აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

პრიმალაკი ულტიმა AC 400 გ 5940 პრიმალაკი - Primalac

#104784_4021
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPrimalac - პრიმალაკი
ბრენდის ქვეყანა შვეიცარია
მოკლე აღწერა
პრიმალაკი ულტიმა AC დაბალლაქტოზური ფორმულა, რომელიც განკუთვნილია 0-დან 12 თვემდე ასაკის ჩვილებისთვის, უნიკალური და ექსკლუზიური კომპლექსით „Nutractive”, კუჭ-ნაწლავის დარღვევების, კოლიკის, შებერილობისა და ყაბზობის საწინააღმდეგოდ, დაბადებიდან. 400 გ.
55.90₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

პრიმალაკი ულტიმა AC პრიმალაკი - Primalac 

ნახშირწყლების  ადაპტირებული შემადგენლობა (დაბალლაქტოზური ფორმულა), HMO დედის რძის ოლიგოსაქარიდები 2-FL და პრებიოტიკი GOS- კუჭ-ნაწლავის და იმუნური სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის, დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) და არაქიდონის მჟავა (ARA) - თავის ტვინის განვითარებისთვის, რძის ცხიმების ოპტიმიზებული ნაზავი მდიდარი Sn-2 პალმიტატით პალმის ზეთის გარეშე- ძვლის მინერალიზაციისთვის, ამცირებს ყაბზობას და ხელს უწყობს განავლის დარბილებას, 5 სახის ნუკლეოტიდი (დედის რძის მნიშვნელოვანი კომპონენტი) მონაწილეობს იმუნიტეტის გაძლიერებასა და ნაწლავის ლორწოვანი გარსის ნორმალურ ფუნქციონირებაში. 

მოქმედება

პრიმალაკი ულტიმა AC-ის შემადგენლობა წარმოდგენილია ადაპტირებული ნახშირწყლების პროფილით-50%-ით ნაკლები ლაქტოზით, რაც უზრუნველყოფს ლაქტაზას არასაკამარისი აქტივობის მიმართ ადაპტაციას.

მასში შემავალი 2-FL და GOS ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების ზრდას და აფერხებს პათოგენების ადჰეზიას ეპითელურ უჯერედებზე, აძლიერებს ნაწლავის ბარიერულ ფუნქციას, პლაზმაში ამცირებს ანთებით ციტოკინებს და უზრუნველყოფს იმუნური სისტემის მოდულაციას. 

რძის ცხიმების ოპტიმიზებული ნაზავი მდიდარი Sn-2 პალმიტატით აუმჯობესებს ძვლის მინერალიზაციას, უზრუნველყოფს რბილ განავალს და კუჭ-ნაწლავის ჯანსაღი მიკრობიოტის ფორმირებას. გარდა ამისა, რძეს ანიჭებს უკეთეს ორგანოლეპტიკურ თვისებებს.

დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) და არაქიდონის მჟავა (ARA)  აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის განვითარებას. 

შემადგენლობაში წარმოედგენილი ცილების ფიზიოლოგიური თანაფარდობა, შრატის ცილა/კაზეინი=60/40 მაქსიმალურად მიახლოებული დედის რძის ცილოვან პროფილთან, რაც უზრუნველყოფს ცილის ოპტიმალურ შეთვისებას და ამცირებს მეტაბოლურ დატვირთვას ახალშობილების თირკმელებზე და ფერმენტულ სისტემებზე.

5 სახის ნუკლეოტიდის შემადგენლობა განაპირობებს იმუნიტეტის გაძლიერებასა და ნაწლავის ლორწოვანი გარსის ნორმალურ ფუნქციონირებას.

გამოყენების წესი

ყურადღებით გაეცანით შეფუთვაზე დატანილ ინფორმაციას.

1.დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, შემდეგ გაიმშრალეთ სუფთა პირსახოცით.

2.ბოთლი, საწოვარა და თავსახური გარეცხეთ, შემდეგ მოათავსეთ მდუღარე წყალში 5 წუთის განმავლობაში. 

3.ადუღეთ სასმელი წყალი 5 წუთის განმავლობაში და გააგრილეთ 40°C-მდე.

