებს შესთავაზოს სანდო, პროფესიონალური დონის შედეგები, თანამედროვე, ტენდენციებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, ყოველდღიური ეფექტური თმის მოვლა.
პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს მრავალფეროვან ხაზებს, რომელთა შორისაა შამპუნები და კონდიციონერები, თმის ნიღბები და მოვლის საშუალებები, საღებავები, თავის კანის მოვლის საშუალებები, სტილისტური დამუშავების პროდუქტები.
ბრენდს გააჩნია ინოვაციური ფორმულები აქტიური ინგრედიენტებით. თითოეული მათგანი ფოკუსირებულია თავის კანის ჯანმრთელობაზე (ტრიქოლოგიური მიდგომა). პროდუქტებს აქვს ელეგანტური, თანამედროვე შეფუთვები, სასიამოვნო, მაგრამ ნაზი სურნელი.
თმის მოვლის პროფესიონალური იტალიური ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციების, ეფექტური ინგრედიენტებისა და სალონური დონის შედეგების შერწყმაზე, რათა შედეგად მივიღოთ ჯანმრთელი, ძლიერი და ლამაზი თმა.