4.გაეცანით შეფუთვაზე დატანილ ცხრილს და ჩაასხით ბოთლში ზუსტად მითითებული რაოდენობის თბილი წყალი.

5.დაუმატეთ პრიმალაკი ულტიმა AC ზუსტად მითითებული რაოდენობით, შეფუთვაში არსებული საზომი კოვზის გამოყენებით, შემდეგ დაახურეთ ბოთლს თავსახური.

6.კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი, სანამ ფხვნილი სრულად არ გაიხსნება.

მნიშვნელოვანი მითითებები

·  აუდუღარი წყლისა და მდუღარე წყლით დაუმუშავებელი ბოთლების გამოყენებამ, ან არასწორმა მომზადებამ შესაძლოა თქვენი ბავშვი დააავადოს.

·  ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი ბოთლი მოამზადეთ. კვების შემდეგ დარჩენილი რძე გადაღვარეთ.

·  გამოიყენეთ მხოლოდ შეფუთვაში არსებული საზომი კოვზი. ყოველთვის შეამოწმეთ, რომ მომზადებული რძე თბილი იყოს.

·  კვების დროს ბავშვი აიყვანეთ ხელში. ბავშვის უყურადღებოდ დატოვებამ შეიძლება გამოიწვიოს გადაცდენა, რაც დახრჩობის საფრთხეა.

·  გახსნის შემდეგ შიგთავსი გამოიყენეთ არაუმეტეს 4 კვირის განმავლობაში. ვარგისიანობის ვადა დატანილია ქილაზე. დაახურეთ ქილას თავსახური და შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

·  მომზადებული პრიმალაკი ულტიმა AC გამოიყენეთ არაუმეტეს 1 საათის განმავლობაში.

·  6 თვის ასაკიდან რეკომენდებულია ბავშვის რაციონის თანდათანობით გამრავალფეროვნება ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა ბოსტნეული, ხილი და მარცვლეული.

რეკომენდებული კვების ცხრილი (1 საზომი კოვზი = 4.3 გ) 

ინგრედიენტები/შემადგენლობა

ინგრედიენტები: უცხიმო რძე, მალტოდექსტრინი, მცენარეული ზეთები (მზესუმზირის ზეთი, რაფსის ზეთი, ქოქოსის ზეთი), ლაქტოზა (რძისგან), შრატის ცილის კონცენტრატი (რძისგან), უწყლო რძის ცხიმი, გალაქტოოლიგოსაქარიდები (რძისგან), მინერალები (კალციუმის კარბონატი, კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, მაგნიუმის ციტრატი, კალიუმის ჰიდროქსიდი, კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის ციტრატი, კალიუმის იოდატი, თუთიის სულფატი, რკინის სულფატი, ნატრიუმის სელენატი, სპილენძის სულფატი, მანგანუმის სულფატი), რაფინირებული თევზის ზეთი, ქოლინის ბიტარტრატი, Mortierella alpina-ს ზეთი, ვიტამინები (ნატრიუმის L-ასკორბატი, DL-ალფა-ტოკოფერილაცეტატი, ქოლეკალციფეროლი, ნიკოტინამიდი, რეტინილაცეტატი, კალციუმის D-პანტოთენატი, ციანოკობალამინი, ფილოქინონი, D-ბიოტინი, ფოლიუმის მჟავა, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, რიბოფლავინი, თიამინის მონონიტრატი), ემულგატორი (ლეციტინი), 2'-ფუკოზილლაქტოზა (რძისგან), L-თიროზინი, ინოზიტოლი,  L-ტრიპტოფანი, ტაურინი, ნუკლეოტიდები (ციტიდინ-5'-მონოფოსფატი, დინატრიუმის ურიდინ-5'-მონოფოსფატი, ადენოზინ-5'-მონოფოსფატი, დინატრიუმის ინოზინ-5'-მონოფოსფატი, დინატრიუმის გუანოზინ-5'-მონოფოსფატი), L-კარნიტინ-L-ტარტრატი, L-ცისტეინი, ანტიოქსიდანტები (ასკორბილის პალმიტატი, ტოკოფეროლით მდიდარი ექსტრაქტი). 

წონა

400 გ.